კმაყოფილი ხართ? ნომრები ნორმალურად იყო დადგმული, მაგრამ ეს ცანცარა და ექსცენტრიკული წამყვანი არ მომეწონა. საერთოდ დაბნეულ ტიპებს ვერ ვიტან და მითუმეტეს, თუ ამას ხელოვნურად ცდილობს!
მშვენიერი იყო ფოლკლორული ნომრები და "მუზკომპოტი", მაგრამ რატომ გაიმარჯვა "პრინცესებმა", ვერ გავიგე. ეს სიმღერა არანაირად არ არის საკონკურსო. გაურკვეველი ჟანრისაა და რაც მთავარია, არც კლასიკაა, არც ესტრადაა, არც რეტროა, თანაც ყველაფერი ერთადაა. ინტერნეტგამოკითხვით გაიმარჯვეს გურულებმა, ჰიტი იყო "რერი რერა" და სამწუხაროდ, გამართლდა ვიღაც-ვიღაცეების წინასწარმეტყველება ჯერ კიდევ 2 თვის წინ. კიდევ კარგი, ჩემს ახლომახლო ამ ასაკის არავინაა, რომ გაბრაზებულის სინდრომი დამწამონ

უბრალოდ, დამაინტერესა და შევხედე ფინალს. ყველანაირად იგრძნობოდა, როგორ პრივილეგირებული იყო ეს ნომერი. ბავშვობიდანვე უნდა მივაჩვიოთ უნამუსობას?რა მნიშვნელობა აქვს ვისი შვილები მღერიან? ბავშვი - ბავშვია და ნუ მივაჩვევთ უაზრო ამბიციას!
ამ ზაფხულს ვაკის პარკში ვუსმინე პატარა მარი აკობიას, გადასარევ გოგონას და ახლა ძალიან გამიკვირდა, რომ სოლისტად არ იყო წარმოდგენილი. იქნებ იმიტომ, რომ ამ ბავშვის ნიჭზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება?
ძალიან მაინტერესებს, ვისი მოსწავლეა.