მარტოსულთა კლუბი III (post #17048528)teojnodari_nxარაა პრობლემა...

გააგრძელეთ, გამოვჯანმრთელდები და შამოგიერთდებით.
კლუბის კანონები:
ეს თემის პირველი ნაწილი:
მარტოსულთა კლუბი...ეს - მეორე ნაწილი:
მარტოსულთა კლუბიეს - მესამე ნაწილი:
მარტოსულთა კლუბი IIIყველა ადამიანს (ჭკუათმყოფელს და ისეც... ) აქვს მომენტი, როდესაც განსაკუთრებულად მარტოსულად და მიტოვებულად გრძნობს თავს და ელემენტარულად ხმის გამცემი სჭირდება.
ამ თემის მიზანია:
1) იუზერებმა გამოხატონ თავიანთი გრძნობები და სულიერი მდგოამრეობა, თქვან რომ მარტოა, რომ ადამიანები ვერ უგებენ და თავადაც მთლად ვერ ეფსკვანჯება მათ, რომ ცხოვრებამ დასაჯა, რომ რაღა მარტო თვითონ აქვს ამდენი და ასეთი განსაცდელები, როდესაც სხვები "გმადლობთ, კარგად არიან, ვერაფერს ვამჩნევთ სასაყვედუროს", რომ მეგობრებმა მიატოვეს და ა. შ.
2) გამოხმაურებები ზემოხსენებულზე მხოლოდ კორექტულად, თანაგრძნობით, თუ ამის თავი არ გაქვთ, შააყოლეთ და "არსენალში" პოსტეთ. საკუთარი მაგალითების მოტანა, ამა თუ იმ უსიამოვნო სიტუაციიდან თავის დაღწევის ხერხებისა და საშუალებების გაზიარება და სხვ.
3) უბრალოდ ჭორაობა საყვარელ ადამიანებზე, რომლებმაც დაუმსახურებლად გვატკინეს გული, რა თქმა უნდა ანონიმურობის დაცვით, მერე სიტუაციების განხილვა, ამა თუ იმ შემთხვევაში ვინ ტყუოდა და "ვისმა აჯობა" და სხვ.
არ მოსულა:
1) ჭკუის სწავლება შემდეგი შინაარსის გამოსვლებით: "რა გემარტოსულებათ, ეგოისტები ხართ, ნამდვილი ტკივილი ცხოვრებაში არ გინახავთ, მხოლოდ თქვენს თავზე ფიქრობთ, კონცლაგერი გჭირდებათ, რა დროს მოკვდა სტალინი" და ა. შ. მსგავსი პოსტები დასჯადია არა ვორნით (თუმცა, ეს მოდერის საქმეა), არამედ მტკივნეულ მაზოლზე ხტუნაობით. გაფრთხილებთ, მამენტ მოცლილებიც ვართ და მოვახდენთ ფორუმზე თქვენი პოსტების ზოგად შესწავლას და დასკვნის გამოტანაც გვეხერხება.
2) ლანძღვა და უცენზურო სიტყვების ხმარება ერთმანეთის მიმართ - განსაკუთრებით.
შენიშვნა: თემა ღიაა და ნებისმიერ უზერს შეუძლია დაპოსტვა, თუ ეს პოსტები არ ეწინააღმდეგება ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებს
©Nnino
მოდერატორის შენიშვნა:
თემაში მოქმედებს ფორუმის და განყოფილების ზოგადი წესები,
ასევე ადგილობრივი წესები: აქ მკაცრად იკრძალება კლუბის წევრებთან აგდებული, ირონიული დამოკიდებულება, დაცინვა.