მადრიდის რეალის ისტორია სრული სახელწოდება:
 Real Madrid Club de Fútbol  მეტსახელები: 
Los Blancos, Los Merengues, Los Galacticos  დაარსების წელი: 
1902  სათამაშო მოედანი: 
Santiago Bernabeu  ტევადობა: 
80354 მაყურებელი   მისამართი: Concha Espina s/n 28036 Madrid მდინარე მანსანარესის სანაპირო, პრადოდან მომავალი გზა პუერტო დე იეროს სახელით ცნობილი ადგილი, მონკოლოა… გასული საუკუნის დასაწყისში, ვილია დე ოსოს ნებისმიერი თავისუფალი ტერიტორია შეიძლებოდა იმპროვიზირებულ მოედნად ქცეულიყო, სადაც ფეხბურთის მოყვარულები ბურთს დიდი ემოციით, თავდაუზოგავად დასდევდნენ. სწორედ აქ გამართული შეხვედრები იქცა კასტილიური ფეხბურთის განვითარების საფუძვლად. 1897 წელს მარდრიდის ერთერთი უნივერსიტეტის პროფესორებმა და სტუენტებმა ჩაუყარეს საფუძველი კლუბ “F.C Sky”(Football club Sky), რომელიც საფეხბურთო კლუბ, “მადრიდის” წინამორბედად ითვლება, თუმცა ამ უკნასკნელის დაარსების ოფიციალურ თარიღად, 1902 წელს მიიჩნევენ. ეს გახლდათ ფუნდამენტი, რომლის ავტორებიც პადროსი, პალასიოსი, გოროსტისაგა, მენდია, ბარელა და ნეირა იყვნენ. გავა წლები და უკვე “სამეფო კლუბად” წოდებული “რეალი” ყველაზე მაღალ საფეხბურთო მწვერვალებს დაიპყრობს, მილიონობით ქომაგს გაიჩენს და უკვე მე-20 საუკუნის მიწურულს, ყველაზე ტიტულოვან ევროპულ გრანდად იქცევა.
1902 წლის 6 მარტს, ფეხბურთის ქომაგთა ჯგუფმა მადრიდ Football Club დაარსა. გუნდის მმართველობის პირველი თავკაცი, ხუან პადროს რუბიო იყო. მისი ხელმძღვანელობით, მმართველობამ გუნდის ფორმად თეთრი მაისური და ტრუსი, ცისფერი წინდები და კეპი აირჩია. აგრეთვე იმ პერიოდში დამტკიცდა, რომ კლუბის ემბლემა იასამნისფერი ზოლით უნდა ყოფილიყო შემკული.
უკვე 9 მარტს, მადრიდ F.C თავისი პირველი თამაში ჩაატარა, თანაც ერთმანეთს მადრიდელთა ორი გუნდი ეთამაშებოდა, რათა მისი საბოლოო შემადგენლობა. ეს ისტორიული შეხვედრა ლაზა დე თოროს-ზე შედგა და ცისფერებმა წითლები ანგარიშით 1-0 დაამარცხეს. მატჩიდან სულ რაღაც 13 დღეში, გამოცემა ერალდო დელ სპორტმა გამოაქვეყნა სტატია ფეხბურთის განვითარების შესახებ. მისი ავტორი ინგლისელი არტურ ჯონსონი იყო, რომელიც მადრიდელთა პირველი მწვრთნელი გახდა. იმჟამინდელ ფეხბურთში გამეფებული ანარქიის ფონზე, ჯონსონმა, ახლადშექმნილ გუნდში გარკვეული წესრიგის დამყარება შეძლო.
ალბათ, მადრიდის “რეალის” ზოგიერთმა ქომაგმა არც კი იცის, რომ გუნდმა, თავის მომავალ პრინციპულ მეტოქესთან, კატალონიურ “ბარსელონასთან” პირველი შეხვედრა ჯერ კიდევ 1902 წლის 13 მაისს ჩაატარა. მაშინ, “ბარსას” რიგებში არაერთი უცხოელი ფეხბურთელი თამაშობდა. ამიტომ, კატალონიელებს გამარჯვება არ გასჭირვებიათ(3-1). ამ მარცხის შემდეგ, მადრიდელთათვის დამამშვიდებელ გარემოებად ასევე კატალონიურ “ესპანიოლთან” გამართული მატჩი იქცა, რომელიც “რეალის” მოგებით დასრულდა(3-2). გამარჯვებისთვის კლუბს თასი, Copa De La Grand Pena გადაეცა. ეს, “მადრიდის” პირველი ჯილდო იყო. ორი წლის შემდეგ, “მადრიდი” “მოდერნოსთან”, “ამიკალესთან”(რომელშიც ფრანგი ფეხბურთელები თამაშობდნენ) და “მონკოლოასთან” გაერთიანდა.
