ინვესტორი საერთაშორისო არბიტრაჟში ვეღარ იჩივლებს!
ხელშეწყობის ხმამაღალ დაპირებებს წინ უხმაუროდ შეზღუდვა უსწრებდა
http://www.kvirispalitra.ge/economic/1065-...-ichivlebs.html============================
რამდენიმე ამონარიდი აღნიშნული სტატიიდან :
""თავისუფლების აქტის"პრეზენტაციამდე ცოტა ხნით ადრე ძალაში შევიდა ცვლილებები კანონში "საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ". კანონის მე-16 მუხლი უცხოელ ინვესტორსა და სახელმწიფო ორგანოს შორის წარმოქმნილი დავის გადაწყვეტის წესს ეხება. 2009 წლის 17 ივლისამდე მეორე პუნქტში ეწერა, რომ დავის შემთხვევაში მხარეებს ორი ალტერნატიული გზა ჰქონდათ: დავას ან საქართველოს სასამართლოში განიხილავდნენ, ან საინვესტიციო დავის საერთაშორისო ცენტრში (International Center for the recolutien of Investment Disputes). თუ ინვესტორი ამ უკანასკნელში წასვლას არ მოისურვებდა, საშუალება ჰქონდა, ნებისმიერ საერთაშორისო არბიტრაჟში ეჩივლა. კანონის ეს მუხლი შევარდნაძის დროს, 1996 წელს მიიღეს. სამი თვის წინ კანონში ცვლილება შეიტანეს და ის გამოქვეყნებისთანავე, 10 აგვისტოს ამოქმედდა. ინვესტორს არჩევანი აღარ აქვს " სახელმწიფო ორგანოსთან დავის შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტის წესზე მხარეები ვერ შეთანხმდებიან, დავა საქართველოს სასამართლოში უნდა გადაწყდეს. საერთაშორისო არბიტრაჟში წასვლის უფლება ინვესტორს არ ექნება."
"იმავდროულად, კანონიდან მთლიანად ამოღებულია მე-15 მუხლი, რომელიც კანონმდებლობის შეცვლის შემთხვევისთვის ინვესტორისთვის გარანტიებს აწესებდა " აღნიშნულ მუხლში ცვლილებები, მისი ძალაში შესვლიდან 10 წლის განმავლობაში, ადრე განხორციელებულ ინვესტიციებზე არ ვრცელდებოდა. ამავე მუხლის მეორე პუნქტში კი ეწერა, რომ კანონმდებლობის შემდგომ შეცვლას მე-16 მუხლი არ დაექვემდებარებოდა. ახალ კანონში ინვესტორები ვეღარც ამ ჩანაწერს იპოვიან.
იურისტები ამ ცვლილებას კატასტროფულს უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ ამის შესახებ ინვესტორებმა რომ იცოდნენ, საქართველოში ბიზნესშანსებს კიდევ უფრო გულდასმით აწონ-დაწონიდნენ. ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ ამ ცვლილებით მთავრობას სურს, ბიუჯეტის თანხები გადაარჩინოს, რისი გადახდაც საერთაშორისო სასამართლოებში წაგებული საქმეების სანაცვლოდ უწევს."
=====================================================
"მიშისტთან კამათი, იგივეა რაც ინდაურთან ჭადრაკის თამაში: შეიძლება მსოფლიოში უძლიერესი მოთამაშე იყო, მაგრამ ის წააქცევს ყველა ფიგურას, მოჯვავს დაფაზე და ამაყად გაიჭიმება"
მიშას ხმა ისმის მთელ რუსთაველზე და ათობით ათასი ადამიანი მის სახელს სკანდირებს (c) დიდგორა