#15824546 · 4 Oct 2009, 12:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი, საღმრთო, საღმრთოდ გასაგონი, მსმენელთათვის დიდი მარგი, კვლა აქაცა ეამების, ვინცა ისმენს კაცი ვარგი; გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი.
ვითა ცხენსა შარა გრძელი და გამოსცდის დიდი რბევა, მობურთალსა - მოედანი, მართლად ცემა, მარჯვედ ქნევა, მართ აგრევე მელექსესა - ლექსთა გრძელთა თქმა და ხევა, რა მისჭირდეს საუბარი და დაუწყოს ლექსმან ლევა.
მაშინღა ნახეთ მელექსე და მისი მოშაირობა, რა ვეღარ მიჰხვდეს ქართულსა, დაუწყოს ლექსმან ძვირობა, არ შეამოკლოს ქართული, არა ქმნას სიტყვა-მცირობა, ხელ-მარჯვედ სცემდეს ჩოგანსა, იხმაროს დიდი გმირობა.
--------------------
May live Forever!
|