გარკვეული დრო გავიდა ,რაც ფორუმელთა ჯგუფმა ვცადეთ "ქართული კლუბის" შექმნა , მართალია აღნიშნულმა დიდი ინტერესი გამოიწვია , მაგრამ სამწუხაროდ სხვადასხვა მიზეზით საქმე გაჩერდა. არ დავიწყებ შეცდომების ახსნას . იყო და გამოცდილება მიღებულია. მთავარია
ჩემი აზრით ეს იყოს
საზოგადოებრივი ორგანიზაცია , რომელშიც გაერთიანდება ადამიანები , ვისაც ექნება დამოუკიდებელი მოქმედების უნარი, თუმცა პარტიული ნიშნით შეზღუდვა არ იარსებებს
არ იარსებებს არანაერი ტაბუ მნიშვნელოვან საკითხებზე., მოხდება ოპონირება ნებისმიერ სახელმწიფო სტრუქტურასთან თუ ზოგადად მოვლენასთან ,რასაც წევრთა უმრავლესობა მიზანშეწონილად ჩათვლის..
ზოგადად უმეტესობამ იცით"ქართული კლუბის" დეკლარირებული პრინციპები. ჯობია ჯერ ყველა პოტენციური წევრთა აზრი შეჯერდეს და შემდეგ ახლიდან მოხდეს როგორც პრინციპების დეკლარირება ,აგრეთვე სამუშაო გეგმის შედგენა,რეგისტრაცია, ახალი კოლეგია და ა.შ.....
ვიცი ,რომ ინტერესი არის ....ძალიან ბევრი კითხვა მომდიოდა და არა მარტო მე. იმედია ამჯერად შევძლებთ საქმის ბოლომდე მიყვანას და რომ არ მჯეროდეს მსურველთა პოტენციალის...ამას დაბეჯითებით არ ვიტყოდი.
თემები "ქართულ კლუბზე"
"ქართული კლუბი" * * *
დავაკოპირებ მაინც ძველ დეკლარაციას....თუმცა რათქმაუნდა კორექტირება საჭირო იქნება.
“ქართული კლუბი”
“ქართული კლუბის” დამფუძნებელი დეკლარაცია
საინიციატივო ჯგუფი ვაფუძნებთ ახალ ორგანიზაციას “ქართული კლუბი”, რომელშიც გაერთიანდებიან სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების მქონე, ერთ დროს სხვადასხვა ბანაკში მყოფი, უპარტიო, ან სრულიად არაპოლიტიკური ხალხი. მიგვაჩნია, რომ მთავარია, ვაკეთოთ საქმე, ჩვენი ენერგია საქართველოს მოვახმაროთ და ყველაფერი გამოვა! ამდენად მნიშვნელოვნად ჩავთვალეთ აქცენტი გაგვეკეთებინა სამოქალაქო ინიციატივის ისეთ ფორმაზე, როგორიცაა არასამთავრობო ორგანიზაცია.
ყოველგვარი გარე ფაქტორების ზემოქმედება, პანიკა, ნიჰილიზმი და უიმედობა აღმოფხვრილი უნდა იქნეს ჩვენი გონიერებითა და ქვეყნის სიყვარულით, უნდა გაძლიერდეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა და მოსახლეობის მოქალაქეობრივი შეგნება. მნიშვნელოვნად ვთვლით ასევე ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლების, სხვა ეროვნების მქონე საქართველოს პატრიოტთა მონაწილეობას ჩვენს გვერდით.
ორგანიზაცია ზეპარტიულია, მაგრამ არსებობს გარკვეული პრინციპები, რომელიც გვაერთიანებს:
ჩვენ ვგმობთ რადიკალიზმის, ექსტრემიზმის, უხამსობის გამოვლინენებს პოლიტიკურ და ყოფით ურთიერთობებში. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკოსს დაიცვან ელემენტარული ტაქტი და სახელმწიფოებრივი აზროვნება.
ვიწვევთ ყველა დაინტერესებულ ადამიანს , ვისაც სურს გუნდური საქმიანობა და სათანადო აქტიურობა.ეს გააფართოებს მოქმედებსა არეალს და წარმატების შესაძლებლობას.
ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი პრინციპები:
1) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში აქტიური მონაწილეობა, რაც გულისხმობს საქართველოში პოლიტიკური კულტურის ამაღლებისთვის სათანადო სამუშაოების წარმოებას, ქართული პოლიტიკური სპექტრის სწორი გზით ევოლუციის მაქსიმალურ ხელშეწყობას, პოლიტიკური ეთიკის ნორმების დანერგვას საზოგადოებაში და დემოკრატიული ღირებულებების პრიორიტეტს;
2) დემოკრატიული რეფორმების აუცილებლობიდან გამომდინარე საარჩევნო კორუფციის ნებისმიერი სახით გამოვლენის წინააღმდეგ სათანადო ღონისძიებები, საარჩევნო რეფორმის ხელშეწყობა;
3) საინფორმაციო ომის წარმოების სწორი პოლიტიკის შემოუშვება, ამასთან უშუალო მონაწილეობა საინფორმაციო ომის სხვადასხვა მიმართულებებზე;
4) პოლიტიკური მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა;
5) ქართული სამხედრო ძალების სამოქალაქო თანადგომა და სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობა;
6) ნატოში და ევროკავშირში საქართველოს გაერთიანების მხარდასაჭერი სამოაქალაქო ინიციატივები და პროექტები;
7) საქართველოში ჯანსაღი ბიზნეს-გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიზნესის განვითარების სტიმულირება;
8) პოლიტიკური და სხვა სახის უფლებათა დაცვა;
9) ანალიტიკური საქმიანობა,პროექტების ,პროგრამების მომზადება ორგანიზაციის წესდებიდან გამომდინარე პრიორიტეტების შესაბამისად;
This post has been edited by lasha_alo on 29 Sep 2009, 22:52