georgeskaრა თქმა უნდა........ შევთანხმდით................
თან თუ ამასაც გავითვალისწინებთ:
ირაკლი ოქრუაშვილი ნინო ბურჯანაძის მოწოდებას უერთდება
09 / 10, 2009 18:59
”მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” თავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილი ნინო ბურჯანაძის მოწოდებას, დემოკრატიული ფრონტის შექმნასთან დაკავშირებით, უერთდება.
ირაკლი ოქრუაშვილის განცხადება ~ინტერპრესნიუსს~ ~მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის~ პრესსამსახურმა მიაწოდა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული მოძრაობა უნდა გახდეს სააკაშვილის რეჟიმის დასასრულის მომტანი და მისდამი ვერდიქტის გამომტანი, რაც ქვეყანას „არსებული უმძიმესი კრიზისიდან“ გამოიყვანს. ირაკლი ოქრუაშვილი ამავე განცხადებაში ტალიავინის მისიის დასკვნასთან დაკავშირებით პირველ შეფასებას აკეთებს.
~ტალიავინის დასკვნა საკმაოდ რთულ და სამწუხარო რეალობას ხატავს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს შემდგომი განვითარების, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივის და მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებებისათვის თავისი სახელის დარქმევის თვალსაზრისით. ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის, ზემოაღნიშნული დასკვნის გარეშეც, გასული წლის ავანტიურის და მისი სამარცხვინო შედეგების შემდეგ ცხადი იყო, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჩაიდინა დანაშაული საკუთარი ერისა და ქვეყნის წინაშე, რასაც ყოველმხრივ ტრაგიკული შედეგები მოჰყვა~,-ნათქვამია განცხადებაში.
ირაკლი ოქრუაშვილი მიიჩნევს, რომ გასული წლის ომის შედეგად ქვეყანა უფრო მეტად დაშორდა ტერიტორიული პრობლემების მოგვარების პერსპექტივას, როგორც მისი სირთულის, ასევე დროის თვალსაზრისით. ~ზემოაღნიშნული დასკვნის პათოსი, რაც არაპირდაპირ საერთაშორისო თანამეგობრობის საქართველოსადმი გამოტანილ ვერდიტს და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხში სამუდამო სახელმძღვანელოს წარმოადგენს, ცალსახად უსვამს ხაზს, რომ საქართველომ დაარღვია საერთაშორისო სამართალი. ნებისმიერი სამართლის დარღვევას პირდაპირ დანაშაულის ჩადენა ჰქვია~,-აცხადებს ოქრუაშვილი.
მისივე შეფასებით, პრეზიდენტი სააკაშვილი იმსახურებს გასამართლებას ქართველი ერის მიერ და ეს მხოლოდ დროის საკითხია. ~აღნიშნულით თავიდან ავაცილებთ როგორც მას, ასევე ქვეყანას, საკითხის საერთაშორისო მართლმსაჯულების მიერ განხილვას, რაც ქვეყნისთვის კიდევ ერთი დიდი დარტყმის ტოლფასი იქნებოდა. ჩვენი ქვეყნისთვის სამწუხაროდ, ასეთ ტენდენციაზე ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბოლოდროინდელი განცხადება, ე.წ. ტალიავინის კომისიის დასკვნაზე კომენტირებისას მიუთითებს, რომელიც ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ “ყველა მხარემ უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება, ხოლო ისინი, ვინც ადამიანის უფლებები დაარღვიეს, გასამართლდებიან”,-ნათქვამია განცხადებაში.
ოქრუაშვილს მიაჩნია, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოველდღიური ყოფნა უმძიმესი შედეგების მატარებელია როგორც საკუთარი ხალხის, ასევე ქვეყნისთვის. ~მისი უგუნური საგარეო და საშინაო პოლიტიკის შედეგებს საბოლოოდ ქვეყნის ცივილიზებული სამყაროსგან იზოლაციამდე მივყავართ, რაც პირდაპირ რუსეთის ინტერესებს ემსახურება. ამ უმძიმესი პერსპექტივის დასაძლევად საჭიროა მოხდეს სრული კონსოლიდაცია მხოლოდ იმ ძალებისა, რომელთაც ქვეყნის გადარჩენის და განვითარების რეჟიმში მისი დაბრუნების ეთადერთ გამოსავლად სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმისგან ქვეყნის გათავისუფლება მიაჩნიათ, ხოლო მასთან მოლაპარაკება და კომპრომისები ასევე დანაშაულის ტოლფასად~,-ნათქვამია ოქრუაშვილის განცხადებაში.
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1