ინტერვიუ პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის პროექტის ავტორთან, არქიტექტორ გიგა ბათიაშვილთან.
- როგორ გახდით პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის შენობის ავტორი? იყო თუ არა საუკეთესო პროექტზე რაიმე სახის კონკურსი გამოცხადებული?
- ეს ძალიან მარტივად მოხდა. ბატონი მიხეილ სააკაშვილი სახელოსნოში მესტუმრა. იმ დროისთვის მე უკვე მქონდა გაკეთებული “საქართველოს სახლის” შენობა, მხოლოდ მაშინ მას თავზე გუმბათი არ ედგა. სააკაშვილს ის ძალიან მოეწონა და მოინდომა, იქ საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია გამხდარიყო. როცა ოფიციოზის რიტუალების ჩატარების ადგილი დაპროექტდა, თავზე გუმბათიც მაშინ დაედგა. ძირითადი შენობა ჩემი ზედამხედველობით აშენდა, მაგრამ შემდეგ უკვე ჩემს მაგივრად იტალიელი არქიტექტორი ჩამოიყვანეს და როცა გადაკეთება დაიწყო, მე ამ პროცესში მონაწილეობა არ მიმიღია. უფრო სწორედ, არ მქონდა საშუალება, მონაწილეობა მიმეღო.
_ და დასრულებული სახე რეზიდენციას უკვე იტალიელმა მიკელე დე ლუკიმ მისცა. მას შემდეგ, რაც იტალიელი არქიტექტორი საქართველოში ჩამოვიდა, მშენებლობაზე აღარ მისულხართ. ბოლოს შენობის არქიტექტორადაც ის დასახელდა. რატომ მოხდა ეს?
- მას შემდეგ, რაც ის იტალიელი ჩამოიყვანეს, მე აღარ დამიძახეს. მეტიც, ერთ-ერთ სატელევიზიო სიუჟეტში (კურიერი P.S.) შენობის არქიტექტორად სწორედ ის დასახელდა და არა მე. ამ საკითხთან დაკავშირებით მე ჩემი გულისტკივილი და პროფესიული პასუხისმგებლობა დავაფიქსირე. ახლა დროებით არაფრის დამატება არ მინდა, ველოდები რეაქციას იტალიელი არქიტექტორისაგან, რომელმაც შენობის ავტორობა დაიბრალა. მე ვიცი, რომ ის მოპატიჟებული იყო, მხოლოდ და მხოლოდ როგორც დიზაინერი, მაგრამ მისი საუბრიდან ცხადი გახდა, რომ პრეტენზიას ავტორობაზეც აცხადებს. საუბარი მართალია, შეიძლება, არასწორადაც ყოფილიყო თარგმნილი, მაგრამ მისი ქმედება ამას ადასტურებდა. ტელეგადაცემა დაიწყო იმით, რომ იგი იჯდა და ხატავდა რეზიდენციის შენობას. რაც შეეხება ჩემს პრეტენზიებს მის მიმართ, ისინი კონკრეტულად იმაში გამოიხატება, რომ შენობა არაპროფესიული არქიტექტურული საქმიანობით არის გაფუჭებული. კერძოდ, ეს ეხება ატიკის სარჩულის არქიტექტურას და განსაკუთრებული სტუმრებისთვის შესასვლელ პანდუსებს, რომელიც მან მოანგრია. ამმხრივ მისი ჩარევა სრულიად გაუმართლებელი იყო. მე ველოდები მის რეაქციას და აქედან გამომდინარე, ჩემი შემდგომი ქმედებაც დაიგეგმება. არქიტექტორთა მსოფლიო ბიენალეზე ვაპირებ, ეს საკითხი გავაჟღერო, რათა მომავალში არცერთმა ჩვენმა კოლეგამ, უცხოელებმა მითუმეტეს, არ იფიქროს, რომ ის არის ისეთ ქვეყანაში, სადაც ბაიბურში არ არიან, რა არის არქიტექტურა და შეუძლიათ, როგორც უნდათ, ისე მოიქცნენ. არსებობს პროფესიული ეთიკა, რომლის დაცვა აბსოლუტურად ყველას ევალება.
ვრცლად
http://pirweli.com.ge/index.php?option=com...=35357&Itemid=1.
სისულელეა ის? რომ იცი რომ სისულელეა... თუ ის, რომ არ იცი...
ურაპატრიოტიზმი, უნიათობა
ოცნებები მართლა ოცნებები კი არ უნდა იყოს, მას რეალიზაცია უნდა, ბავშვები ხომ არ ვართ დავბერდით ხალხი