დედაქალაქელებმა ესპანეთის ჩემპიონის ტიტული პირველად 1905 წლის 18 აპრილს მოიპოვეს, როდესაც გადამწყვეტ მატჩში პრასტას მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით, ბილბაოს “ატლეტიკი” დაამარცხეს. მანამდე კი პირველი დერბიც შედგა: “ატლეტიკოსა” და “მადრიდის” დაპირისპირება ფრედ, 1-1 დასრულდა.
1912 წლის 31 ოქტომბერი “მადრიდისთავის” მნიშვნელოვანი მოვლენით აღინიშნა. კლუბმა მოედანი ო'დონელ -ი იქირავა. იმავე სეზონში “მადრიდში” ახალგაზრდა სანტიაგო ბერნაბეუს დებიუტი შედგა.
კლუბისთვის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი გახლავთ 1920 წლის 29 ივნისი. ამ დღეს, ესპანეთის მონარქმა “მადრიდს” სამეფო ტიტული უბოძა. იმ პერიოდიდან გუნდი მადრიდის “რეალად” იწოდება. სამი წლის შემდეგ, “რეალი” ო'დონელ-იდან “სიუდად ლინეალზე” გადავიდა, რომელიც 8000 მაყურებელს იტევდა. “სამეფო კლუბელთათვის” გახსნის მატჩიც წარმატებული აღმოჩნდა: “რეალმა” “ირუნი” 2-0 დაამარცხა. იმავე წელს, მეზობელმა “ატლეტიკომ” საკუთარი სტადიონი “მეტროპოლიტანო” აიშენა. ამიტომ, ესპანეთის საფეხბურთო დედაქალაქმა ბილბაოდან მადრიდში გადაინაცვლა. აღსანიშნავია ისიც, რომ “რეალი” “სიუადად ლინეალზე” დიდხანს არ დარჩენილა. 1924 წლის 17 მაისს, არქიტექტორ ხოსე მარია კასტელის მიერ აშენებულ Chamartin-ზე(რომელიც 15000 მაყურებელს იტევდა), გუნდმა თავისი პირველი მატჩი “ნიუკასლთან” გამართა.
40-იან წლებში, “მადრიდმა”(რესპუბლიკური მმართველობის დამყარების გამო, კლუბმა სამეფო ტიტული და სახელწოდება “რეალი” 1931 წლიდან ხმარებიდან ამოიღო) თავისი სოციალური, მორალური და სპორტული რეკონსტრუქცია დაიწყო. ამ საქმეს ადოლფო მელენდესი, პედრო პარახესი, ანტონიო სანტოს პერალბა, ლუის ურკიხო და ყოფილი მოთამაშე, სანტიაგო ბერნაბეუ ჩაუდგნენ სათავეში. გაგიკვირდებათ, მაგრამ 1943 წლის 13 ივნისს, მაშინ, როდესაც მეორე მსოფლიო ომი გადამწყვეტ ფაზაში იყო შესული და როგორც იტყვიან, ბებერ კონტიტენტზე “მუზები დუმდნენ”, ესპანეთის თასის გათამშების მეორე ნახევარფინალურ მატჩში(პირველი შეხვედრა “მადრიდმა” “ბარსელონასთან” 0-3 დათმო) დედაქალაქელებმა კატალონიელებს 11-1 მოუგეს. იმავე წლის 15 სექტემბერს კი, სანტიაგო ბერნაბეუ ერთხმად აირჩიეს კლუბის კლუბის პრეზიდენტად. გადაჭარბებული ნამდვილად არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ამ მომენტიდან, “მადრიდის” ისტორიაში ახალი ერა დაიწყო. სწორედ ბერნაბეუს გაპრეზიდენტების შემდეგ, კონკრეტულად კი, 1944 წლის 27 ოქტომბერს, “რეალის” საშინაო არენის მშენებლობა დაიწყო. “სანტიაგო ბერნაბეუ” ოფიციალურად 1947 წლის 14 სექტემებრს გაიხსნა(“რეალი” - “ბელენენსეში” 3-1). მას შემდეგ, იგი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ სტადიონად ითვლება. თავად ბერნაბეუს კი, კლუბში გაწეული უდიდესი შრომისთვის, მოგვიანებით “საპატიო და დამსახურებული პრეზიდენტის” წოდება მიენიჭა.
დონ სანტიაგო ბერნაბეუ იესტე

