#16348418 · 7 Nov 2009, 05:35 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
likalika1889
კანდიდი არა კანდიდა..
QUOTE | კიდევ, ეცადე, უსაფუარო პური ჭამო და ანტიბიოტიკები არ მიიღო |
საჭმლის საფუარა არანაირ კავშირში არ არის კანდიდასთან, ამიტომ უსაფუარო პურის მიღება არაფერს ნიშნავს. საფუარა სოკოები არის სოკოების ერთერთი კლასი, რომელშიც შედის კანდიდა და ბევრი სხვა სოკოებიც.
საყლაპავის კანდიდიაზი ძირითადად იმუნოდეფიციტური მდგომარეობების (რადიაციული ან ქიმიოთერაპია, სისხლის დაავადებები, აივ ინფექცია/შიდსი) დროს ვლინდება, ან როგორც აღნიშნეს, ანტიბიოტიკების მიღების შედეგად, ასევე ალკოჰოლიზმიც. კანდიდიაზი საკმაოდ ადვილად არის სამართავი, უბრალოდ მკურნალობაზე უფრო მნიშვნელოვანი მომენტი არის ის რომ აუცილებლად უნდა იქნას ავადმყოფი გამოკვლეული იმუნოდეფიციტურ მდგომარეობებზე და მისი არსებობის შემთხვევაში დადგინდეს კონკრეტული მიზეზი/დიაგნოზი, რომელსაც შეიძლება თან ახლავდეს კანდიდიაზი მეორადად..
--------------------
Be yourself, everyone else is taken.. Who let the dogs out???
|