მოკლედ დღეს მანქანაში რადიო პალიტრა იყო ჩართული და ბატონი სოსო შატბერაშვილი იყო სტუმრად. ჰოდა ტრადიციულად საქართველო რომ იზოლაციაშია იმაზე საუბრობდა.
ჟურნალისტმა ჰკითხა - აბა კლინტონიო?
რაზაც ბატონმა სოსომ მიუგო:
- კლინტონმა სააკაშვილს სკამიც კი არ შესთავაზაო... და თუ შესთავაზა მაჩვენონ ერთი ფოტო მაინცო...
ამაზე ჟურნალისტმა გულუბრყვილოდ ჰკითხა - ამას ასეთ მნიშვნელობას რატომ ანიჭებთო?
- როგორო - გაუკვირდა ბატონ სოსოს - განა არ იცით, რომ ეს უმნიშვნელოვანესი დიპლომატიური შტრიხიაო?
აი მაგალითად ლონდონში ყოფნისას სააკაშვილს ინგლისის დედოფალმაც არ შესთავაზა სკამიო და ეს კი იმიტომ მოხდა რომ მის ჩასვლამდე შალვა ნათელაშვილმა დედოფალს და ინგლისის პრემიერს წერილი მისწერა და პატიმარ მოლაშვილის სურათი გაუგზავნაო.
ნუ ნათელაშვილს რომ დიდი ავტორიტეტი აქვს ინგლისში, მას შემდეგ რაც ირანელების მიერ დატყვევებული ინგლისელი მეზღვაურები დაიხსნა - ცნობილია.
ამის გამო მას გაერთიანებული სამეფოს ელჩის მადლობის წერილიცა აქვს მიღებული... მართალია როგორც გაირკვა წერილი თავად ნათელაშვილის მიერ იყო დაწერილი, მარა ხდება ხოლმე.
ჰოდა აბა ამ პარტიას 4% მეტი არ უნდა უჭერდეს მხარს?
სირცხვილია რა....
This post has been edited by Lord Vader on 23 Sep 2009, 23:11