#15781956 · 1 Oct 2009, 13:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეს უკვე მოხდა.
აფხაზეთი დამოუკიდებელია საქართველოსგან უკვე 16 წელია. რუსეთი აცხადებს და მომავალშიც მიაწვება იმ აზრს, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელია და რუსეთი მისი დამოუკიდებლობის გარანტია. მსოფლიო აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს, მაგრამ არც საქართველოს განიხილავს მის ღირსად.
ანუ. საქართველოს გაერთიანება იქნება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და აფხაზეთის ხელისუფლების (რომელიც დამოუკიდებლად აცხადებს თავის თავს) ხელშეკრულება ერთმანეთში. რუსეთის აღიარება ამ შემთხვევაში წინააღმდეგობა არ არის, ყოველ შემთხვევაში გადაულახავი წინააღმდეგობა არ არის.
რა პირობებში შეიძლება ზემოთხსენებულ ხელშეკრულებაზე წამოვიდნენ აფხაზები? 1. უნდა დაინახონ თავისი როლი მსოფლიოში და დაინახონ რუსეთი, როგორც იმპერია. 2. საქართველოში უნდა დაინახონ უკეთესი პარტნიორი ვიდრე რუსეთში. 3. უნდა დაინახონ საქართველოს და ქართველების ლეგიტიმური არგუმენტები საერთო სახელმწიფოს შესაქმნელად.
ასე რომ შენს მოსაზრებას პლიუსები მართლაც აქვს, მაგრამ იმ პირობებში, როცა მოწინააღმდეგე მხარე რუსეთია, ჩვენი გათვლილი ყველა წვრილმან-მსხვილმანი შეიძლება ათმაგ ცუდ შედეგად მოგვიბრუნდეს. მოკლედ, რა ქნას პეპელამ?
და თუკი შენ შეგძლებია არადაშტამპული აზროვნება, ასე ხელაღებით რატომ ამტყუნებ სააკაშვილს?
--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.
ბიძინა უნდა გაბანძდეს!
|