გულახდილად მინდა გითხრათ... ყოველთვის თავს ვარიდებდი მსჯელობას იმ თემებზე, რაც ეკლესიას ეხებოდა... მკრეხელობად მიმაჩნდა... შიშშსაც განვიცდიდი.
ეხლა სრულიად შემთხვევით წავაწყდი ბასილ კობახიძის ნაშრომებს, რამოდენიმე წავიკითხე.....მართალი გითხრათ კვლავაც შემეშინდა....
როგორ შეიძლება ესეთი ტონით, ჩასაფრებულის პოზიციით, ვერც კი ვპოულობ სიტყვებს.....
მოკლედ კომენტარის გარეშე .......
წაიკიოთხეთ, განსაჯეთ.....რასთან გვაქვს საქმე....???!!!გუშინ გაიხსნა ეს თემა- ,,თეა თუთბერიძესთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ"--ვასილ კობახიძის განცხადება
ბასილ კობახიზე თეა თუთბერიზეს იცავს...
აი წერილიც:
თეა თუთბერიძესთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ, ვასილ კობახიძის განცხადება
საქართველოში რელიგიურ–პატრიოტულმა ისტერიამ აპოგეას მიაღწია. ერი და ბერი ერთ მუშტად შეიკრა და ეს მუშტი თეა თუთბერიძეს უნდა მოხვდეს. კი მაგრამ რა მოხდა? ერთმა შტერმა გოგომ თავის ინტერნეტ გვერდზე განათავსა რაღაც სისულელე, რომელსაც ნორმალური ადამიანი ყურადღებასაც არ მიაქცევდა. მაგრამ სხვაგვარადაა გასაბრწყინებელ ივერიაშ, სადაც სახელმწიფო და ეკლესია ერთი ცნებაა. „ერისა და ქვეყნის საფუძვლები შეარყიეს! ქუდზე კაცი! სასწრაფოდ შედგეს საერთო– სახალხო ყროლობა! სიწმინდე შეგვიბილწეს!“. დაიწყო სრული შიზოფრენია. გუშინ პირველი არხის საინფორმაციო გადაცემამ პირდაპირ მოუწოდა თუთბერიძის ჩაქოლვისაკენ:საზოგადოების ყველა ფენა მის წინააღმდეგ არისო, ფიხიკური მუქარის წერილები მისდის, მაგრამ პოლიცია მას ვერ დაიცავს, რადგან აღშფოთებული პატრიოტების რიცხვი ყოველ წუთს იზრდებაო! პრეზიდენტი აცხადებს:“ ჩვენი აზრით, ეს არაეთიკური გამოხდომები, ნებსით თუ უნებლიეთ ემსახურება საზოგადოების გახლეჩვას…საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დიდი ღვაწლისა და დამსახურების მქონე მოღვაწეა და საზოგადოების, მათ შორის პრეზიდენტის მხრიდან დიდი მხარდაჭერით და პატივისცემით სარგებლობს. ჩვენ ყველა დემოკრატიულ პოლიტიკურ საშუალებას მივმართავთ, რათა დავიცვათ მისი რეპუტაცია და არავის მივცეთ თავისუფლების პრინციპების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა…” საინტერესოა რა დემოკრატიული პოლიტიკური ხერხებუ ინდა გამოიყენოს პრეზიდენტმა? ინტერნეტი აკრძალოს? რათა საქართველო საბოლოოდ მართლმადიდებლური ირანი გახდეს?
იმის მაგივრად რომ კათოლიკოს–პატრიარქს ეთქვა:“ ყურადღება არ მიაქციოთ ამ სისულელეს. თავი დაანებეთ იმ გოგოს, არ გაბედოთ მუქარა და მისი ლანძღვა. “ ერის სულიერი მამა“ კი აცხადებს:““ქრისტიანობა ქართული სახელმწიფოსთვის გამაერთიანებელ ძალას და იდეოლოგიურ საყრდენს წარმოადგენს და ამიტომ მას ებრძვიან. პატრიარქის და ეკლესიის წინააღმდეგ წარმოებული ინფორმაციული კამპანია მიზნად ისახავს ეკლესიისადმი უნდობლობის დანერგვას, რათა შემდეგ ადვილად მოშალონ ქართული სახელმწიფოს საფუძვლები, ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებები და საქართველოს მომავალი ქართული ტრადიციებისთვის უცხო და მიუღწეველ წესებზე დაამყარონ”.
და დაიწყო. ფარისევლურ–დაშქარული რუსუდან კერვალიშვილი, ნუგზარ წიკლაური, ელდარ კვერნაძე, გია თორთლაძე, ჯონდი ბაღათურია, ზვიად ძიძიგური, ეკა ბესელია, ირაკლი ალასანია..., მამულიშვილობის ორი ეტალონი გიორგი თარგამაძე და გიორგი ანდრიაძე, ქართული ინტელეგენციის დინოზავრები, პატრიოტი სტუდენტები, ორგანიზებული მათი თვითმმართველობების მიერ....
