OTO_777დავწერე მე უკვე ჩემი აზრი..
ახლა ცოტას გადავალაგებ და რამდენჯერმე წაიკითხე, იქნება ჯერ არ ხარ მთლად დაკარგული პოეზიისთვის და მიხვდე

გაიღვიძე, გესმის, დროზე გაიღვიძე,
შენთან მოვდივარ და ხომ უნდა დამხვდე ფხიზელი,
რამდენი გეძებე, რამდენი გეძახე, რამდენი ვიღვაწე,
ხმა არ გამეც და უშენობა მეტად ვეღარ შევიძელი,
რამდენი სათქმელი დაგროვდა, რომ იცოდე,
მგონი ათ წელსაც ვერ მოვათავო ლაპარაკი,
გაიღვიძე, კუბო მორთე, შენს გვერდით მომიწოდე,
ადგილი მანდ ორთავეს გვეყოფა.
ხომ იცი, განვერიდე ხალხსა და სოფელს,
მტორავენ ტრფობისა და კენტობის ვაებანი,
გაიღვიძე, გესმის, დროზე გაიღვიძე,
ნუთუ არ მოგენატრა ჩემთან პაემანი?
პს გაბრიელ ჯაბუშანურს ერთი ქალი უყვარდა, ჰოდა მოუკვდა შეყვარებული და იმას სწერს..
This post has been edited by maiko312 on 15 Oct 2009, 22:18