ფეხბურთის ქომაგებს კარგად მოეხსებათ, რომ მადრიდის “რეალმა” ყველაზე დიდ წარმატებებს, სწორედ გასული საუკუნის 50-იან წლებში მიაღწია. იმხანად, გუნდის შემადგენლობაში აღმოჩნდნენ ისეთი დიდოსტატები, როგორებიც დი სტეფანო, რიალი, ხენტო, რაიმონ კოპა, მარკინტოსი, სანტამარია, პუშკაში, სარაგა და დელ სოლი იყვნენ. მათი მონაწილეობით “რეალმა” ეროვნულ თუ საერთაშორისო ასპარეზზე არაერთი ტიტული დაისაკუთრა.
მოგეხსებათ, 1955 წელს სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონთა თასის(შემდგომში ჩემპიონთა ლიგა) პირველმა გათამაშებამ, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის სანტიაგო ბერნაბეუს. ტურნირის ფინალში, მადრიდელებმა ფრანგული “რეიმსი” დაამარცხეს და ყველაზე პრესტიჟული ევროტურნირის პირველი გამარჯვებულები გახდნენ. მას შემდეგ, “სამეფო კლუბმა” ჩემპიონთა თასი კიდევ ზედიზედ ოთხჯერ მოიგო.
ალფრედო დი სტეფანო

