The Guardian - ემირ კუსტურიცამ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ფილმის გადაღებაზე უარი თქვა
ემირ კუსტურიცამ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ფილმის გადაღებაზე უარი თქვა. ამის შესახებ ”The Guardian” იუწყება.
გავლენიანი ბრიტანული გამოცემის სტატიაში, სადაც საქართველოში ჰოლივუდური ფილმის გადაღებებია მიმოხილული, ავტორი ემირ კუსტურიცას საკითხსაც ეხება.
სტატიის ავტორი წერს, რომ იმ დროს, როდესაც ჰოლივუდელი რეჟისორი რენე ჰარლინი, ჰოლივუდის ვარსკვლავის მონაწილეობით ბლოკბასტერს იღებს ქართულ-რუსულ კონფლიქტზე, სერბი რეჟისორი ამ პროექტზე რუსეთს უარს ეუბნება.
''სერბმა რეჟისორმა კუსტურიცამ გაამხილა, რომ მან უარი თქვა რუსეთის წინადადებაზე გადაეღო სხვა ფილმი ომის შესახებ. ”მე არ მივიღე ეს წინადადება, რადგან მომავალი ოთხი წლის მანძილზე სხვა კონტრაქტზე მაქვს აღებული ვალდებულება ”, - ნათქვამია ”The Guardian”-ის სტატიაში.
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1კუშტურიცამ ზრდილობიანი უარი უთხრა რუსებს, ფილმს ''ოსების გენაციდზე'' არ გადავიღებო!
This post has been edited by ხარონი on 21 Oct 2009, 13:38