emily2
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 223
წევრი No.: 161803
რეგისტრ.: 16-February 13
|
#35829083 · 31 Mar 2013, 20:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დავწეროთ ყველაპერი რაც ვიცით ნატურალურ ბიოწარმოებაზე საკვებში და კოსმეტიკაში,ყველაპერში რასაც გამოვიყენებთ ყოველდღიურად.გავანდოთ ერთმანეთს საჭირო ინფორმაცია და გამოცდილება.დავიცვათ ჩვენი და ჩვენი შვილების ჯამრთელობა.ვმოვიძიოთ და გავანდოთ ერთმანეთს ჩვენი მოსაზრებები.. ამ პრობლემას შემთხვევით გადავაწყდი და ძალიან შევწუხდი რომ აქამდე არ ვიყავი ინფორმირებული.. წაიკითხეთ ეს სტატია და დაწერეთ თქვენი აზრი... მეც ძალიან ცოტა რამ ვიცი და იქნებ გამოჩნდეს ვინმე უფრო კომპეტენტური და გვირჩიოს რომელ ფირმას ვენდოთ და როგორ გავარჩიოთ ''კარგი'' -''ცუდისგან'' მავნე და საფრთხის შემცველი ნივთიერებები კოსმეტიკაში და საკვებ პროდუქტებში. ეს ინფორმაცია არ არის მოწოდება, რათა უარი ვთქვათ ცივილიზაციის რიგ მიღწევებზე. უბრალოდ იყავით ინფორმირებულები და უარი თქვით პროდუქტებზე, რომლებიც შეიცავს მავნე მომწამლავ ნივთიერებებს. როცა მე გავიგე, რამდენი მავნე და საფრთხის შემცველი პროდუქტი დევს ჩვენი მაღაზიების თაროებზე, სიმართლე გითხრათ, შიშმა შემიპყრო. ყველაზე საწყენი კი ის ფაქტია, რომ ზოგიერთი კომპონენტი არ გამოიყენება სხვა ქვეყნებში. ერთი და იგივე კომპანიები აწარმოებენ პროდუქციას ერთი შემადგენლობით ევროპის ქვეყნებისთვის და სულ სხვა შემადგენლობით ზოგიერთ ქვეყანაში საექსპორტოდ. რატომ იყენებენ მწარმოებლები მავნე ნივთიერებებს, როცა არსებობს უსაფრთხო ანალოგები? პირველი და უმთავრესი მიზეზი - ფასია. მავნე ნივთიერებები ბუნებრივ ანალოგებზე ბევრად უფრო იაფია. და თუ ეს ნოვთიერებები დაშვებულია ჩვენი კანონმდებლობით, ყველაზე „სერიოზული“ კომპანიებიც არ ერიდებიან მათ გამოყენებას ჩვენთვის განკუთვნილ პროდუქციაში. როდესმე მიგიქცევიათ ყურადღება იმისთვის, როგორი გავლენა აქვს რეკლამას პროდუქციის ხარისხზე და ფასზე? ბაზარზე ჩნდება ახალი პროდუქტი. არ აქვს მნიშვნელობა - რა იქნება ეს: შოკოლადი, ძეხვი, თუ კოსმეტიკა... თქვენ გაკმაყოფილებთ ხარისხი ფასთან მიმართებაში. შემდეგ კი, როცა პროდუქტი იწყებს სარეკლამო რგოლებში ტრიალს, ის ან ძვირდება ან უარესდება მისი ხარისხი, ხშირ შემთხვევაში კი - ორივე. უმეტეს წილად ფართოდ რეკლამირებული ცნობილი მსოფლიო ბრენდების პროდუქცია არც ისე ძვირია, მის თვითღირებულებას ემატება რეკლამის და კორპორაციის გაფართოებისთვის განკუთვნილი ხარჯები. თქვენ დაფიქრებულხართ, თუ რა ღირს ერთი წუთი რეკლამა რომელიმე ტელევიზიაში? ახლა კი დააკვირდით, რა სიხშირით მეორდება ამა თუ იმ პროდუქტის სარეკლამო რგოლი, იქნება ეს კბილის პასტა Colgate, ლაქების ამომყვანი Vanish, შამპუნი Fructis და სხვა. ახლა კი თავად იანგარიშეთ, რამდენი გადაიხადეთ თქვენ რეალურ პროდუქტში, შუამავლების მომსახურებაში, შეფუთვაში, ბრენდის ლეიბლში და რეკლამაში. სიმართლე კი ისაა, რომ მხოლოდ 2-3% შეადგენს თქვენს მიერ ნაყიდი პროდუქტის სუფთა წმინდა ღირებულებას. არ ენდოთ რეკლამას! ნუ ენდობით პროდუქტს, რადგან ის იყიდება პრესტიჟულ მაღაზიაში ან თუნდაც აფთიაქში. ყოველთვის წაიკითხეთ შემადგენლობა!!! განსაკუთრებით კი - საბავშვო კოსმეტიკურ საშუალებებზე!!! გაითვალისწინეთ, რომ სარეცხ-საწმენდი საშუალებების უვნებლობა არანაკლებ მნიშვნელოვანია!!! როგორ დაიცვათ თავი? ჩვენს ბაზარზე წარმოდგენილია ათეულობით კომპანიის პროდუქცია, რომლებიც არ იყენებენ მავნე ნივთიერებებს. პირობითად ეს კომპანიები შეგვიძლია დავყოთ ორ ჯგუფად: ბიომწარმოებლები - რომლებიც იყენებენ თავის პროდუქციაში მხოლოდ მცენარეულ ნატურალურ უვნებელ კომპონენტებს; ეკომწარმოებლები - რომლებიც ნაწილობრივ იყენებენ სინთეტიკურ ნივთიერებებს, მაგრამ ეს ნივთიერებები უვნებელია. ბიოწარმოება უკვე მაღალი ხარისხის გარანტიაა. ეკოწარმოების შემთხვევაში ხარისხის კონტროლი ევალება მომხმარებელს, რომელმაც უფრო ხშირად უნდა იკითხოს ეტიკეტები და დააკვირდეს შემადგენლობებს. როგორ მოვძებნოთ სანდო მწარმოებელი და პროდუქტი? 