არანაირი ყურადღება არ გამახვილებულა ამაზე, არადა ჩვენთან ტარდებოდა კავკასიის თასი ცხენოსნობაში, რომელზეც ჩვენები, აზერები და სომხები გამოდიოდნენ. შეჯიბრის დასკვნით დღეს ჩვენმა მხედარმა, შალვა გაჩეჩილაძემ მოიგო კავკასიის თასი, და მოიპოვა კიდეც მსოფლიოს საკვალიფიკაციოზე გამოსვლის უფლება. ძალიან ცოტა ხალხი იყო მოსული იპოდრომზე, არადა მე მგონი ასე თუ ისე იმსახურებს ყურადღებას, უბრალოდ არსად არ ხდება ამისი პრომოუშენი. არადა საყურებლადაც მართლა მაგარია...
ნუ, ეს თემაც ინფორმაციულ ხასიათს ატარებს, რავიცი, ასე თუ ისე კარგი იქნებოდა ამისი პოპულარიზაციაც, მით უმეტეს დღეს თვითონ გამარჯვებულმაც თქვა, ხალხის დამსახურებააო მეტწილად ეს გამარჯვებაო, რომ გგულშემატკივრობენ ნამდვილად გემატება შემართებაო.
მოკლედ, მივულოცოთ ქართულ სპორტს ეს მცირე გამარჯვება და იმედი ვიქონიოთ მომავლის

)