#39029965 · 10 Dec 2013, 15:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით, მრავალჯერ ნახსენებ მაგრამ ნაკლებად განხილულ შრომითი ხელშეკრულების ვადის შესახებ მუხლს ვეძებდი შრომის კოდექსში; 6(12) მუხლის თანახმად:
12. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შრომითი ხელშეკრულების ვადაა 1 წელი ან მეტი, შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით იდება მხოლოდ მაშინ, როცა: (12.06.2013. N729)
ა) შესასრულებელია კონკრეტული მოცულობის სამუშაო; ბ) შესასრულებელია სეზონური სამუშაო; გ) სამუშაოს მოცულობა დროებით იზრდება; დ) ხდება შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება; ე) არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადება
ამ მუხლიდან გამომდინარეობს, რომ:
1. თუ შრომთი ხელშეკრულების ვადაა ერთი წელი ან მეტი, იგი მიიჩნევა განსაზღვრული ვადით გაფორმებულად. ასეთ შემთხვევაში არ არის აუცილებელი 12 მუხლით დადგენილი რომელიმე პირობის დაკმაყოფილება.
2. თუ შრომითი ხელშეკრულების ვადაა ერთ წელზე ნაკლები, იმისთვის, რათა ასეთი ხელშეკრულება მიჩნეულ იქნეს განსაზღვრული ვადით გაფორმებულად, საჭიროა დაკმაყოფილდეს რომელიმე შემდეგი პირობა:
ა) შესასრულებელია კონკრეტული მოცულობის სამუშაო; ბ) შესასრულებელია სეზონური სამუშაო; გ) სამუშაოს მოცულობა დროებით იზრდება; დ) ხდება შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება; ე) არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადებას.
3. იმ შემთხვევაში, თუ ერთ წელზე ნაკლები ვადით გაფორმებული ხელშეკრულება ვერ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ რომელიმე პირობას, მიიჩნევა, რომ ხელშეკრულება გაფორმებულია განუსაზღვრელი ვადით.
შედეგად:
თუ დამსაქმებელი მიიჩნევს, რომ ერთ წელზე ნაკლები ვადით გასაფორმებელი ხელშეკრულება ვერ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ რომელიმე პირობას, იმ მიზნით, რათა თავიდან აიცილოს ხელშეკრულების განუსაზრელი ვადით გაფორმება, დამსაქმებლისათვის ხელსაყრელია (და, ამავე დროს, იგი იძულებულია) გააფორმოს ხელშეკრულება მინიმუმ ერთი წლის ვადით.
საინტერესოა, რომ თავდაპირველი პროექტი არ ითვალისწინებდა დათქმას: "თუ შრომთი ხელშეკრულების ვადაა ერთი წელი ან მეტი". ამით, ყველა შრომით ხელშეკრულებას უნდა დაემკაყოფილებინა 1(2) მუხლის პირობები.
|