ვინაიდან ყველანაირ საზღვრებს სცილდება ის "მომსახურების ხარისხი" რომელსაც კავკასუსი თავის აბონენტებს "სთავაზობს", ბუნებრივი იქნებოდა ხალხს რაიმე სახის პროტესტი გამოეხატა ამასთან დაკავშირებით.
ვინაიდან აბონენტების უმრავლესობა ერიდება ქუჩაში აქციაზე დადგომას და ეგეთებს, შემომაქვს იდეა რომ რაღაცნაირად სახლიდან (ანონიმურად) გამოვხატოთ პროტესტი.
ვარიანტი პირველი :ყველამ ერთად, დათქმულ დროს, გავაფრთხილოთ ყველა ჩვენი არაფორუმელი ახლობელ-ნათესავი (იმენო დავაგინოთ რა

) და არ გადავიხადოთ ინტერნეტის გადასახადი. დავუმიზნოთ ისე რომ ყველას ერთ დღეს მოუწიოს - ანუ ვთქვათ თუ თქვენ გადახდა გიწევთ 19-ში, გადაიხადეთ მხოლოდ 11 დღის რომ მოგიწიოთ 30-ში. ყველა დაამთხვევს თარიღს 30-ს და არავინ არ გადაიხდის. ოღონდ იასნა მარტო ფორუმი ვერ გაქაჩავს - ყველა ახლობელ-ნათესავი ვისთანაც მიგიწვდებათ ხმა. ნუ ერთი კვირაც რომ იყოს - დედა აუტირდებათ და მგონია მეტად დაგვაფასებენ.
ვარიანტი მეორე :იმის ნაცვლად რომ აქ იქმნება უამრავი ერთიდაიგივე შინაარსის საპროტესტო თემა რომელიც ძირითადად ივსება გინებებით, გავაკეთოთ სპეციალური საიტი, სადაც ყველა უკმაყოფილო მომხმარებელი თავის აზრს დააფიქსირებს. ხომ მარტივია? მერე ეს საიტი უეჭველი მოხვდება top.ge-ზე თავში და კურიერში

და ა.შ. და ნუ მოკლედ ამბავი აიწევა. საიტი უნდა იყოს ქართულ დომენზე რომ გლობალი რომ გაითიშება (რაც ყოველდღიური მოვლენაა) შესვლა შეიძლებოდეს.
შესაძლებელია ორივე ვარიანტი ერთდროულად გამოვიყენოთ. შეიძლება სხვა მეთოდების გამოყენება, რომელიც ხალხისგან რაიმე აქტიურ ჩარევას (როგორიცაა ოფისების "დარბევა") არ მოითხოვს, რადგან ეგეთ რაღაცეებს როგორც წესი ბოლო მომენტში უმრავლესობა ერიდება. მომაწოდეთ სხვა იდეებიც!
მოკლედ მიზანი რა არი... მიზანი არის ცოტა "ომახიანად" გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი რომელიც მე დიდი იმედი მაქვს აიძულებს ამ ნაგავ კომპანიას რაღაცა გამოასწოროს თავის სტრატეგიაში (თუარადა მაშინ ვერაფერი ვერ აიძულებს). სულ მცირე "გულს მაინც მოვიოხებთ".
მოკლედ გამომეხმაურეთ და დაწერეთ ვის რითი შეუძლია ამ იდეას დაეხმაროს და სხვა იდეა ხომ არ არის ან თუ ღირს საერთოდ ესეთი რამის გაკეთება.
დაწერეთ თქვენი ნიკები ვინც ამ საქმეში ჩვენთან ხართ!P.S.: Makulatura მოგმართავ თხოვნით თემა არსად არ გადააგდო.
EDIT :
საიტი ყველა ვარიანტში უნდა გაკეთდეს. "WWW-შნიკებო" ველით თქვენს გამოხმაურებას.
განიხილება სასამართლოში სარჩელის შეტანაც. იურისტებო ველით თქვენს გამოხმაურებას.
და განიხილება ძალიან სერიოზულად მესამე ვარიანტიც : დავადგეთ მაგათ ოფისს და გავუკეთოთ პარალიზება + ჩავრთოთ ამაში ტელევიზია/პრესა. დაწერეთ ვინ ხართ ამის გამკეთებლები. მინიმუმ 50 კაცი უნდა შევიკრიბოთ. სერიოზულად არის საქმე! This post has been edited by TX_ on 23 Jan 2009, 21:33
There are 10 kinds of people in the world, those that will understand this sentence and those that won't.
And if you think the above text is nonsense... than you're just the later ;)
მე ვრწმუნდები რომ ამ ფორუმზე "დემოკრატია" ესმით როგორც "იყვიროს რამდენიც უნდა მე მაინც Yლეზე მკიდია"...
.