მოკლე ისტორია"ტოტენჰემ ჰოტსპური" ან უბრალოდ "სპურზი" (Spurs; ინგლისურად ნიშნავს დეზებს; გუნდს აქვს აგრეთვე მეორე მეტსახელი Lilywhites სათამაშო ფორმის გამო) არის ლონდონური გუნდი, რომელიც ამჟამად პრემიერლიგაში თამაშობს.
"ტოტენჰემის" სტადიონია "უაით ჰართ ლეინი" (White Hart Lane; 36 240)
"ტოტენჰემმა" XX საუკუნეში პირველი დუბლი შეასრულა მსოფლიოს მასშტაბით - 1960/61 წლების სეზონში მათ მოიგეს პრემიერლიგა და FA თასი.
"ტოტენჰემი" არის პირველი ბრიტანული გუნდი, რომელმაც მოიგო ევროთასი - 1963 წელს მათ თასების მფლობელთ თასი მოიგეს
კლუბის ლოგო ზემოთ შემოგთავაზეთ, კლუბის დევიზი კი ლათინურია: Audere est Facere და ნიშნავს "იყო გაბედული ნიშნავს აკეთებდე" (To Dare is To Do).
გუნდის უპირველესი მეტოქე არის თანაქალაქელი "არსენალი" და ამ ორი გუნდის დაპირისპირება ცნობილია, როგორც ჩრდილო-ლონდონური დერბი.
"ტოტენჰემი" დაარსდა 1882 წელს და თავდაპირველად მას ერქვა Hotspur F.C. გუნდი დააარსეს "ოლ ჰელოუზ ჩარჩის" (All Hallows Church) გრამატიკის სკოლის მოსწავლეებმა. თვითონ სახელი Hotspur უკავშირდება ისტორიულ პიროვნებას, სერ ჰენრი პერსის (Sir Henry Percy - Sir Harry Hotspur). არსებობს ამავე სახელის მქონდე მეორე ლონდონური გუნდი London Hotspur, რომელსაც "ტოტენჰემთან" არაფერი აკავშირებს.
"ტოტენჰემი" თავიდან მრავალი ფერის მაისურებითა და ტრუსებით თამაშობდა, საბოლოოდ ფორმის ფ ერებზე (თეთრი მაისურები და ლურჯი ტრუსები) 1899-1900 წლების სეზონში ჩამოყალიბდნენ და ეს ფერები "პრესტონის" გამო აარჩიეს - ეს უკანასკნელი იმხანად ყველაზე წარმატებული გუნდი იყო. . .
1888 წლიდან გუნდმა მოახერხა და საშიანო მატჩების ჩატარება "ნორთუმბერლენდ პარკში" (Northumberland Park) დაიწყო, ეს კი მაყურებლის მოზიდვას ნიშნავდა. იმხანად გუნდი პროფესიონალურ გუნდად არ ითვლებოდა, "ტოტენჰემელებმა" გადაწყვიტეს შეერთებოდნენ სამხრეთის ლიგას (Sounthern League), რომელიც "არსენალის" მოთვავეობით იყო შექმნილი. 1892 წელს "ტოტენჰემს" არ გაუმართლა: ზემოთხსენებულ ლიგაში ადგილები შეზღუდული იყო და "ტოტენჰემი" აღმოჩნდა ერთადერთი გუნდი 23 გუნდს შორის, რომელმაც ვერცერთი ხმა ვერ მიიღო კენჭისყრის დროს და 1895 წლამდე მოუწია დაცდა. 1895 წელს კი გუნდის სამხრეთ ლიგაში გაწევრიანებამ საშიანო მატჩებზე 15 000 გულშემატკივრის დაინტერესება გამოიწვია. ჩარლზ რობერტსი (Charles Roberts) გახდა გუნდის პირველი თავმჯდომარე და 1943 წლამდე იყო აღნიშნულ პოსტზე.
1899 წელს გუნდმა საბოლოოდ იპოვა საშინაო მატჩების ჩასატარებელი ადგილი, ეს იყო ყოფილი მარკეტის ტერიტორია ლონდონის ერთ-ერთ უბან "ტოტენჰემში", უფრო ზუსტად კი "ჰაი როუდის" ქუჩაზე (High Road). ამ ადგილს კი იმ დროს "უაით ჰართ ლეინს" ეძახდნენ.
