
უკვე 12 წელი შესრულდა, რაც მობილური კავშირგაბმულობის კომპანია "მაგთიკომი" საქართველოში სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კომერციულ ოპერირებას ეწევა. ამ ხნის მანძილზე კომპანიამ საინტერესო და მრავალფეროვანი გზა განვლო. იყო ბევრი პრობლემები, სირთულეები, მაგრამ შედეგად მივიღეთ ის წარმატება და იმიჯი, რასაც ხარისხი და პირველობა ჰქვია.
ყველაფერი 1996 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც დაარსდა კომპანია მაგთიკომი. . .
დაარსებიდან წელიწად-ნახევარში კი, 1997 წლის 22 სექტემბერს მის GSM ქსელში პირველი კომერციული აბონენტი გაჩნდა.
1998 წლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო მომსახურების რეგიონალური ოფისების გახსნა.
1999 წელს მაგთიკომის მიერ საქართველოში პირველად GSM სტანდარტისათვის იქნა გამოყენებული 1800 MHz სიხშირული სპექტრი, ამავე წელს გამოვიდა მაგთიკომის კვარტალური ჟურნალი, "მუდმივი კავშირის სამყარო".
2000 წელს პირველად საქართველოში მაგთიკომის ოფისებში დაიწყო ე.წ. ორნომრიანი სიმ-ბარათების გაყიდვა. ამავე წელს მაგთიკომი საქართველოს სატელეკომუნიკაციო სივრცეში პირველი გადავიდა წინასწარი გადახდის სისტემაზე და აბონენტებს ანგარიშის შევსების მარტივი ფორმა –Aმონო-ბარათი შესთავაზა.
მაგთიკომმა პირველობა არც მობილურ ინტერნეტში დასთმო და 2001 წელს აბონენტებს WAP ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მობილური ინტერნეტ სერვისები შესთავაზა.
2002 წელს მაგთიკომის კორპორატიულ კლიენტებს საშუალება ჰქონდათ GPRS ტექნოლოგიის მეშვეობით ესარგებლათ პირველი, სწრაფი მობილური ინტერნეტით.
2003 წელს GSM სიგნალით დაიფარა თბილისის მეტროპოლიტენის ყველა სადგური, ამავე წელს შედგა მაგთიკომის პირველი წამახალისებელი გათამაშება.
2004 წელს მაგთის ყველა აბონენტისათვის ხელმისაწვდომი გახდა GPRS ტექნოლოგიაზე დაფუძნებული MMS და WAP სერვისები, ასევე GPRS სწრაფი ინტერნეტი.
2005 წელს გაეშვა მაგთიკომის მეორე, ახალგაზრდული ბრენდი "ბალი", რომელიც მალე ყველასათვის საყვარელ მობილური კავშირის საშუალებად იქცა, ამავე წლიდან მაგთიკომმა მესამე თაობის ე.წ. 3G ქსელის მშენებლობა დაიწყო და შედეგად – 2006 წლის ზაფხულში საქართველოში პირველმა თავის აბონენტებს მიაწოდა UMTS ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სერვისები: ვიდეოზარი, მობილური ტელევიზია და მაღალსიჩქარიანი მობილური ინტერნეტი.
2007 წელს მაგთიკომმა გაიმარჯვა საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებულ სახელმწიფო სტრუქტურებისათვის ერთიანი საკომუნიკაციო ქსელის შექმნის ტენდერში. 2008 წლის ბოლოსთვის მაგთიკომმა ქსელის გამართვა ვადაზე ადრე დაასრულა და მთელი საქართველოს მასშტაბით, ერთიან სამთავრობო ქსელში სხვადასხვა უწყების და სამინისტროს 400-ზე მეტი წერტილი ჩართო.
2008 წელს კომპანია გასცდა მობილური კავშირის ფარგლებს, CDMA-450 სტანდარტის ქსელი გამართა და მაგთიკომის ახალი ბრენდის - "მაგთი ფიქსის" საშუალებით, საქართველოს მოსახლეობას ფიქსირებული სატელეფონო კავშირი და ინტერნეტ მომსახურება შესთავაზა.
2009 წლის იანვარში კომპანიამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 3.5 თაობის, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის, HSDPA ტექნოლოგიის გაშვება გამოაცხადა, ხოლო აგვისტოში CDMA ქსელის ბაზაზე, მაგთი ფიქსის ინტერნეტის სიჩქარე EVDO O ტექნოლოგიის ხარჯზე 20 ჯერ - 3.1 მეგაბიტამდე წამში გაზარდა.
მაგთიკომში სატესტო რეჟიმში უკვე ფუნქციონირებს და უახლოეს დღეებში კომერციულად გაეშვება, მსოფლიოში ყველასათვის კარგად ცნობილი, BlackBerry სერვისი. უახლოეს მომავალში დაგეგმიალია ასევე, მომხმარებლისთვის საკაბელო ოპტიკურბოჭკოვანი ინტერნეტისა და საკაბელო IP ტელევიზიის მიწოდება.
