მიშა წადი

მოკლედ ან გრძლად, როგორც გამომივა, ვიტყვი ჩემს აზრს, თუ რა არ მომწონს მე დღეს ქვეყანაში და რა მიმაჩნია ხელისუფლების შეცდომებად

დავაკონკრეტებ იმას რომ ფაქტობრივად სირზე მკიდია პოლიტიკა, არ მიშმაკაკა ვარ და არც ჟოპოზიციონერი, აქ მხოლოდ გასართობად შემოვდივარ და სერიოზულად თუ რამეს ვწერ, ისიც იმიტომ რომ ჩემი ქვეყნის ,,პონტში" მტკივა, და არა ხელისუფლება-ოპოზიციის.
ნუ ყბადაღებული თემაა ის რომ - ,,საქართველო კავკასიაში დემოკრატიის შუქურაა". ეს არის მითი. ამას ვინც ამბობს ან ურცხვად ტყუის ან კიდევ დებილია. და რატომ.
ნუ დემოკრატია რომ ხალხის მმართველობას გულისხმობს ეგ ვიცით მეგობრებო. როგორ გვესმის ჩვენ დემოკრატიული მმართველობა. არსებობს ხელისუფლების 3 შტო-სასამართლო, აღმასრულებელი და საკანონმდებლო. ისინი უნდა იყვნენ ერთმანეთისგან დამოუკიდებელნი და ერთმანეთს უნდა აბალანსებდნენ.
ვიღაცამ, სადღაც, ოდესღაც თქვა რომ ძალაუფლება რყვნისო, ადამიანები ვართ მაინც და როცა ბევრი შესაძლებლობები გვაქვს რთულია გაუძლო ცდუნებას, ამიტომაა საჭირო ამ 3 შტოს დამოუკიდებლობა და ურთიერთბალანსი, რომ თუ ერთი სისტემა მიჰქარავს დანარჩენი ორი ამოიღებს და ხახაში გადაუგდებს.
რა მდგომარეობა გვაქვს ჩვენ. შევარდნაძის პერიოდიდან მოყოლებული საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ერთ გუნდს ,,უჭირავს ხელში". საკანონმდებლო ხელისუფლება ფაქტობრივად ყოველთვის ერთპარტიული იყო და დამოუკიდებლად შეეძლოთ მიეღოთ გადაწყვეტილებები, ვინაიდან აღმასრულებელ ხელისუფლებასაც ისინი ქმნიდნენ დროთა განმავლობაში ისე ჩამოყალიბდა რომ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება ფაქტობრივად გაიგივდა. მიშამ ეს არ შეცვალა, პირიქით, გააძლიერა ამ ინსტიტუტების ერთ ჩარჩოში მოქცევა.
რაც შეეხება მესამეს- სასამართლო ხელისუფლებას მიუხედავად ყბადაღებული რეფორმებისა ფაქტია რომ სასამართლო ხელისუფლებაც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული დანარჩენ ორზე. რეფორმა მარტო მოსამართლისთვის მანტიის ჩაცმა და მაღალი ხელფასი არაა, რომ ქრთამი არ აიღოს, რეფორმირებული სასამართლო დამოუკიდებელი სასამართლოა, რომელიც თავისუფლად, მხოლოდ კანონიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას, ჩვენს ქვეყანაში კი ხდება აღმასრულებელი/საკანონმდებლო ხელისუფლებების ინტერესების და სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერება და ამის შედეგად ხდება სასამართლო გადაწყვეტილებების მიღება, უმეტესწილად და სამწუხაროდ.
მედია - პოლიტიზირებულია და ის ფაქტობრივად ემორჩილება ისევ ერთ გუნდს. კავკასია და მაესტრო ხომ გვაქვსო არ თქვათ თორემ დაგცინებთ. ჯერ ერთი ისინი არ მაუწყებლობენ მთელს საქართველოში და მეორეც კავკასია და მაესტრო არ არიან დამოუკიდებელი სატელევიზიო არხები, ისევე როგორც ერორი, იმედი და პირველი არხი, და რატომ >>>
ნორმალურმა ტელევიზიამ დაბალანსებულად უნდა იმუშაოს, როცა გქვია ჟურნალისტი შენ ფაქტი უნდა გააშუქო ობიექტურად და არა ტენდენციურად, ყველა ქართული სატელევიზიო არხი საქართველოში არის ტენდენციური, ოდესმე გინახავთ კავკასიაზე ან მაესტროზე ეთქვათ მიშა ჯიგარია რა კარგი რამე გააკეთაო?! ან პირიქით, მოგისმენიათ პირველი არხიდან,ერორიდან იმედიდან ხელისუფლების კრიტიკა?! არადა რეალურად ხელისუფლება გასაკრიტიკებელ საქმეებსაც აკეთებს და შესაქებსაც, მაგრამ ჩვენთან მოვლენებს აშუქებენ ისე, როგორც ეს მათ აწყობთ.
