რაღაც ამ ბოლო დროს დაჩი აღარ აქტიურობს და მასონებზე თემებიც შემოგვაკლდა, არადა ამბობენ სწორედ ეგენი მართავენ საქართველოს და მთელ მსოფლიოსო
ინტერვიუ გერნოტ რიბენშტაინი, გერმანიის თავისუფალ მასონთა დიდი ლოჟის მაისტერთან
სტრუქტურა და წევრებიგერნოტ რიბენშტაინის თავისუფალ მასონურ ლოჟას ჰამბურგში უდევს ბინა, ის ეგრეთ წოდებული იოანე მახარობლის ლოჟაა, “სამ ვარდთან”, - ასე ჰქვია მას, - და შედის თავისუფალ მასონთა ორდენში. ის, სხვა ადგილობრივ ლოჟებთან ერთად, გერმანიის დიდ ლოჟაშია გაერთიანებული. ეს კი გერმანიის უძველესი მოქმედი ლოჟაა, რომელიც 1770 წლიდან არსებობს ბერლინში. ეს ლოჟა მსოფლიოს სხვა ლოჟებისგან იმით განსხვავდება, რომ მისი წევრობის მსურველი უნდა აღიარებდეს იესო ქრისტეს მოძღვრებას, როგორც ეს ახალ აღთქმაშია მოწოდებული, ანუ იქ მხოლოდ ქრისტიანებს იღებენ. რიბენშტაინი ჯერ სტრუქტურაზე ლაპარაკობს:
“ლოჟა აღიარებულია, როცა ის წევრია რიგითი დიდი ლოჟისა, რომლის აღიარება ხდება ინგლისის დიდი გაერთიანებული ლოჟების მიერ. თუკი ინგილისი არაა თანახმა, შესაბამისი ქვეყნის დიდ ლოჟას არ აქვს ეს რიგითობა. ინგლისის დიდი ლოჟის მიერ აღიარებას განსაზღვრავს ზოგიერთი წინაპირობის შესრულება, რომლებიც 1723 წელს ჩამოაყალიბა პრესვიტერმა ანდერსენმა. მათ შორისაა ისიც, რომ ლოჟის საკურთხეველზე ბიბლია უნდა იდოს. ბიბლია, ანუ ღვთის სიტყვა, თავისუფალ მასონთა “დიდი სინათლეა”. და თუკი არ დევს ბიბლია საკურთხეველზე ლოჟაში, მას არ აღიარებენ.”
თანამოსაუბრემ გვითხრა და ეს სიხარულით აღნიშნა, რომ
მასონთა ამ ორდენს ლოჟები აქვს ასევე ბულგარეთსა და რუმინეთში, ასევე ლატვიაში.
((კი მაგრამ სორე საქართველო??? თუ ესეც ნატოა ბლიად?! )) რიბენშტაინი ამბობს, რომ თუკი ადამიანი თავს ქრისტიანად თვლის, ჯობს ქრისტიანულ ლოჟაში შევიდეს. უძველესი დოკუმენტი, რომელშიც ლაპარაკია თავისუფალ გაერთიანებულ კალატოზებზე, 1076 წლით თარიღდება, ანუ თითქმის ათასი წლისაა.”
“ესენი იყვნენ თავისუფალი კალატოზები, რომლებიც მთელ ევროპაში მოგზაურობდნენ, რათა ტაძრები ეშენებინათ. სხვა კალატოზები თავიანთ ქალაქებში რჩებოდნენ. თავისუფალი კალატოზები მოგზაურობდნენ და აშენებდნენ საფრანგეთში შარტრსა და ესპანეთში ბურგოსის ტაძრებს. ამასთან, მათ ჰქონდათ საკუთარი სამართალი, კანონები, რომლებიც იმპერატორმა ფრიდრიხ მეორემ მიანიჭა. მათ ვერავინ გაასამართლებდა, საკუთარი მოსამართლეები ჰყავდათ, თვითონ მასონები.”
ცხადია, ახლა ასე აღარაა.როგორც არაერთ სხვა საკითხში, მასონები ემორჩილებიან იმ ქვეყნის კანონს, სადაც ცხოვრობენ. ლოჟები ისევეა რეგისტრირებული, როგორც სხვა ნებისმიერი გაერთიანება.
მასონები და ტოტალიტარიზმიმასონობა სძულთ ხოლმე, ამბობს ჩვენი თანამოსაუბრე, ისეთ ქვეყნებში, სადაც არაა თავისუფლება. ასეა ფუნდამენტალისტურ ქვეყნებში, ისლამისტურ სახელმწიფოებში, ასე იყო ნაციზმის დროს, ასე იყო ფრანკოს ესპანეთში და ასე იყო საბჭოთა კავშირში, რადგან მასონები ვალდებულად არ თვლიან თავს ისე იფიქრონ, როგორც მთავრობას სურს.
მასონები, ღვინო და სუფრა“ყველა დიდ ლოჟას თავისი რიტუალი აქვს და, შესაბამისად, “სუფრის ლოჟის” წარმართვის განსხვავებული წესი. მაგალითად, ისმება სამშობლოს სადღეგრძელო, გროსმაისტერის სადღეგრძელო, ასევე ძმებისა, რომლებიც გვსტუმრობენ სხვა ქვეყნებიდან თუ ლოჟებიდან. ასევე ვსვამთ ქალების სადღეგრძელოს, რადგან ჩვენი ცოლები გვიყვარს.
როცა მასონები სადღეგრძელოს ამბობენ, ბევრს არ ლაპარაკობენ - ასე, ათამდე წინადადებას იტყვიან.”
მე გერნოტ რიბენშტაინს ავუხსენი, რომ საქართველოშიც ასე სვამენ სადღეგრძელოებს და თამადასაც ვირჩევთ-მეთქი. თამადა მასონებსაც ჰყავთ სუფრაზე:
“არსებობს ტაფელმაისტერი, რომელიც კერძებზე ზრუნავს, არკვევს, რა გვსურს მივირთვათ. მაგრამ არის ცერემონიალმაისტერი, რომელიც სუფრის რიტუალის მიმდინარეობას განსაზღვრავს. და არის კიდევ ერთი, ორატორი, რომელიც განაგებს სადღეგრძელოების სფეროს. ის, თავიდან, სუფრის წევრ ძმებს შორის ამოირჩევს, ვინ რომელ სადღეგრძელოს წარმოთქვამს და ისინიც ამას აკეთებენ შემდგომ. მთქმელები ყოველ ჯერზე იცვლებიან.”
სიმბოლიკათუ კარგად დაუკვირდებით მის ხელებს, როცა თავისუფალ კალატოზთა, მახასიათებელი უმწიკვლობის ნიშანი, თეთრი ხელთათმანები, არ აცვია, დაინახავთ ოქროს ბეჭედს, რომელზეც ორდენის ორი წითელი ჯვარია დატანილი. ეს ჯვრები იმავე ფორმისა და ფერისაა, საქართველოს ახლანდელ დროშაზე რომ არის გამოსახული.
http://www.tavisupleba.org/content/article/1847376.html