მაშინ ერთიანი საფეხბურთო ასოციაცია ინგლისში არ არსებობდა და მმართველი ორგანოები ჩრდილოეთად, სამხრეთად და ა.შ. იყვნენ დაყოფილნი. ჩრდილოეთში მომხდარი კონფლიქტის გამო ლივერპულის "ევერტონის" მოთამაშეები, ჯონ კამერონი (John Cameron) და ჯონ ბელი (John Bell) შეუერთდნენ "ტოტენჰემს" და გუნდმა მათი დ ახმარებით 1900 წელს სამხრეთის ლიგა მოიგო, შემდეგ წელს კი FA თასიც მიაყოლა და პირველი გუნდი გახდა ინგლისის ისტორიაში, რომელმაც ნონ-ლიგიდან მოიგო აღნიშნული თასი. "ტოტენჰემის" კაპიტანმა ჯეკ ჯოუნსმა (Jack Jones) აღმართა თასი, რომელიც დამშვენებული იყო ფერადი ლენტებით. ამ ფერადი ლენტებით თასი გაალამაზა "ტოტენჰემის" დირექტორ მორტონ კადმანის (Morton Cadman) მეუღლემ. სხვათაშორის თასზე ფერადი ლენტების მიმაგრება ტრადიციად იქცა და FA თასის (იგივე ასოციაციის თასი) გამარჯვებულებს ახლაც ლენტებით გალამაზებული თასები გადაეცემათ.
ტიტულებიFA თასი (8) - 1901, 1921, 1961, 1962, 1967, 1981, 1982, 1991
ლიგის თასი (3) - 1970/71, 1972/73, 1998/99
ქომიუნითი შილდი (Community Shield) (7) - 1920-21, 1951-52, 1961-62, 1962-63, 1967-68, 1981-82, 1991-92
სამხრეთის ლიგა (1) - 1899-1900
დასავლეთის ლიგა (Western League) (1) - 1903-04
ჩრდილოეთისა და სამხრეთის საფეხბურთო ლიგა (Football League North and South) (2) - 1943-44, 1944-45
ინგლისის მეორე დივიზიონი (დღევანდელი ჩემპიონლიგა) (2) - 1919-20, 1949-50
ინგლისის ჩემპიონობა (2) - 1950-51, 1960-61
კირინის თასი (Kirin Cup) (1) - 1979
მშვიდობის თასი (Peace Cup) (1) -2005
ვოდაკომ ჩელენჯი (Vodacom Challenge) (1) - 2007
ანგლო-იტალიური ლიგის თასი (Anglo-Italian League Cup) (1) - 1972
თასების მფლობელთა თასი (1) - 1963
UEFA-ს თასი (2) - 1972, 1984
შემადგენლობა1. პოლ რობინსონი (ინგლისი)
12. რადეკ ჩერნი (ჩეხეთი)
ტომი ფორეკასტი
2. პასკალ შიმბონდა (საფრანგეთი)
3. იან პიუ-ლი (სამხრეთ კორეა)
5. იუნეს ქაბული (საფრანგეთი)
7. პოლ სტალტერი (კანადა)
18. გარეთ ბეილი (უელსი)
20. მაიკლ დოუსონი (ინგლისი)
26. ლედლი კინგი (ინგლისი; კაპიტანი)
30. ენტონი გარდნერი (ინგლისი)
32. ბენუა ასუ-ეკოტო (კამერუნი)
33. რიკარდო როშა (პორტუგალია)
35. დორიან დერვიტი (საფრანგეთი)
ალან ჰატონი (შოტლანდია)
ჯონათან ვუდგეიტი (ინგლისი)
4. დიდიე ზოკორა (კოტ დ'ივუარი)
6. ტეემუ ტაინიო (ფინეთი)
8. ჯერმენ ჯენასი (ინგლისი)
15. სტიდ მალბრანკი (საფრანგეთი)
17. კევინ-პრინს ბოატენგი (გერმანია)
19. ადელ ტაარაბტი (საფრანგეთი)
22. ტომ ჰადლსტოუნი (ინგლისი)
24. ჯეიმი ო'ჰარა (ინგლისი)
25. აარონ ლენონი (ინგლისი)
37. დენი როუზი (ინგლისი)
54. ლი მილსი (ინგლისი)
9. დიმიტარ ბერბატოვი (ბულგარეთი)
10. რობი კინი (ირლანდია)
18. ჯერმენ დეფო (ინგლისი)
23. დარენ ბენტი (ინგლისი)
განათხოვრებული ფეხბურთელებიბენ ალნუიკი (ინგლისი; მეკარე; "ლუტონი")
ფილიპ იფილი (ინგლისი; მცველი; "საუთჰემპტონი")
ჰოსამ გალი (ეგვიპტე; ნახევარმცველი; "დერბი")
მწვრთნელები * 1898 ფრანკ ბრეტელი (Frank Brettell; ინგლისი)
* 1899 ჯონ კამერონი (John Cameron; შოტლანდია)
* 1907 ფრედ კირკჰემი (Fred Kirkham; ინგლისი)
* 1912 პიტერ მაკუილიამსი (Peter McWilliams; ინგლისი)
* 1927 ბილი მინტერი (Billy Minter; ინგლისი)
* 1930 პრესი სმიტი (Percy Smith; ინგლისი)
* 1935 უოლი ჰარდინგი (Wally Hardinge; Caretaker - მოვალეობის შემსრულებელი ; ინგლისი)
