ფრაზები რომლებიც საშვილიშვილოდ უნდა შეინახოს!!!!! ავტორი: narkozeli
კომენტარები დაურთო: xatatula-მ
1. საღებავი გეკადრება?
ემდეეფით უნდა გადაიხუროს საფლავი,აქეთ-იქიდან კავალის 2013 წლის კოლექციიდან სურათები,ზევიდან ლაგერფილდის მაცდური მზერა და გლამურულად მობრდღვიალე საფლავის ქვა.
სასწაულია
ციპო მოდი აქ,შენ ჩამითრიე
სიკვდილს მოანდომებ კაცს
აუ არადა რომ დაფიქრდე მაინც რა ცუდია სიკვდილი,მითუმეტეს ჩემნაირი ეჭვიანისთვის,მე რომ არ ვარ და სხვები რომ ისევ აგრძელებენ ტაშფანდურს
აუ რას დავიბოღმები
2.ჯერ ხო ისედაც არ მეხატებოდა გულზე ეს ზანგური და ეხლა ხო საერთოდ..ცალტვინობის ზეიმი
"ვისს ჩემეეე ვიისს?" აუუ მაგარაი ტიპია ძაან,ვგიჟდები ასეთ ცუნცულა ბიჭებზე,ერთ ხელს რომ შემოუქნევ და კუდამოძუებულები რომ გარბიან დედას გოწიი უთხარი რენტგენს მოერიდოს,ტვინის ჰემისფეროების მაგივრად მაინც დიდი დაჩრდილვის ზონა გამოჩნდება და ტყუილა არ დახარჯონ სარენტგენე მასალა და ფინანსები,მაგ ფასად ნუნუ ლაღიძის საბავშვო ლექსების კრებული მოუვა და ცოტას მაინც გაერთობა კაცი
3. აი რა მოჭრილი მორი ჩაგიდია საწოლში და რაღა მე.ვარ ასე კუნძივით
4. აბა გოგო მე რა ჯანდაბა მეტაკება ხოლმე ცუდ ხასიათზე რომ ვარ გინდ პოსტი წავიკითხო და თუ გინდა ჯინი ამომიხტეს ლეპტოპიდან,ვზივარ უჟმურად
5. დედა კი არა კრუხი ვიქნები მე ჩემი დაქალის გამო შემიძლია ვიღაცას თმები დავაწიწკნო და შვილის გამო ხომ გადავდგამ საერთოდ!
და საერთოდ,ცუდი დედა თუ ვიქნები თავს ჩამოვიხრჩობ ჭაღი არ მაქვს,შეკიდული ჭერი მაქვს((( მაგრამ უკვე მოფიქრებული მაქვს აივნის ლამპიონზე ჩამოვიხრჩობ
არ ვხუმრობ!
6. ბიჭებს კი აქვთ თვალები,მე არ მაქვს გული
7. ჩემი თმა მღერის აღნიშნა სოფია სემოინოვნამ, ხოლო გვანცამ მიუგო: ჩემიც მღერის მაგრამ ჯერ ჯასტინ ბიბერივით
8. მე პირიქით,ჩემს ხასიათში ჯდება ზუსტად,ასე მგონია ჩემი დაწერილია (ღრმერთო სიდან ამხელა ამბიციაი,სიიიდან? )(ეს მოპასანზეა საუბარი )
9. აბა ქეთუ დღეს რა გვაქვს სანერვიულო? არ მითხრა ეხლა რომ ყველაფერი მშვიდადაა,თორე გავგიჟდები!
10. რა მაცინებს ისე ქალი ვარ თუ მჭამელი ზაურა წესით ჩვენ უნდა ვიკენკებოდეთ და კაცები ჭამდნენ უკიდეგანოდ (კარგად ჩაპუტკუნდებიან სამგლე გოჭივით )
11. გოგონებმა გადაწყვიტეს რომ 8 მარტს ყვევილები ვაჩუქოთ ერთმანეთს, ხოლო გვანცას იდეა ასეთია: მე მიხაკები მომიტანეთ მკვდრებთან რომ მიაქვთ ის
12. ჩემთვის რამის შეყვარება ასე ადვილი გგონია შენ?
მე ვარ ქვა და რკინა! ხე და ჟეშტი!
გული არ მაქვს მეე ))
13. ამ შუა ღამე,თავმოყვარე ქალმა ტოლმა როგორ უნდა ჭამო თან ტკბილი ნამცხვრებიც დავაყოლე დესერტად
არადა თან ვფიქრობდი:გვანცა დაფიქრდი რას აკეთებ,აგერ ქეთუ მთელი დღეა 2 ვაშლზე და კივზეა და ხმას არ იღებს,შენ კიდე თუ არ ჩასკდი არ შეგიძლიათქო? მარა შენც არ მომიკვდე,ვერ გავაღვიძე ღრმად ჩაძინებული სინდისი
14. კაი დრო იყო ეეჰ ჩემო ანიკო
სულ მოსკოვები
მოსკოველები
დონეცკები
სულ კაები
სულ ჩვენები
40მანეთად
:საბჭოთაკავშირი დაგვიბრუნეთ ფარჩაკებო:
15. ათონთორებდი ამხელა მკლავებს გოგო?(ქეთუს)
16. მაგრამ სად მაქვს 2 საათი მზეზე წოლის ნებისყოფა :faceplam:
არადა ჩემი დიდი პაპა ცოტნე,კი გეცოდინებათ კაცი თაფლით თუ უთაფლოთ მთელი დღე მზეზე იყო ხოლმე მე ვის დავემსგავსე არ ვიცი
17. ჩემი კუჭის გზაც სიყვარულზე გადის
როცა ვჭამ გული სიყვარულით მევსება
18. ვითარც ვარსქენ პიტიახში ეძგერა გახურებული უსტამით შუშანიკს და დაუბუშტა
ვაქსენი ჩემთან შედარებით მშვიდია რას ამბობ (საჭმელზე უბნობს)
19. დაიცა ჯერ 2 გავაჩინოთ მერე შეიძლება 6მდე ახვიდე,4ზე გაჩერება არ შეიძლება (წასულების სადღეგრძელოს მსგავსად)
20. კარგად ვიშოპინგე მაგრამ რამდენიმე რაღაცაზე გული დამწყდა,მოვჟმოტე ფული მაგრამ მე ხო იცი რა ბოღმა ვარ ღამე არ დამეძინა იმაზე ფიქრით,რატო არ ვიყიდე ისინიცთქო
21. კი ვიმსახურებთ მე და შენ კაი გურჯისტანელ მკერდზემუჯლუგუნდამრტყმელ კაცებს!
ისე რა ვქნა,ნაზი ბიჭები იმდენად არ მომწონს რომ მირჩევნია მუშტებს უბრახუნებდეს როცა რაღაც არ მოსწონს (მეც მიყვარს ბრახუნი და ჰარმონიულად დავაბრახუნებდით ორ ხმაში

ესაა ჩემი რჩეულები
This post has been edited by narkozeli on 2 Mar 2013, 00:18