„ჯვარს აცუ ეგე, ჯვარს აცვით თეა თუთბერიძე, გაატყავე, დაჩეხე, აკუწე... შენი დედა... შენი გამზრდელი.. ჩვენ თუ ვერ გიპოვეთ, მაღალი ღმერთი დაგსჯის...უუუუ, ჩვენი უფალი შეგარჩენს მაგასა..“ გაჰყვირის დიდი თუ პატარა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა გოგონები.
მიმიფურთხებია ასეთი პრეზიდენტისათვის თავისი ადმინისტრაციით! მიმიფურთხებია ასეთი პატრიარქისა და ქართველი სამღვდელოებისათვის! მიმიფურთხებია ასეთი პარლამენტარებისა და ოპოზიციონერი პოლოტიკოსებისათვის! მიმიფურთხებია ქართული ინტელეგენციისათვის! მიმიფურთხებია პირველი არხისათვის! მიმიფურთხებია თავისუფლების ინსტიტუტის ქამელეონი წევრებისათვის! მიმიფურთხებია ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის ცინიკოსი და კარიერისტი „ინტელექტუალებისათვის“! მიმიფურთხებია ფუნდამენტალისტი და შოვინისტი სტუდენტებისათვის და აგრეთვე ნორმალური სტუდენტებისათვისაც, რადგან არასოდეს იღებენ ხმას! მიმიფურთხებია პირველი ნოემბრის „ლოცვითი მსვლელობის“ ფაშისტებისათვის! მიმიფურთხებია ამ ნაცისტი და კონფორმისტი საზოგადოებისათვის!
მივმართავ თეა თუთბერიძეს: თეა, მე დაგიცავთ ფიზიკური თავდასხმებისაგან. მე გაგაცილებთ სახლიდან სამსახურში და დაბრუნებისას და საერთოდ სადაც წახვალთ გამოგყვებით.
უფრო მეტიც ჩემს თავზე ავიღებ ყველაფერს: ხალხო! მამულიშვილნო! პრეზიდენტო! პატრიარქო! პოლიტიკოსებო! ინტელეგენციავ! ახალგაზრდობავ! თეა თუთბერიძე არაფერ შუაშია! მე გავავრცელე ეს ვიდეორგოლები! ჩემსკენ მომართეთ ლანძღვა და მუქარები! ჩემსკენ მომართეთ თქვენი ярость благородная!
მე ვარ სომეხი–ზანგი, ჩინელი–თურქი მესხი, იეღოველ–კათოლიკე და პიდარასტი–ლესბიანკა! მოდით ჩამქოლეთ, ამკუწეთ, ცეცხლში დამწვით! მოდით, მოასწარით, სანამ ქართლის დედის ძეგლი ამიფეთქებია!
ვასილ კობახიძე
22 ოქტომბერი, 2009
თეა თუთბერიძესთან დაკავშირებული პრობლემის შესახებწერილი, რომელიც მე ვნახე შემთხვევით:
საქართველოს ეკლესია უფსკრულისაკენ მიექანება !
ბასილ კობახიძე
მართლმადიდებელი ეკლესია იერარქიული ორგანიზაციაა. იერარქიის უმაღლესი რანგის წევრები არიან ეპისკოპოსები. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მართავს საეკლესიო კრება, რომლის წევრებიც ეპისკოპოსები არიან და რომელსაც კათოლიკოს-პატრიარქი თავმჯდომარეობს. ეპისკოპოსთა საეკლესიო კრებას აგრეთვე წმიდა სინოდი ეწოდება.
2000 წლის 14 დეკემბერს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ჩვილი ბავშვები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო გარდაიცვალნენ ნათლობის გარეშე, მიდიან პირდაპირ ჯოჯოხეთში სატანასთან. საეკლესიო კანონების მიხედვით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველი წევრი ვალდებულია ეს გადაწყვეტილება მიიღოს, როგორც სარწმუნოებრივი ჭეშმარიტება. უპირველეს ყოვლისა მინდა დავამშვიდო მკითხველი და განვაცხადო, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არის სრულიად აბსურდული და აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ქრისტიანული სარწმუნოების საფუძვლებს. ჩვილი ბავშვები არიან ნამდვილი ანგელოზები, ხოლო გარდაცვლილ ჩვილ ბავშვებს უფალი თავისი განგებით არიდებს ცხოვრების აბობოქრებულ ოკეანეს და მიჰყავს თავის სასუფეველში.