ფერენც პუშკაში

რაიმონ კოპა

ძლევამოსილ სვლას, “რეალი” 60-იან წლებშიც განაგრძობდა. თამაშის ულამაზესი სტილის გამო, რომელსაც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ქომაგი აღტაცებაში მოჰყავდა, გუნდს ფეხბურთის სპეციალისტები და მიმომხილველები “მადრიდულ ორკესტად” მოიხსენიებდნენ. იმხანად მის შემადგენლობას მეკარე ვისენტე, დიდი, ფელო, ატენსა, ლესმესი, ბარასალუსი, პანტალეონი და შვედი ფებურთელი სიმონსონი შეემატნენ.
1966 წელს, ევროპის ჩემპიონთა თასი მადრიდელებმა მეექვსედ მოიგეს, რის შემდეგაც, ამ ტურნირზე, წლების განმავლობაში წარმატებას ვეღარ აღწევდნენ. სამაგიეროდ, “რეალი” გამარჯვებას გამარჯვებაზე ზეიმობდა ეროვნულ სარბიელზე. მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მთავარი მწვრთნელის პოსტზე იუგოსლავიელი სპეციალისტის, მილიან მილიანიჩის დანიშვნა, რომელმაც შემადგენლობაში პაულ ბრაიტნერი, რობერტო მარტინესი, ხავიერ ურია და კანტერას სამი აღზრდილი: კამაჩო, ვიქტორი და ერედია მიიყვანა.
1978 წლის 2 ივნისს, სანტიაგო ბერნბაეუ გარდაიცვალა, რომელიც 35 წლის განმავლობაში მართავდა კლუბს. ლეგენდალური პრეზიდენტის ხსოვნის უკვდავსაყოფად, 1979 წლიდან ყოველწლიურად იმართება “სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის თასის” გათამაშება, რომელშიც “რეალიც” მონაწილეობს.
80-ან წლებში, “სამეფო კლუბის” ღირსებას ისეთი ცნობილი ფეხბურთელები იცავდნენ, როგორებიც კამაჩო, სანტილიანა, ხუანიტო, უგო სანჩესი, რაფაელ გორდილიო, ანტონიო მაკედა, ფრანსისკო ბუიო, მიჩელი, პარდესა, მარტინ ვასკესი, მანუელ სანჩისი, ბერნდ შუსტერი და ემილიო ბუტრაგენიო იყვნენ. 1989-1990 წლების სეზონში, “რეალმა” თავისი ერთერთი ყველაზე დიდი რეკორდი დაამყარა, როდესაც ესპანეთის ჩემპიონატში 107 გოლი გაიტანა. მათგან 38 უგო სანჩესის ანგარიშზე იყო.
უგო სანჩესი 