ტელევიზიების საინფორმაციო გამოშვებები წვეთი წყალივით გვანან ხოლმე ერთმანეთს და რა მარაზმია უყურო კეთილ ქალაქის მერს როგორ მიდის კალათით ხელში მოხუც ბებიასთან დასახმარებლად, ყველა ტელევიზიის ოპერატორების თანდასწრებით, ან როგორ გვასწავლის ბოდიში მომითხოვია და კვერცხი გრეჩიხა მთელს ერს ჭკუას.
არჩევნები- As I remember ვარდების რევოლუცია მოხდა იმიტომ რომ არჩევნები მასობრივად გაყალბდა. არჩევნები ყალბდებოდა, არჩევნები ყალბდება, არაფერი შეცვლილა ამ მხრივ, ადრე მასონი და ქართველი ერის მტერი ან ლომინაძე იყო, ან ... მმ, არ მახსოვს იმ კაც-ქალას გვარი, ახლა თარხნიშვილია. ტექნოლოგიები იგივეა, ან უფრო დახვეწილი, მაგრამ არჩევნები ყალბდება.
საქართველო რომ დემოკრატიის შუქურა არაა ამაზე ისიც მეტყველებს რომ ჩვენს ქვეყანაშიარ არის ძლიერი ოპოზიცია. ის რომ ოპოზიცია არ გვყავს იმის ბრალია რომ ოპო ლიდერები არიან Yლეები და მიშა მათზე ჭკვიანია. დააკვირდით როგორი იყო ოპოზიციისადმი დამოკიდებულება 1-2 წლის წინ, და როგორია ახლა როცა საბოლოოდ დაიფარჩაკეს თავი ხალხის თვალში. მე რომ მიშა ვიყო, არჩევნებს გავაყალბებდი, ისევ ოპოზიციის სასარგებლოდ, იმიტომ რომ მათ მხარს მაინც არავინ დაუჭერს, რამდენიმე ათეულ ათასი ფანატიკოსის გარდა რომელთაც უბრალოდ მიშა არ უყვართ და იმიტომ უჭერენ მხარს ოპოზიციას და არა იმიტომ რომ ოპოზიცია კარგია, რომ პარლამენტში, იყოს ძალა რომელიც ჩემს მოქმედებას გააკონტროლებს, არ იქნება ჩემი ლაქია, ჩემს ყველა ნაბიჯზე უსიტყვოდ თავის დამკვრელი და თუ რამეს მივქარავ მეტყვის, იცი რა ძმაო, შენ ამას ცუდად აკეთებ, ადექი და გამოასწორე. მიშამ დაატყნა ოპოზიცია თავისივე ქცევებზე, ვფიქრობ ეს არ უნდა გაეკეთებინა, თუ გვაქვს პრეტენზია რომ ვიყოთ დემოკრატიის შუქურა- უნდა გვყავდეს ჯანსაღი ოპოზიცია და არა წვერებიანი Yლეები.
შერჩევითი სამართალი ის საკითხია რომლის გამოც არ ვართ დემოკრატიის შუქურა. კანონის წინაშე ყველა თანასწორია. არ შეიძლება ქვეყანაში არსებობდეს შერჩევითი, პიროვნებებზე მისადაგებული სამართალი და ამ ქვეყანას დემოკრატიაზე ჰქონდეს პრეტენზია. მე არ ვიცი რას აკეთებს ასეთს დონაძე, ალბათ კარგი მინეტს ურტყამს ვანოს, მაგრამ გირგვლიანის, რობაქიძის, ცალანის და ა.შ. თემები ამ ხელისუფლების სირცხვილია. არ უნდა არსებობდეს ქვეყანაში დამოკიდებულება რომ მართალია მან კი მიჰქარა, მაგრამ ის ჩემიანია, ვაპატიოთ, დამნაშავე უნდა დაისაჯოს. ხელისუფლება ხალხის თვალში ათჯერ უფრო ამაღლდებოდა რომ გადმოეგდო ეს ბარტყები ბუდიდან და დასასჯელი დაესაჯა, ვიდრე იმით რომ ხელი დააფარა და ძალიან ბევრს, ვისაც ამის დანახვა ძალუძს, დაანახა რომ არსებობს კანონი, მაგრამ არსებობენ პიროვნებები-ც და ხანდახან პიროვნება უფრო მაღლა დგას, ვიდრე კანონი.
კარუსელები - ჩემთვის ამოუცნობი ფენომენია. ხელისუფლება კომპლექტდება იმ კადრებით ვინც ერთგულია და არა იმით ვინც პროფესიონალია. და შემდეგ მიდის ამ კადრების ტრიალი ერთი პოსტიდან მეორეზე. რატო?! თუ ის კარგი მინისტრია იჯდეს და მართოს, თუ ის ცუდი მინისტრია ადექი და მობოლტე რა. თუ შენ ქვეყანაზე ზრუნავ და მისთვის კარგი გინდა უნდა ცდილობდე თანამდებობაზე დანიშნო ის ვინც იცის ეს საქმე, და არა ის ვინც ერთგულია შენი, ერთგულება ხომ არ არის კომპეტენტურობის საპირწონე?! ეს ხდება მთავრობაში ,ეს ხდება პარლამენტში ...
