არსადაც არ გადაიტანეს, წაშალეს!
ვინ და რატომ თქო?!
ბოლო ორი პოსტი (რაც მე ვნახე გვიან ღამით) იყო ასეთი:
ფორუმის წევრი (ნიკი ზუსტად აღარ მახსოვს, ამიტომ საერთოდ არ დავასახელებ), რომელიც სავარაუდოდ საქართველოში არ ცხოვრობს, ნახევრად გერმანულად წერდა შემდეგს - რომ უმაღლესი პოლიტიკის ყველა ეშელონში მასონები არიან, რომ ისინი აკონტროლებენ უდიდეს ნავთობკონცერნებს, ფარმაცევტულ ინდუსტრიას, ევროპისა და ამერიკის ცენტრალურ და უმსხვილეს ბანკებს, რომ დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა ერთი ოჯახის ხელშია (დედოფლის) და ა.შ.
მომდევნო პოსტში მე დავწერე, რომ ჩემი აზრით ეს ნამდვილად ასეა და ჩამონათვალი გავაგრძელე - პარფიუმერული ინდუსტრია, მოდა, ნარკოტრაფიკი, იარაღით ვაჭრობა, უკვე ნახსენები ფარმაცევტული ინდუსტრია, რომლის დამატებაც გახდნენ ექიმები (და რომელიც დიდი მოგების მიღებასთან ერთად კაცობრიობის მედიკამენტოზურ მიჩვევას (ზავისიმოსტ') და გადაშენებას ცდილობს).. მოკლედ, თემა გაქრა..
ასე რომ, ტალიავინის დასკვნის განხილვას რომ მორჩებით ფორუმის პატივცემულო წევრებო, იქნებ აქეთაც მოგვხედოთ