მე ტეგეტაში ვიყიდე რაღაც კრემივით სითხეა,
გამოყენების წესები:
1) გარეცხავ დასამუშავებელ ადგილს, შემდეგ გააშრობ
2) სპეციალური "პოლირების ნაჭრით" (რომელიც ასევე ვიყიდე) ზედაპირზე უსმევ ამ სითხეს და ვაცდი რამდენიმე წუთს
3) ნაჭრით პოლირებას ვუკეთებ - ეს ყველაზე საზიზღარი ეტაპია ბევრ ენერგიას მოითხოვს

რაც უფრო ღრმა არის ნაკაწრი მით უფრო ბევრი უნდა პოლირება.
4) ვწმინდავთ ზედაპირს მშრალი და სუფთა ნაჭრით
ის საშუალება რაც მე მქონდა გამშრალების მერე ისე მაგრად მალავდა ნაკაწრებს რო გეგონებოდა ახალი შეღებილი, მაგრამ საქმე იმაშია რო შემდეგი გარეცხვის მერე ნაკაწრები ისევ ჩანს, მაგრამ უფრო ანარეკლივით ხდება, მე რისი გაქრობაც მოვახერხე - საშუალო სიღრმის ნაკაწრები - ორ სამ პოლირების შედეგად.
ყველა ნაკაწრი რისი მოშორებაც შეიძლება უნდა იყოს მხოლოდ ლაკის ნაკაწრი, ანუ საღებავამდე თუა ჩასული - ეგ არ ვიცი როგორ შორდება ...
მიყვანით იმიტომ არ მივიყვანე (თორე ნაღდად ჟობია ამდენ წვალებას) რომ მითხრეს რო ლაკი თხელდება პოლირებისას და არ მირჩევენ ხშირად მთლიანი პოლირების გაკეტთებას