რატომ მიიღო საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა ასეთი საშინელი და არაქრისტიანული გადაწყვეტილება ? მრავალჯერ განვაცხადე საჯაროდ, რომ საქართველოს ეკლესიაში მოქმედებს ფანატიკოს ექსტრემისტთა მრავალრიცხოვანი ჯგუფი, რომელიც მუქარისა და ფსიქოლოგიური ტერორის საშუალებით ცდილობს მიაღწიოს თავის მიზნებს. სწორედ ამ ჯგუფის ზეწოლის შედეგად იქნა მიღებული 14 დეკემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული ჯგუფი იმუქრება, რომ მოაწყობს განხეთქილებას ეკლესიაში, დაიპყრობს ტაძრებსა და მონასტრებს თუ მათი შეხედულებები არ იქნებიან გაზიარებულნი. მათ უკვე სამჯერ აიძულეს წმიდა სინოდი მიეღო მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები. ჯერ საქართველოს ეკლესიამ დატოვა ყველა საერთაშორისო რელიგიური ორგანიზაცია, შემდეგ დაგმო სხვა ქრისტიანულ კონფესიებთან წარმოებული თეოლოგიური დიალოგები და გააკრიტიკა ფინეთის მართლმადიდებელი ეკლესია (ფინელებს რაღას ვერჩით ?). ფანატიკოსთა ეს ჯგუფი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ხატების გამოფენასთან და საქართველოში რომის პაპის ვიზიტთან დაკავშირებული რელიგიური ისტერიის მიზეზი.
უკვე წელიწადზე მეტია ეს უღმერთოები მოითხოვენ ნათლობის გარეშე გარდაცვლილი ჩვილების შესახებ ზემოთაღნიშნული გადაწყვეტილების მიღებას. მოთხოვნის შინაარსიდანაც ცხადია მათი გონების პათოლოგიური მდგომარეობა. მათ წინააღმდეგ გაილაშქრა ცნობილმა ღვთისმეტყველმა ედიშერ ჭელიძემ, რომელმაც არგუმენტირებულად წარმოაჩინა ამ მოთხოვნის აბსურდულობა. ახალგაზრდა ღვთისმეტყველთა ჯგუფმა გამოაქვეყნა სპეციალური ბროშურა, სადაც მოცემულია სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების, ათონელი ბერებისა და მართლმადიდებელ თეოლოგთა პოზიციები. ყველანი ერთხმად გმობენ ქართველ ფანატიკოსთა შეხედულებებს. მიუხედავად ამისა ისინი მაინც აგრძელებდნენ მუქარასა და პროვოკაციებს და ბოლოს, როგორც ვხედავთ მაინც მიაღწიეს მიზანს.
2
აუცილებლად მიმაჩნია დავასახელო საქართველოს ეკლესიის მტრები, რათა ქრისტიანებმა იცოდნენ და გაფრთხილდნენ : ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი, არქიმანდრიტი ლაზარე აბაშიძე, დეკანოზები : ზურაბ ანთაძე, ალექსანდრე ბოლქვაძე, დავით ისაკაძე, ბესარიონ მენაბდე, შიო მენაბდე, პეტრე ბარამიძე, მღვდელი ბასილ იაშაღაშვილი და სხვ. საგანგაშოა, რომ მათ მრევლი ჰყავთ, რომლის ფსიქიურ და ფიზიკურ ჯანმრთელობასაც ისინი აზიანებენ თავიანთი არაადამიანური სწავლებით.
აღსანიშნავია, რომ ჩვენმა კათოლიკოს – პატრიარქმა თავიდანვე დათმობის პოზიცია აირჩია, მაგრამ პირველი დათმობების შემდეგ ფანატიკოსთა მადა კიდევ უფრო გაიზარდა და მათ მოთხოვნებს ბოლო არ უჩანს. ძალიან მალე საქართელოს ეკლესია გადაიქცევა ჩაკეტილ, აგრესიულ სექტად და მისი ავტორიტეტი საერთოდ მოისპობა, როგორც ქართული საზოგადოების ასევე მსოფლიო ქრისტიანული საზოგადოების წინაშე. ჩვენმა კათოლიკოს – პატრიარქმა ვერ ნახა დასაყრდენი ეკლესიაში. ამის მიზეზი კი მისი დამღუპველი საკადრო პოლიტიკაა. მაგალითისათვის ვნახოთ წმიდა სინოდის შემადგენლობა, რომელიც 26 ეპისკოპოსისაგან შედგება. როგორ მოაწერეს ხელი მათ ასეთ გადაწყვეტილებას ? რას ფიქრობდნენ ? იყო მსჯელობა ? აცნობიერებენ ისინი რა არის ქრისტიანობა და საერთოდ რა ხდება გარშემო ? 3-4 ნორმალურო პიროვნების გამოკლებით, ქართველი ეპისკოპოსები არიან უკულტურო, გაუნათლებელი, ხეპრე, ამბიციური ან ფსიქიურად დაავადებული, პირმოთნე და სულით მონა პიროვნებები, ან ორივე ერთად. ყოველგვარი ღვთისმეტყველება შორსაა მათგან. მათი გონებრივი შესაძლებლობების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, უნდა ითქვას, რომ მათ აბსოლუტურად არ შეუძლიათ გააცნობიერონ თუ რა პასუხისმგებლობა აკისრიათ ღვთისა და ერის წინაშე. სწორედ ამიტომ შეიძლება მათი იძულება რაიმე გადაწყვეტილების მიღებისათვის. ეკლესია, რომლის წმიდა სინოდის იძულება შეიძლება, მალე დაიღუპება. სად იპოვა ჩვენმა კათოლიკოს – პატრიარქმა ეს ხალხი ? რატომ აკურთხა ისინი ეპისკოპოსებათ ? რისთვის მიანიჭა ერთი თვის წინ რამდენიმე ეპისკოპოსს (მათ შორის იობ აქიაშვილს) მიტროპოლიტის უმაღლესი საპატიო წოდება ? ჩვენ თვითონ სერიოზულად ვეპყრობით ეკლესიას ?
