კაი გამარჯობა თქვენი!
ჩემი რეკომენდაციით და ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით დღეიდან გსნყოფილებაში ახალი კო მოდერატორი გვეყოლება:
ამხანაგი
me vs me (აქ ფეხზე ადგომა და მქუხარე ტაში)
ბოლო დროს ცოტა შეიცვალა დინების მიმართულება ამ განყოფილებაში, იყო პრეტენზიებიც, რომ რაღაცა შესაცვლელია,
პირადად ჩემი მოლოდინი, როცა განყოფილება გავსენით, სხვანაირი იყო, შედეგი კი სხვაა,
მე ვფიქრობ, რომ ამის 2 მიზეზი აქვს:
1. ფორუმზე არ არის საკმარისი ადამიანური რესურსი განყოფილების წარმატებულად ფუნქციონირებისთვის; ფსიქოლოგია არ არის პოპულარული სფერო საზოგადოებაში;
2. მე, როგორც მოდერატორმა, ვერ შევძელი განყოფილების "ამოქოქვა".
მეორე მიზეზის გამოსარიცხად, ან დასადასტურებლად გადავწყვიტე მართვის სადავეები ახალ მოდერატორს გადავცე,
გარდა ტექნიკური სამუშაოებისა(რომელშიც მეც მივიღებ მონაწილეობას), ის ეცდება საიტერესო და აქტუალურ განყოფილებად გადააქციოს.
მე ისევ ვრჩები მოდერატორად, უბრალოდ me vs me ჩემზე მეტი მონდომებით და ენთუზიაზმით და ახალი იდეებით შეუდგება აქაურობის შენებას და აყვავებას
me vs meგილოცავ!

იმედი მაქვს, გამართლდება ჩემი მოლოდინი შენთან და ამ განყოფილებასთან დაკავშირებით და წარმატებულად ვითანამშრომლებთ.
გადახედე მოდ სიპის ფუნქციებს, რომელიმე ძველი დახურული თემა აიღე და ივარჯიშე

თუ რამეს ვერ გაიგებ, მომწერე პიემში.
მე მოგვიანებით მოგწერ ჩემს შეხედულებებს და რეკომენდაციებს.
კარგი იქნება, თუ აქვე დაწერ შენს მოსაზრებებს განყოფილების მართვასთან დაკავშირებით და წესებშიც შეიტან შესწორებებს.
* * *
პს.
გული არ გაგისკდეთ

სხვა თემები იმიტომ დავხურე, რომ ამ თემამ უფრო მეტი ყურადღება მიიქციოს და ყველამ შემოიხედოს.
მერე ახალი კომოდერი გამოვცადოთ და ვნახოთ, თუ შეძლებს გახსნას
This post has been edited by Doloress on 21 Oct 2009, 15:24