#15846872 · 5 Oct 2009, 23:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
13_ballack
QUOTE | შემიძლია ბუზი ვაქციო სპილოდ და ამაზე ვინერვიულო გაუთავებლად; |
ეს შეიძლება მეტყველებდეს იმაზე, რომ გიყვარს ხალხის ყურადღების მიპყრობა და ცენტრში ყოფნა. გინდა, რომ თანაგრძნობა აღმოგიჩინოს ვინმემ, მაგრამ შენ უარს ეტყვი. რაც მთავარია, შენსას ხომ მიაღწევ და ვიღაცის ყურადღება დაიმსახურე. ამის შემდეგ კი იმ ბუზსაც იოლად მოკლავ და სპილოც გაქრება.
QUOTE | . ძლიერი ემოციის დროს შენაგანი კანკალი მაქვს, სიხარულის დროსაც და რაიმე სხვა ემოციის დროსაც; |
ანუ შენი მგრძნობელობა მომატებულია და ადვილად აღგზნებადი ხარ. რაიმე დამამშვიდებელი უნდა დალიო ან ეცადე, დღეში 1 საათი დაუთმო შენ თავს ყურადღება. კერძოდ, სიწყნარეში, სიჩუმეში სადაც მხოლოდ შენ იქნები, გამართე შენ თავთან დიალოგები. ესაუბრე შენ თავს ყველაფერზე დაუფარავად. არაა აუცილებელი, აზრი დაალაგო, უბრალოდ ესაუბრე.
QUOTE | . 90%-ში ემოცია არ მეტქყობა; |
არ გეტყობა, თუ არ გინდა, შეგეტყოს? ანუ ზემოთა პუნქტი 10%-ს ეკუთვნის? მაშინ გასაგებია. ანუ პატარ-პატარა შემთხვევებზე ემოციას კლავ ან არ თვლი საჭიროდ გამოავლინო. ხოლო პატარ-პატარაზე ოდნავ მეტი ემოციაც კი შენში იწვევს ორმაგ ემოციას, იმიტომ რომ მიიღე რაღაც განსხვავებული. თუ არ იმჩნევ ემოციას, ესეც ერთგვარი კომპლექსია.
QUOTE | . ვარ უაზროდ კომპლექსიანი, ანუ რაც რისიც არ უნდა მცხვენოდეს იმის მცხვენია. |
ფეხსაცლმლის ტარება გრცხვენია? ერთი რამ მაინც თქვი, რაც გაკომპლექსებს და ვისაუბროთ.
--------------------
ერთმანეთს შემთხვევით არ ვირჩევთ. ჩვენ ვირჩევთ მხოლოდ მას, ვინც უკვე არსებობს ჩვენს ქვეცნობიერში! © ზიგმუდ ფროიდი
|