პაკო ბუიო

ემილიო ბუტრაგენიო

ბერნდ შუსტერი

ასევე დიდოსტატები ასპარეზობდნენ “რეალის” მაისურით გასული საუკუნის ბოლო ათწლეულში, 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან მადრიდული გრანდი ნამდვილ “ოცნების გუნდად” იქცა. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან “სამეფო კლუბის” მაისური ისეთმა სუპერ-ვარსკვლავებმა მოირგეს, როგორებიც რაული, რობერტო კარლოსი, ლუიშ ფიგუ, ზინედინ ზიდანი, რონალდო და სხვები იყვნენ. მაშინ გამოჩნდა “რეალის” ძირითადი მეკარის ამპლუაში ახალგაზრდა იკერ კასილასი, ხოლო კაპიტნის სამკლავურს ღირსეულად ატარებდა გუნდის ერთერთი ცოცხალი ლეგენდა, ფერნანდო იერო.
ზინედინ ზიდანი 

ლუიშ ფიგუ

რონალდო

მე-20 და 21-ე საუკუნების მიჯნაზე, “რეალმა” ყველაზე დიდ წარმატებებს ვისენტე დელ ბოსკეს(1999-2003) მწვრთნელობით მიაღწია. ამ პერიოდში, გუნდმა ორჯერ ესპანეთის ჩემპიონატში გაიმარჯვა, ორჯერაც ჩემპიონთა ლიგაში, ხოლო თითოჯერ ქვეყნის სუპერთასი, ევროპის სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო. ამის შემდეგ, მსოფლიო ვარსკვლავებით დაკომპლექტებულ გუნდს კრიზისის პერიოდი დაუდგა და მწვრთნელთა გაუთავებელი ცვლის მიუხედავად, ვერც ერთი ტურნირის მოგებას ვერ ახერხებდა.
უტიტულო პერიოდი 2006 წელს დასრულდა, როცა რეალის სათავეში ცნობილი იტალიელი სპეციალისტი ფაბიო კაპელო მოვიდა, რომელმაც რეალს პირველივე ჯერზე ესპანეთის ჩემპიონატი მოაგებინა. თუმცა ის ერთი სეზონის შემდეგ გაანთავისუფლეს და მის ნაცვლად გუნდს სათავეში გერმანელი სპეციალისტი ბერნდ შუსტერი ჩაუდგა.თუმცაღა არც მისი  მწვრთნელობის პერიოდი გამოდგა დამაკმაყოფილებელი... რაც მისი გუნდიდად დათხოვნის მიზეზად იქცა, გერმანელის შემცვლელად კი ხუანდე რამოსი მოიყვანეს, რომელმაც 19მატჩიანი წაუგებელი სერია გამოაცხო პრიმერაში თუმცა ჩემპიონატის ბოლო ხუთ ტურში აშკარად სასირცხვილო მარცხების გამო იგი გუნდიდან დაითხოვეს. ამჟამად გუნდს წვრთნის ჩილელი სპეციალისტი მანუელ პელეგრინი 
* * * 
 პრეზიდენტებისახელი და გვარი
ხულიან პალასიოსი 1900 - 1902 
ხუან პადროსი 1902 - 1904 
კარლოს პადროსი 1904 - 1908 
ადოლფო მელენდესი 1908 - 1917 
პედრო პარაგესი 1917 - 1926 
ლუის დე ურკიხო 1926 - 1929 
ლუის უსერა ბუგალალი 1929 - 1935 
რაფაელ სანჩეს გუერა 1935 - 1939 
ადოლფო მელენდესი 1939 - 1940 
ანტონიო სანტოს პერალბა 1940 - 1943 
სანტიაგო ბერნაბეუ 1943 - 1978 
ლუის დე კარლოსი 1978 - 1985 
რამონ მენდოსა 1985 - 1995 
ლორენსო სანსი 1995 - 2000 
ფლორენტინო პერესი 2000 - 2006 
რამონ კალდერონი 2006 -2008 
ფლოტენტინო პერესი 2009- მწვრთნელებიარტურ ჯონსონი 
1910-1920 
5 რეგიონალური ჩემპიონათი და 1 თასი 
ხუან დე კარსერი 
1920-1926
4 რეგიონალური ჩემპიონატი
პედრო ლორენტე
1926 (3 თვე ედგა გუნდს სათავეში)
ხოსე ანხელ ბერაონდო
-1927-1929 
2 რეგიონალური ჩემპიონატი
ხოსე კირანტე
”უნივერსიდად სპორტინგი”
1929-1930 
2 რეგიონალური ჩემპიონატი
ლიპო ხერცა
”ატლეტიკ ბილბაო”
1931-1932 
1 ლიგა და 1 რეგიონალური ჩემპიონატი
რობერტ ფირსში
”რასინგი”
1932-1934 
1 ლიგა და 2 რეგიონალური ჩემპიონატი
ფრანსისკო ბრუ
1934-1941 
2 თასი და 3 რეგიონალური ჩემპიონატი
ხუან არმეტი
”მურსია”
1941-1943 
რამონ ენსინასი
”ვალენსია”
1943-1945 
ხოსინტო კინსოსესი
ესპანეთის ეროვნული ნაკრები
1945-1946
1 თასი
ბალტასარ ალბენისი
”ესპანიოლი”
1946-1948 
1 თასი და 1 კოპა ევა დუარტე დე პერონი
ალექსანდერ კიპინგი
”ფულჰემი”
1948-1951 
ეკტორ სკარონე
უნგრეთის ეროვნული ნაკრები
1951-1952 
ხუან ანტონიო იპინია
”ვალიადოლიდი”
1952-1953 
ენრიკე ფერნანდესი
”მონტევიდეო”
1953-1954 
1 ლიგა
ხოსე ვილიალონგა
1955-1957 
2 ლიგა, 2 ჩემპიონთა ლიგა და 2 კოპა ლათი
ლუის კარნილია
”ნიცა”
1957-1959 
1 ლიგა და 2 ჩემპიონთა ლიგა
მანუელ ფლენტასი
”ფლამენგო”
1959 
მიგელ მუნიოსი
-1960-1974 
9 ლიგა, 2 ჩემპიონთა ლიგა და 1 საერთაშორისო თასი 
ლუის მოლოვინი
-1974 
1 თასი
მილან მილიანიჩი
იუგოსლავიის ეროვნული ნაკრები
1974-1977 
2 ლიგა და 1 თასი 
ლუის მოლოვნი
1977-1979 
2 ლიგა
ბუადინ ბოშკოვი
”სარაგოსა”
1979-1982 