საუბედუროდ ქართველი სამღვდელოება არ არის ქართული ქრისტიანული კულტურის მემკვიდრე და გამამდიდრებელი. ქართველ მღვდელს საერთოდ ნაკლები კავშირი აქვს კულტურასთან. მაგალითისათვის ჩამოვიაროთ თბილისის ეკლესიები და ვნახოთ თუ ვინ მსახურობენ იქ სასულიერო პირებად. განა დასაჯერებელია, რომ ეს პიროვნებები ეძებდნენ ცხოვრების აზრს, შეძრწუნებულნი იყვნენ სამყაროს უსასრულობითა და ადამიანური ცხოვრების არარაობით, პასუხისათვის მიმართავდნენ პლატონს, შოპენჰაუერს თუ დოსტოევსკის, ბევრი ძიებისა და ტანჯვის შემდეგ იპოვეს ქრისტე და არა მარტო იპოვეს, არამედ მისი თავდადებული მსახურები გახდნენ ?
ქართველი სამღვდელოების უმეტეს ნაწილს საკუთარი საყოფაცხოვრებო პრობლემების მეტი არაფერი არ აინტერესებს. მოაზროვნე ნაწილი, რომელიც საკმაოდ მცირერიცხოვანია სრულიად დემორალიზირებული და დაქსაქსულია. სწორედ ასეთ მარაზმულ სიტუაციაში მრავლდებიან სხვა და სხვა სექტები და მოქმედებენ ეკლესიის მტრები, რომლებსაც სამწუხაროდ სასულიერო ხარისხები აქვთ. თუ ამგვარი
3
მდგომარეობა გაგრძელდა საქართველოს მოსახლეობას მთლიანად მოიცავს რელიგიური ინდიფერენტიზმი და მოხდება ჩვენი ქვეყნის დექრისტიანიზიცია.
მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებას ნათლობის გარეშე გარდაცვლილი ჩვილი ბავშვების შესახებ არავითარი კანონიკური ძალა არ გააჩნია, რადგან იგი გარეშე ზეწოლის შედეგად იქნა მიღებული. მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა არ უნდა მიიღონ და არ უნდა გაიზიარონ იგი. სირცხვილი იმ ეპისკოპოსებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ გადაწყვეტილებას !
საჭიროა ქართული ეკლესიის გადარჩენა. ამიტომ აუცილებელია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ შეცვალოს დათმობების პოლიტიკა და მძაფრი რეფორმების გზას დაადგეს. ზემოთჩამოთვლილი სასულიერო პირები უნდა განიკვეთონ ეკლესიიდან. უნდა მოხდეს ინტელექტუალური, პატრიოტი და თავდადებული ახალგაზრდების მოზიდვა ეკლესიაში, რათა ისინი მომავალში სასულიერო პირები გახდნენ.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დგას მხოლოდ უფლის განუზომელი მოწყალებით, თორემ ჩვენ, სასულიერო პირები, გამუდმებით ვანგრევთ და ვაზიანებთ მას. ღრმად მწამს, რომ ღმერთი არ მიატოვებს ჩვენს ეკლესიასა და სამშობლოს.
http://www.lib.ge/body_text.php?5238ბასილ კობახიძის ესსეები:
http://www.lib.ge/each_author.php?581 This post has been edited by G-111 on 23 Oct 2009, 17:12
"Не говори слепому, как прекрасен мир, глухому, как божественны звуки музыки, убогому, как красив человек - они тебя не поймут. Каждый видит мир таким, каким пропускает через себя".