მე არ ვიცი რა ჩანს გარედან, არასდროს ვყოფილვარ საზღვარგარეთ, მაგრამ მე ვხედავ რა ხდება შიგნით და ჩვენ ყველამ კარგად ვიცით რომ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია- სიცილს უნდა გგვრიდეს.
არ ვიცი ,გამომრჩა რამე? ჰალსტუხის ჭამაზე და გორში გაქცეულ მიშაზე ვინც ღლიცინს დაიწყებს შევაგინებ. ბომბდამშენის დანახვაზე კი არა მოქმეულ მუშტზე გაიქცევა ბევრი.
აგვისტოს ომს ბევრი ხელისუფლების შეცდომად თვლის- მე ეს არ მიმაჩნია შეცდომად, თუ ომი ჩვენ დავიწყეთ ძალიანაც კარგი გვიქნია და კიდევ უნდა დავიწყოთ, კიდევ და კიდევ, სანამ მიზანს არ მივაღწევთ, შევეცი სუნიან ევროპას და შეშფოთებულ ამერიკას, მაგათ კონვენციებს, ადამიანების უფლებებს და ბრტყელ-ბრტყელ იარლიყებს, ჩვენ, ჩვენსას ვითხოვთ, იმას რაც გვეკუთვნის ,გვახევენ და არცერთი უცხო ქვეყანა, ქმედითს ჩვენს დასახმარებლად არ აკეთებს, მარტო თავისი ინტერესები აქვთ, ის რაც ჩვენ გვეკუთვნის ჩვენით უნდა დავიბრუნოთ, სულაც რომ გავწყდეთ, თუ არადა ვიჯდეთ აგერ დაჩმორებულები და მტერმა ჩვენი წინაპრების საფლავებზე სანგრები თხაროს და ჩვენი სახლები გაანასახლაროს. ომი ცუდია, მაგრამ ხანდახან საჭიროა.
ამ ხელისუფლებას ჩვენს ქვეყანაში ბევრი დამსახურება აქვს ხალხის წინაშე, კარგიც უკეთებია და ცუდიც, მე ძირითადად ის ჩამოვთვალე რაც ვთვლი რომ ცუდია, გამოსასწორებელია, ვთვლი რომ ეს ხელისუფლება კი არადა ეს პრეზიდენტი, წინა ორს აშკარად ჯობია და ჯერ კიდევ 4 წელიწადი აქვს ,ეს ყველაფერი ცუდი თუ არ გაა-კარგა გამოასწოროს მაინც. თუ სურვილი ექნებათ რასაკვირველია, დღეს მე ამ სურვილს ვერ ვხედავ.
საქართველო ერთი დაგლახაკავებულ-დაბეჩავებული ქვეყანაა, რომელსაც ფეხზე დადგომა უჭირს და ჭირდება, სახელმწიფო ისეთია, როგორიც ხელისუფლეაბ ყავს, თუ ხელისუფლება ძლიერია სახელმწიფოც ძლიერია შესაბამისად, თუ არ არის ძლიერი, ქვვეყანაც ფარჩაკია. ჩვენ გვჭიდება ძლიერი ხელისუფლება, აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო, ამათი დამოუკიდებლობა ერთმანეთისგან, დამოუკიდებელი მასმედია,გაუყალბებელი არჩევნები, კანონის უზენაესობა, ძლიერი ოპოზიცია, რომ ამათ ყველამ, ერთმანეთი აკონტროლონ მაქსიმალურად, რომ არავის გაუჩნდეს გვერდზე გადახვევის აზრი და პირდაპირი იაროს ქვეყანაზე ზრუნვისთვის.
იმედია ოდესმე გვეშველება, რამე, როგორმე. ასეთ ქვეყანაში ცხოვრება არავის გვინდა, არავის მოგვწონს, უკეთესი გვინდა და მოვინდომოთ და მოვანდომოთ ეს ხელისუფლება როგორმე.
პოსტი დაწერილია პრინციპით ,,მოყვარეს პირში უზრახეო"

და არავითარი ბოღმა აქ არ დევს, როგორც ბევრ ხელისუფლების მოკრიტიკეს გჩვევიათ, ჩვეეეენია ეს ხელისუფლება, ეს მასმედია, ეს სასამართლო, არ უნდა გვძულდეს. არ უდნა ვაკრიტიკებდეთ მის ყველაფერს, კარგს თუ ცუდს. მოკლედ, ავცდი აზრს ...
წავედი ახლა კარტოფილი შევიწვა მთელი დღეა არაფერი მიჭამია.