პატრიარქი არა მაგრამ ეკლესია კი არის კვლევებში!IRI-ის კვლევებით, საქართველოში ნდობის ყველაზე მაღალი რეიტინგი ეკლესიას, პოლიციას და ჯარს აქვთ
სიახლე !!! ”ინტერპრესნიუსი” უკვე თქვენს მობილურში
IRI-ის კვლევებით, საქართველოში ნდობის ყველაზე მაღალი რეიტინგი ეკლესიას, პოლიციას და ჯარს აქვთ.
ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კველევის - “რას ფიქრობს ხალხი” - თანახმად, ნდობის რეიტინგში სამი ინსტიტუცია – საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, პოლიცია და ჯარი ლიდერობენ.
ამავე კვლევების თანახმად, ქვეყნის მოსახლეობა ყველაზე დიდ გამოწვევად უმუშევრობას (59%), ტერიტორიულ მთლიანობას (45%) და ეროვნულ უსაფრთხოებას ასახალებეს (13%).
საქართველოს ხელისუფლების მიღწევად ხალხი ინფრასტრუქტურის განვითარებას – გზებსა და სხვა სისტემებს, ასევე, კრიმინალთან ბრძოლას მიიჩნევს.
ამასთან, საზოგადოება თვლის, რომ რეფორმებია გასატარებელი ჯანდაცვის და თავდაცვის სისტემებში.
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1აჰა ესეც არის კიდევ!კვლევების მიხედვით, საპარალამენტო არჩევნებში “ნაცმოძრაობას” გამოკითხულთა 43 პროცენტი მისცემდა ხმას
IRI-ის კვლევების მიხედვით, ხვალ რომ საპარალამენტო არჩევნები იყოს, “ნაციონალურ მოძრაობას” გამოკითხულთა 43 პროცენტი მისცემდა ხმას.
აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია ~რუსთავი 2” ავრცელებს. ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევაში დასმულ შეკითხვაზე - “რომელ პარტიას მისცემდით ხმას საპარლამენტო არჩევნებში?” - “ნაციონალური მოძრაობა” 43 პროცენტით ლიდერობს. ირაკლი ალასანიას “ალიანსი” - 9 პროცენტი, “ლეიბორისტული პარტია” - 7, ხოლო “ქრისტიან-დემოკრატები” - 6 პროცენტი. გამოკითხულთა 18-მა პროცენტმა დასმულ შეკითხვას არ უპასუხა.
ამავე კვლევაში მოცემულია პოლიტიკური ლიდერების რეიტინგიც, სადაც სასურველ ლიდერად 70 პროცენტი მიხეილ სააკაშვილს ასახელებს.
კითხვაზე “ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას”, გამოკითხულთა 43 პროცენტი უპირატესობას მოქმედ პრეზიდენტს ანიჭებს, ყველა სხვა დანარჩენს 38 პროცენტი აქვს, ხოლო 25- ს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1პ.ს. ეს მეორე ინფო ჩადგმულია!
პ.პ.ს. ეხ რამდენს წვალობს ეს შალიკო და 7% მაინც ვერ გაცდა, სამართალია ახლა ესა?
This post has been edited by ხარონი on 23 Oct 2009, 15:52