თებულოტური გეპატიჟებათ საღამოზე - “მთის საჩუქარი ბარს”2009 წლის 14 ოქტომბერს, მცხეთობას, კომპანია
თებულოტური გეპატიჟებათ საღამოზე - “მთის საჩუქარი ბარს”.
საღამოზე მთის სიმღერებს შეასრულებენ ხევსურეთიდან, ფშავიდან, მთიულეთიდან, თიანეთიდან, პანკისის ხეობიდან ჩამოსული მომღერლები.
კომპანია
თებულოტური და გერმანელი ხელოვანი იულიან რაბიუსის ორგანიზებით წელს მთის სიმღერების შემსრულებლებმა ხევსურეთის სოფელ მუცოში, ბუნებრივ აკუსტიკაში, ჩაიწერეს სიმღერები და გადაიღეს ფოტოები. მათი ალბომების პრეზენტაცია 2010 წელს 26 ივნისს ტრადიციულ “ხევსურულ საღამოზე" შედგება.
საღამო ეძღვნება მცხეთობის დღესასწაულს და მთის სეზონის დახურვას. ამ ღონისძიებით, მთისა და მთის კულტურის მოყვარულები მთას ზაფხულამდე ვემშვიდობებით.
საღამოზე აგრეთვე გაიმართება
თებულოტურის შემოდგომა-ზამთარი-გაზაფხულის ტურების პრეზენტაცია.
მისამართი: თბილისი, ვაჟა ფშაველას 76 ბ - ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი
დასაწყისი 18:00დასწრება თავისუფალია This post has been edited by vip_ on 7 Oct 2009, 13:49