giorgi75
Crazy Member

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1143
წევრი No.: 13326
რეგისტრ.: 4-October 05
|
#16041474 · 19 Oct 2009, 10:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE | ნება მომეცით აგიხსნათ, რატომ ვარ ასეთი დარწმუნებული ჩვენს მომავალში.
მთავარი, რატომაც მე ამაში ასეთი დარწმუნებული ვარ არის ის, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა აფხაზი ხალხის სამართლიანობისკენ, თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ მისწრაფებაზეა დაფუძნებული. მე მჯერა იმის, რაც მარტინ ლუთერ კინგმა თავის ცნობილ გამოსვლაში განაცხადა - ”ისტორიის თაღი გრძელია, მაგრამ ის სამართლიანობისკენ იხრება.”
ეწინააღმდეგებიან რა ჩვენს გულწრფელ მისწრაფებას თავისუფლებისკენ, საქართველოს ლიდერები ფორმალურად იურიდიული პრეტენზიით გამოდიან, როდესაც ”ტერიტორიული მთლიანობაზე” განცხადებას აკეთებენ. მათი მიდრეკილებები დიდწილად რადიკალურ ნაციონალიზმს და იძულებითი ქორწინების იდეას ეფუძნება, რაც 1931 წელს აფხაზებს თავს მოახვია სტალინმა.
მეორე, ომისა და ბლოკადის მიუხედავად, უკვე 16 წლის განმავლობაში ჩვენ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ვარსებობთ. ეს უდიდესი მიღწევაა, რასაც საქართველოს დასავლელი მეგობრები ჯიუტად არ იმჩნევენ.
მესამე, ჩვენ, როგორც ერს მნიშვნელოვანი პოტენციალი გვაქვს, გაგვაჩნია რა ძლიერი ეთნიკური თვითმყოფადობა და სოლიდური ეკონომიკური შესაძლებლობები. აფხაზეთის მსუბუქი კლიმატი და შავი ზღვის სანაპიროზე კარგი გეოგრაფიული მდებარეობა, მას ტურიზმისთვის მიმზიდველ ადგილად და ევროპასა და აზიას შორის სავაჭრო გზაჯვარედინად აქცევს. ჩვენ მოუთმენლად ველით იმ დროს, როდესაც ქალაქ სოჭში ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ათასობით სტუმრის მიღებას შევძლებთ, რომელიც ჩვენგან ჩრდილოეთით, 30 კილომეტრში მდებარეობს.
მეოთხე, ჩვენი ხალხი კვლავ იღიმება. ისინი სამხედრო ფორმებში აღარ დადიან და საკუთარ იარაღს რეგულარულად აღარ წმენდენ. მათ სამგლოვიარო ტანისამოსი აღარ აცვიათ, საკუთარი თავისა და საკუთარი ოჯახების მომავლის სჯერათ.
და ბოლოს, ჩვენ საკუთარი თავის რწმენა გაგვიჩნდა, რადგან უიმედობა დასრულდა. ჩვენ იმდენ ხანს მოვიცდით, რამდენიც საჭიროა, ვიდრე მსოფლიო გონს მოვა.
ისტორია გვასწავლის, რომ ისინი ვინც დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას ეწინააღმდეგებიან, მას კონონიერად არასდროს მიიჩნევენ. ეს სიმართლეა აშშ-ს დამოუკიდებლობისთვის ომთან დაკავშირებით და ეს სიმართლეა, დღევანდელ აფხაზეთთან დაკავშირებითაც. ვიდრე ჩვენ ჩვენს დემოკრატიას და ეკონომიკას ვქმნით, შეერთებული შტატები და ევროპა ჩვენთან დაკავშირებით |
--------------------
[B]საქართველო უპირველეს ყოვლისა!!!!!!!!![/B]
რევოლვერით და ტკბილი სიტყვით ბევრად მეტის მიღწევა შეიძლება, ვიდრე მხოლოდ ტკბილი სიტყვით! ალ კაპონე (გამო..რებული კი იყო, მარა მართალი თქვა)
Fortuna non penis in manus non recipe
|