რუსი ოკუპანტები აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის ინტენსიურ დანაღმვას იწყებენ
აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის ინტენსიურ დანაღმვას იწყებენ. ამის შესახებ აფხაზეთის მედია-ცენტრი იუწყება.
მედია-ცენტრის ინფორმაციით, შესაბამისი ინფორმაცია ოკუპანტებმა გალის რაიონში ბროშურების სახით გაავრცელეს.
თაგილონისა და ოტობაიას ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს ოკუპენტებმა დღეს დილით ის ტერიტორია ააფეთქეს, სადაც დაბალი ზონის რამდენიმე სოფლის ავტობუსები შემოვლითი გზით ზუგდიდისკენ გადასვლას ახერხებდნენ. უკვე ჩამორთმეული ავტობუსები კი გალში გადაიყვანეს.
პარალელურად, ფიჩორში, გაგიდასა და ოტობაიაში შესულია სამშნებელო მასალებით დატვირთული 100-ზე მეტი მანქანა, რომელიც ბაზებისა და სასაზღვრო პუნქტების მშენებლობისთვის არის გათვალისწინებული. ამავე დროს, ადგილზე მობილიზებულია დამატებით 50-მდე სპეცჯგუფი.
რა უნდა თქვა ეხლა ამაზე
რუსები საზღვარს ნაღმავენ, ჩვენ კი არაფერი შეგვიზლია, ვართ დასაჭურისებულები , რა გინდა რომ ქნა , სადამდე მიდის ამათი ღორობა, რა უნდა ვქნათ, რაააა