"MAR DE AMOR" - "სიყვარულის ზღვა"
ქვეყანა: მექსიკა
მწარმოებელი: TELEVISA
მთავარ როლებში: Zuria Vega; Mario Cimarro; Ninel Conde; Mariana Seoane
გადაღების ადგილი: მექსიკა
სერიათა რაოდენობა: 160
პირველი ჩვენება: 16.11.2009
მიუხედავად იმისა, სერიალში საუკეთესო მსახიობები თამაშობენ, მიუხედავად იმისა, რომ იგი დელია ფიალოს რომანის მიხედვით გადაიღეს, უნდა აღინიშნოს, რომ "სიყვარულის ზღვა" ძალიან დაბალი ხარისხის პროდუქციაა, თუმცა სერიალი მაინც სარგებლობს მაღალი რეიტინგით, მას საკმაოდ მრავალრიცხოვანი მაყურებელი ჰყავს.
სერიალს ძალიან ხშირად აკრიტიკებენ მთავარი როლის შემსრულებლების შეუფერებლობის გამო. მარიო სიმაროს პარტიორობას ახალბედა სურია ვეგა უწევს. მაყურებლების მხრიდან ყველაზე დიდი მოწონება მარიანა სეოანემ და მისმა გმირმა - ორიანამ დაიმსახურეს. ორიანა უარყოფითი პერსონაჟია, რომელიც 60 სერიის შემდეგ დადებით გმირად იქცევა.
სერიალს თან ახლდა სკანდალი მარიო სიმაროსა და ნინელ კონდეს (როსარიო "შურისძიების ცეცხლში") შორის, რომლებიც სერიალში ცოლ-ქმარს თამაშობენ.
ამ დროისათვის "სიყვარულის ზღვას" საკმაოდ ბევრ ქვეყანაში უყურებენ...
სერიალის მთავარ საუნდტრეკს ცნობილი მექსიკელი მომღერალი - ფანი ლუ ასრულებს.
This post has been edited by LEVEL on 25 Apr 2010, 23:18
მიმაგრებული სურათი