რა გზას აირჩევს რუსეთი?
თუ მესამე აირჩია - არადა ყველაფრიდან ჩანს რო ამ გზას აირჩევს - დაგვერხა და ეგაა
იმპერიული ნაციონალიზმი სხვა არაფერია თუ არა ფაშიზმი
ძველი რუსული იმპერიალიზმი გარკვეულწილად ზეეროვნული იდეა იყო რომელიც იმპერიის ყველა ერს, მათ შორის თავად რუს ერსაც თრგუნავდა. ეთნონაციონალიზმი რუსეთისთვის უცხო ხილია რომელიც თუნდაც რუსეთის გეოგრაფიის გამო ცხოვრებაში გამუხორციელებელი რამაა. ამიტომ ყველაზე დიდი შანსი სწორედ იმპერიული ნაციონალიზმის ანუ ნაციზმის აღორძინებას აქვს. ეს გარდაუვალია ისეთი კონტინენტური და ევრაზიული სახელმწიფოსათვის როგორიც რუსეთია
სხვათა შორის გერმანიაც ასევე შუაევროპული კონტინენტური სახელმწიფოა და მისი იმპერიული ნაციონალიზმი მსოფლიომ საკუთარ თავზე უკვე გამოსცადა. ხომ წარმოგიდგენიათ რა საშინელებას გვიმზადებს რუსული ფაშიზმი, პირველ რიგში ჩვენ, კავკასიელებს?
ერთადერთი იმედი რჩება, რომ რუსეთს საამისოდ რესურსები არ ეყოფა