ბოლო წლების განმავლობაში მაგთიკომი საქართველოში მოქმედი უდიდესი კომპანიაა, როგორც ქვეყნის ეკონომიკაში შეტანილი წვლილით, ისე აბონენტთა რაოდენობით (2 მილიონზე მეტი აბონენტი). მაგთიკომი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი კომპანიაა, რომელმაც თავისი არსებობის მანძილზე საქართველოს ეკონომიკაში, მხოლოდ გადასახადების სახით, 830 მილიონ ლარზე მეტი შეიტანა.
მაგთიკომის 12-წლიანი წარმატება და წინსვლა წარმოუდგენელი იქნებოდა ერთგული აბონენტების გარეშე. კომპანია მადლობას უხდის თითოეულ მათგანს, ვინც ამ წლების განმავლობაში ჩვენი მომსახურებით სარგებლობდა. ჩვენი მხრიდან კი, შეძლებისდაგვარად ვცდილობთ ახალი აქციებით, უახლესი ტექნოლოგიებით და მაღალხარისხიანი მომსახურებით გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება. დაარსების დღიდან ვცდილობდით მოკრძალებული წვლილი შეგვეტანა ეროვნულ, ქართულ საქმეში:
თუ თვალს გადავავლებთ მაგთიკომის მიერ განხორციელებულ საქველმოქმედო პროექტებსა თუ ღონისძიებებს, გამოიკვეთება კომპანიის მიერ განათლების, ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში, ასევე ქართულ ხელოვნებაში, კულტურასა თუ სპორტში შეტანილი არანაკლებ მნიშვნელოვანი წვლილიც.
დავაფინანსეთ უამრავი საქველმოქმედო და გასართობი პროექტი. ამ პროექტებს შორისაა ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი "ანა-ბანა" "მხიარული სტარტები" და "ვარსკვლავების აკადემია", მათი მეშვეობით მოხდა არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდის აღმოჩენა.
ჩვენი კომპანიის მიერ დაფინანსებული პროექტებიდან და ღონისძიებებიდან არ შეიძლება არ გამოვყოთ: თბილისის კინოფესტივალები; სოხუმისა და თუმანიშვილის სახელობის თეატრების დახმარება; ფესტივალ "არტ-გენის" დაფინანსება; გურამ დოჩანაშვილის, ჯანსუღ ჩარკვიანის, გურამ ასათიანის ოთხტომეულებისა და ჭაბუა ამირეჯიბის შვიდტომეულის გამოცემების; ირაკლი ფარჯიანის კატალოგისა და პერსონალური გამოფენის, ასევე ბავშვთა გამოფენა-კონკურს "ოქროს პალიტრას" დაფინანსება.
2007 წელს მაგთიკომის პატრონაჟით ჩატარდა ჯ.კახიძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი "შემოდგომის თბილისი", ჯ. კახიძის სახელობის რეგიონალური საქველმოქმედო ფესტივალი.
კომპანიას წლების მანძილზე სრული მეურვეობა ჰქონდა აღებული თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრ – ბიგ-ბენდზე, საქართველოს ეროვნულ მუსიკალურ ცენტრზე.
2008 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება მუშაობა მაგთიკომისა და ნეოსტუდიის ერთობლივ პროექტზე "აქ საქართველოა", რომელიც არის მიკროფილმების ციკლი და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, პატარა ისტორიები ლამაზად და ორიგინალურადაა მოთხრობილი. ჩვენი ინიციატივით, პირველად ჩვენსავე სარეკლამო კლიპებში შეტანილი იყო ქართული, ეროვნული შტრიხები.
2007 წელიდან დღემდე მაგთიკომი გვერდში უდგას მთამსვლელთა ეროვნულ ფედერაციას. ჩვენი ეგიდით და დაფინანსებით, 2007-2008 წლებში საქართველოში ჩატარდა ჰაერნაოსნობის საერთაშორისო ჩემპიონატები. ჩვენს სახელს უკავშირდება ასევე, რაგბში საქართველოს ჩემპიონატისა და კალათბურთში ეროვნული ჩემპიონატის სპონსორობა.
2002 და 2006 წლებში ქართველ მოსახლეობას საშუალება მივეცით ლეგალურად, პირდაპირ ეთერში, შეუფერხებლად ენახათ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატები.
და კიდევ, თბილისის ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში გორან ბრეგოვიჩის კონცერტით, დიდი სიამოვნება მივანიჭეთ მაყურებელს, ტელევიზიით, კონცერტის პირდაპირი ეთერით კი მთელს საქართველოს.
ჩვენ არაერთხელ დავეხმარეთ საქართველოს მზურნველობამოკლებულ და ობოლ ბავშვთა სახლებს. კომპიუტერებით ვასაჩუქრებდით სკოლებს, უმაღლეს სასწავლებლებს და სხვადასხვა დაწესებულებებს.
ეს იმ საქმეების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც "მაგთიკომში" წლების მანძილზე გაკეთებულა, საიდანაც დასკვნა ერთადერთია: ჩვენ ქართულ საქმეს ვაკეთებთ!
კარგი რამეა ფეისბუკი,ადრე დებილი რო იყო ადამიანი მარტო ახლო გარემოცვამ იცოდა. (C) amsona69