დასრულდა მუშაობა ქართული ონლაინ სფელჩექის აპლიკაციისა და ბაზის „ბეტა“ ვერსიაზე. სიტყვაფორმების ბაზა ამჟამად შევსებულია 50-60%-ით...
სფელჩექი ეფუძნება სიტყვაფორმების ლექსიკონს - მონაცემთა ბაზას და ამდენად მისი სიზუსტე პირდაპირ დაკავშირებულია მხოლოდ ამ ბაზის სისრულესთან.
აპლიკაციის დემო:
http://bpg.sytes.net/iSpell/default.aspასეთი მიდგომის
დადებითი მხარეებია - სიაფე, ლექსიკონის მუდმივი სრულყოფა-განახლების შესაძლებლობა, ალგორითმის სიმარტივე, საკუთრივ აპლიკაციის სრულყოფის სიმარტივე, ლექსიკონის შევსება-სრულყოფაზე მრავალი ადამიანის ერთდროული-კოლექტიური მუშაობის შესაძლებლობა...
სიტყვაფორმების ლექსიკონს გააჩნია თავისთავადი ფასეულობაც - ფილოლოგიისათვის, ლინგვისტიკისათვის...
სპელჩექერი ონლაინ ქართული ვების ლექსიკონის ნაწილია:
http://bpg.sytes.net/lex/LangUtils/default.asp* * *
სისტემური მოთხოვნილებები:
IIS, ASP, MS Access
აპლიკაციის შემადგენლობა:
* default.asp (საწყისი ფორმა)
* spell_check.asp (მართლწერის შემოწმება)
* check_variations.asp (შეცდომიანი სიტყვების ალტერნეტივების ნახვა - popup)* iSpell.mdb (სიტყვაფორმების ბაზა)
* inc_settings.asp (ბაზასთან დაკავშირების მონაცემები)
* footer.asp
* header.asp
* style.css
* * *
აპლიკაციის გადატვირთვა (მონაცემთა ბაზიანად):
http://bpg.sytes.net/files/lex/iSpell.rar 6,5 MB
* * *
ინსტალაციის, გამოყენებისა და განვითარების საკითხებზე აქვე გაეცემა პასუხები...* * *
This post has been edited by ბპგ on 22 Nov 2006, 15:06