1. უპერველეს ყოვლისა, არ ვიყიდოთ ის, რასაც უწევენ ინტენსიურ რეკლამას ტელევიზიით ან/და სხვა საშუალებებით. ბრმად არ ვენდოთ „ბრენდებს“ და მსოფლიოში ცნობილ მწარმოებლებს. 2. დავიმახსოვროთ რამდენიმე მავნე ინგრედიენტი და ყოველთვის წავიკითხოთ შემადგენლობა!!! 3. პერიოდულად შევამოწმოთ ის პროდუქტებიც, რომლებსაც მივეჩვიეთ და დიდი ხანია ვენდობით. არაფერი არ უშლის ხელს მწარმოებელს შეცვალოს წარმოების ხაზი. 4. ხანდახან მოვიძიოთ ინფორმაცია ამ თემაზე, წავიკითხოთ განსხვავებული აზრები და გამოვიტანოთ საკუთარი დასკვნები. მავნე ნივთიერებების მიკლე სია: (გადაიწერეთ ეს სია ან დაიმახსოვრეთ და ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება. არავის მისცეთ თქვენი მოტყუების უფლება) 1. Sodium Lauryl Sulfate – SLS - სოდიუმ ლაურილ სულფატი (იგივე sodium dodecyl sulfate – SDS დოდეცილსულფატი) და Sodium Laureth Sulfate — SLES სოდიუმ ლორეტ სულფატი. შედის მასმარკეტის ფაქტიურად ყველა პროდუქტში!!! განსაკუთრებით მავნებელია ბავშვებისთვის!!! (გადავირიე, როცა ჩემი წლინახევრის შვილის ბუბჰენის შამპუნში აღმოვაჩინე) არცერთი მწარმოებელი არ ახსენებს ამ ინგრედიენტს და ამას აქვს სერიოზული მიზეზი. ეს იაფი სარეცხი საშუალება ფართოდ გამოიყენება კოსმეტიკურ საწმენდებში, შამპუნებში, შხაპის გელებში, კბილის პასტებში.... ეს ყველაზე საშიში ინგრედიენტია თმისა და კანის მოვლის საშუალებებში. მრეწველობაში SLS გამოიყენება ფარეხების იატაკის საწმენდად, ძრავების და მანქანების სარეცხად. ძალიან მაღალკოროზირებადი აგენტია და ნამდვილად შესანიშნავად შლის და აშორებს ცხიმს ზედაპირიდან. კოსმეტიკურ საშუალებებში გამოიყენება მდიდარი ქაფის წარმოქმნისთვის და შესქელებისთვის. მსოფლიოს სამეცნიერო-კვლევით უნივერსიტეტებში SLS ფართოდ გამოიყენება ცდებში კანის გაღიზიანების ტესტისთვის. ჯორჯიის სამედიცინო უნივერსიტეტის ბოლო კვლევებმა აჩვენეს, რომ SLS შეაღწევს თვალებში, ტვინში, გულში, ღვიძლში და რჩება იქ, გროვდება მაღალი კონცენტრაციით, ცვლის ქსოვილების ცილოვან სტრუქტურას, იწვევ კატარაქტას, აშრობს კანს, აჩენს ქერტლს, ახმობს თმის ფოლიკულს, აღწევს სისხლში და სხვა ნივთიერებეთან კონტაქტის დროს შედის რეაქციაში და წარმოქმნის კანცეროგენებს და ნიტრატებს - მომწამვლელ ნივთიერებებს. მაგრამ უნდა გავარჩიოთ სხვა უვნებელი სულფატებისგან, რომლებიც მოიპოვება მცენარეებისგან და არ წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის. 2. ალუმინი - аluminum, аluminum chlorohydrate. იწვევს საშვილოსნოსა და მკერდის კიბოს. 3. პარაბენები - methyl, propyl, butyl, ethyl parabens. იწვევს კიბოს და სხვადასხვა ალერგიულ რეაქციებს. 4. სინთეტიკური საღებავები, არომატიზატორები და კონსერვანტები. იწვევენ კიბოს, ჰიპერტონიას (მაღალ წნებას), კანის სხვადასხვა დაავადებებს, კუჭნაწლავის დაავადებებს, ქოლესტერინის მომატებას, ალერგიულ რეაქციებს. განსაკუთრებით მავნებლები, რომლებიც აკრძალულია ევროკავშირის ქვეყნებში: E121, E123, E128,E216, E217, Е239, E240, E142, E425.
დაიცავით თქვენი და თქვენი ახლობლების ჯანმრთელობა!!! აირჩიეთ ხარისხი და უვნებლობა!!! არავის მისცეთ თქვენი მოტყუების უფლება!!! გისურვებთ ჯანმრთელობას და ვიმედოვნებ, რომ ეს ინფორმაცია იყო სასარგებლო თქვენთვის!
|