იმედია კითხვა არ დაგეზარებათ და დამეხმარებით

მემგონი აქ უნდა გავხსნა ეს თემა,შეიძლება კითხვებში უნდა გამეხსნა,მაგრამ იქ 1 ოქტომბერს დასმული კითხვა ეხლაც უპასუხოდაა...
ე.ი რა ხდება...ტაო ბანკის საკრედიტო ბარათი მქონდა 2000 ლარიანი, სადღაც იანვარში მიზეზთა გამო შევწყვიტე გადახდა,სექტემბრისთვის მინიმალირი შესატანი შეადგენდა დაახლოებით 1200 ლარს,სექტემბრის ბოლოს კი შევიტანე ათასი დოლარის ექვივალენტი ლარებში,ნუ 1660 ლარი.
სანამ ფულს შევიტანდი,შევამოწმე ვიყავი თუ არა მოხვედრილი კრედიტ ინფოში,ნუ ამხელა გადაცილების შემდეგ როგორც წესი უნდა ვყოფილიყავი,მაგრამ გაგონილი მქონდა რომ ამ ბარათზე დიდი ხნის განმავლობაში არ შეყავხართ კრედიტ ინფოში და ესეც აღმოჩნდა,ამის შემდეგ კი გადავწყვიტე ფულის შეტანა და პატიოსნად გადახდის გაგრძელება
ცოტახნის წინ კი სახელფასო თიბისიში გადავიტანეთ,სტუდენტური სესხი დამჭირდა და უარი მომივიდა იმ მიზეზით რომ თურმე კრედიტ ინფოში ვყოფილვარ,ანუ ტაოში დავალიანების დაფარვის შემდეგ მოხდა ეს ყველაფერი
ვერ გავიგე, 8 თვე არ ვიხდიდი და არ ჩამსვეს და გადახდის მერე რატო ჩამსვეს იქნებ ვინმემ ამიხსნას???
შესაძლებელია თუ არა ამის გამოსწორება ჩემს სასარგებლოდ(ალბათ არა,მაგრამ რავიცი აბა)

ძალიან გთხოვთ უაზრო პოსტებისგან თავი შევიკავოთ,ისეთი ხალხი გამომეხმაუროს ვინც კომპეტენტურია ამ საკითხში

ხო და კიდევ ერთი,ეს ამბავი პირადად მე არ შემთხვევია,ჩემს ოჯახის წევრზეა საუბარი,უბრალოდ მარტივად რომ მელაპარაკა იმიტომ არ დავწერე მესამე პირში

იმედია ვორნები და რაღაცეები არ მომხვდება,თავში დავწერე რატომაც ვხსნი აქ