* 1935 ჯერ თრესადერნი (Jack Tresadern; ინგლისი)
* 1938 პიტერ მაკუილიამსი (Peter McWilliams; ინგლისი)
* 1942 არტურ ტერნერი (Arthur Turner; ინგლისი)
* 1946 ჯო ჰალმი (Joe Hulme; ინგლისი)
* 1949 არტურ როუი (Arthur Rowe; ინგლისი)
* 1955 ჯიმი ანდერსონი (Jimmy Anderson; ინგლისი)
* 1958 ბილ ნიკოლსონი (Bill Nicholson; ინგლისი)
* 1974 ტერი ნილი (Terry Neill; ჩრდილოეთ ირლანდია)
* 1976 კიტ ბურკინშოუ (Keith Burkinshaw; ინგლისი)
* 1984 პიტერ შრივსი (Peter Shreeves; ინგლისი)
* 1986 დევიდ პლიტი (David Pleat; ინგლისი)
* 1987 ტრევორ ჰარტლი და დაგ ლივერმორი (Trevor Hartley and Doug Livermore; Caretakers - მოვალეობის შემსრულებლები; ორივე ინგლისი)
* 1987 ტერი ვენეიბლზი (Terry Venables; ინგლისი)
* 1991 პიტერ შრივსი (Peter Shreeves; ინგლისი)
* 1992 დაგ ლივერმორი (Doug Livermore; ინგლისი) და რეი კლემენსი (Ray Clemence; ინგლისი)
* 1993 ოსვალდო არდილესი (Osvaldo Ardiles; არგენტინა)
* 1994 სტივ პერიმანი (Steve Perryman; Caretaker - მოვალეობის შემსრულებელი; ინგლისი)
* 1994 გერი ფრენსისი (Gerry Francis; ინგლისი)
* 1997 კრის ჰანგტონი (Chris Hughton; Caretaker - მოვალეობის შემსრულებელი; ირლანდია)
* 1997 კრისტიან გროსი (Christian Gross; შვეიცარია)
* 1998 დევიდ პლიტი (David Pleat; Caretaker - მოვალეობის შემსრულებელი; ინგლისი)
* 1998 ჯორჯ გრემი (George Graham; შოტლანდია)
* 2001 დევიდ პლიტი (David Pleat; Caretaker - მოვალეობის შემსრულებელი; ინგლისი)
* 2001 გლენ ჰოდლი (Glenn Hoddle; ინგლისი)
* 2003 დევიდ პლიტი (David Pleat; Caretaker - მოვალეობის შემსრულებელი; ინგლისი)
* 2004 ჟაკ სანტინი (Jacques Santini; საფრანგეთი)
* 2004 მარტინ იოლი (Martin Jol; ჰოლანდია)
*2007 ხუანდე რამოსი (Juande Ramos; ესპანეთი)
გამოჩენილი ფეხბურთელებიწელი აღნიშნავს ფეხბურთელის დებიუტს გუნდში
1964 პეტ ჯენინგსი (Pat Jennings; ჩრდილოეთ ირლანდია)
1966 ტერი ვენეიბლზი (Terry Venables; ინგლისი)
1975 გლენ ჰოდლი (Glenn Hoddle; ინგლისი)
1977 კრის ჰანგტონი (Chris Hughton; ირლანდია)
1978 ოსვალდო არდილესი (Osvaldo Ardiles; არგენტინა)
1980 სტივ არჩიბალდი (Steve Archibald; შოტლანდია)
1981 რეი კლემენსი (Ray Clemence; ინგლისი)
1986 ნიკო კლაესენი (Nico Claesen; ბელგია)
1988 პოლ გასკოინი (Paul Gascoigne; ინგლისი)
1989 გარი ლინეკერი (Gary Lineker; ინგლისი)
1992 დარენ ანდერტონი (Darren Anderton; ინგლისი)
1992 სოლ კემპბელი (Sol Campbell; ინგლისი)
1992 ტედი შერინგემი (Teddy Sheringham; ინგლისი)
1994 იურგენ კლინსმანი ( Jürgen Klinsmann; გერმანია)
1994 გეორგე პოპესკუ (Gheorghe Popescu; რუმინეთი)
1997 ლეს ფერდინანდი (Les Ferdinand; ინგლისი)
1997 დავიდ ჟინოლა (David Ginola; საფრანგეთი)
2001 გუსტავო პოიეტი (Gustavo Poyet; ურუგვაი)
2002 ჯეიმი რედნაპი (Jamie Redknapp; ინგლისი)
2005 ედგარ დავიდსი (Edgar Davids; ჰოლანდია)
გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდი:
http://www.tottenhamhotspur.com/გუნდის გვერდი პრემიერლიგის ოფიციალურ საიტზე:
http://www.premierleague.com/page/tottenham-hotspur/"ტოტენჰემის" არაოფიციალური ვებ-გვერდი:
http://www.topspurs.com/საშინაო ფორმა

საგარეო ფორმა

მესამე ფორმა

ყველა ფორმა ერთად
This post has been edited by kid on 31 Jan 2008, 00:41