1 ლიგა და 1 თასი 
ლუის მოლოვნი
-1982 
1 თასი
ალფრედო დი სტეფანო
”რივერ პლეიტი”
1982-1984 
ამარო ამანსიო
-1984-1985 
ლუის მოლოვნი
1985-1986 
1 ლიგა. 2 უეფას თასი და 1 ლიგის თასი
ლეო ბენხაკერი
”სარაგოსა”
1986-1989 
3 ლიგა, 1 თასი და 1 სუპერ თასი 
ჯონ ტოშაკი
”რეალ სოსიედადი”
1989-1990 
1 ლიგა
ალფრედო დი სტეფანო
”რივერ პლეიტი”
1990 
1 სუპერ თასი
რადომირ ანტიჩი
“სარაგოსა”
1991-1992 
ლეო ბენჰაკერი
”სარაგოსა”
1992 
ბენიტო ფლორო
”ალბასეტე”
1992-1994 
1 თასი და 1 სუპერთასი
ვისენტე დელ ბოსკე
1994-1995 
არსენიო იგლესიასი
1995 
ვისენტე დელ ბოსკე
1995 
ხორხე ვალდანო
”ტენერიფე”
1994-1996 
1 ლიგა
ფაბიო კაპელო
”მილანი”
1996-1997 
1 ლიგა
იუპ ჰაინკესი
”ტენერიფე”
1997-1998 
1 ჩემპიონთა ლიგა და 1 სუპერ თასი
გუს ჰიდინკი
ჰოლანდიის ეროვნული ნაკრები
1998-1999 
1 საერთაშორისო თასი
ჯონ ტოშაკი
”ბეშიქთაში”
1999-1999
ვისენტე დელ ბოსკე 
1999-2003 
2 ჩემპიონთა ლიგა, 2 ლიგა, 1 ესპანეთის სუპერ თასი, 1 ევროპის სუპერ თასი, 1 საერთაშორისო თასი
კარლუშ კეირუში
”მანჩესტერ იუნაიტედი”
2003-2004
1 ესპანეთის სუპერ თასი
ანტონიო კამაჩო
ესპანეთის ეროვნული ნაკრები
2004-2004
გარსია რემონი
2004-2004
ვანდერლეი ლუშემბურგო
“სანტოსი”
2004-200
ლოპეს კარო
2005-2006
ფაბიო კაპელო
”იუვენტუსი”
2006-2007
1 ლიგა
ბერნდ შუსტერი
”ხეტაფე”
2007-…
1 ლიგა
ხუან დე რამოსი 
2009
მანუელ პელეგრინი 
2009....  მადრიდის რეალის  ტიტულები ლა ლიგა (31) 1931-32, 1932-33, 1953-54, 1954-55, 1956-57, 1957-58, 1960-61, 1961-62, 1962-1963, 1963-64, 1964-65, 1966-67, 1967-68, 1968-69, 1971-72, 1974-75, 1975-76, 1977-78, 1978-79, 1979-80, 1985-86, 1986-87, 1987-88, 1988-89, 1989-90, 1994-95, 1996-97, 2000-01, 2002-03, 2006-07, 2007-08
 სამეფო თასი (17) 1904-05, 1905-06, 1906-07, 1907-08, 1916-17, 1933-34, 1935-36, 1945-46, 1946-47, 1961-62, 1969-70, 1973-74, 1974-75, 1979-80, 1981-82, 1988-89, 1992-93
 ჩემპიონთა ლიგა (9) 1955-56, 1956-57, 1957-58, 1958-59, 1959-60, 1965-66, 1997-98, 1999-00, 2001-02
 ევროპის სუპერ თასი (1)   2002
 უეფას თასი (2) 1984-85, 1985-86
 კოპა დე ლა ლიგა (ლიგის თასი) (1) 1984-85
 ესპანეთის სუპერ თასი (7) 1988, 1989, 1990, 1993, 1997, 2001, 2003
 საერთაშორისო თასი (3) 1960, 1988, 2002
 კოპა ლათინა (2) 1955, 1956
 რეგიონალური ჩემპიონატი (18) 1903-04, 1904-05, 1905-06, 1906-07, 1907-08, 1912-13, 1915-16, 1916-17, 1917-18, 1919-20, 1921-22, 1922-23, 1923-24, 1925-26, 1926-27, 1928-29, 1929-30, 1930-31
 პატარა თასი (2)   1952, 1956
 საზოგადოებრივი ტროფეი (5) 1931-32, 1932-33, 1933-34, 1934-35, 1935-36
 სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის თასი (18) 1981, 1983, 1984, 1985, 1987, 1989, 1991, 1994, 1995, 1996, 1997, 1998, 1999, 2000,
2003, 2005, 2006, 2007
   მადრიდის "რეალის" რეკორდებიესპანეთის ჩემპიონის ყველაზე მეტი ტიტული: 31
ზედიზედ მოპოვებული გამარჯვებები: 27 (1968-69 და 1988-89)
ჩემპიონატში მოპოვებული ყველაზე მეტი გამარჯვება: 28 (1987-88)
ჩემპიონატში სტუმრად მოპოვებული ყველაზე მეტი გამარჯვება: 11 (1986-87)
ჩემპიონატის მატჩებში შინ ზედიზედ მოგებული ყველაზე მეტი შეხვედრა: 24 (1988-89 წლების სეზონიდან 1989-90 წლების სეზონამდე)
ჩემპიონატის მატჩებში სტუმრად ზედიზედ მოგებული ყველაზე მეტი შეხვედრა: 7 (1960-61)
ჩემპიონატში ზედიზედ მოგებული ყველაზე მეტი მატჩი: 15 (1960-61)
ჩემპიონატის ზედიზედ წაუგებელი საშინაო მატჩები: 121 (1956-57 წლების სეზონის XXIII ტურიდან 1964-65 წლების ჩემპიონატის XXV ტურამდე)
ჩემპიონატში შინ ზედიზედ მოგებული შეხვედრები გოლის გაუშვებლად: 7 (1984-85)
ყველაზე მეტი გოლი ესპანეთის ჩემპიონატში: 107 (1989-90)
ყველაზე ცოტა გაშვებული გოლი ჩემპიონატში: 15 (1931-32)
ყველაზე დიდი ანგარიშით საშინაო მოგება: 11:2 ("ელჩესთან" 1959-60)
ყველაზე დიდი ანგარიშით სტუმრად მოგება: 7:1 ("სარაგოსასთან" 1987-88)
ყველაზე დიდი ანგარიშით საშინაო მარცხი: 0:6 ("ბილბაოსთან" 1930-31)
ყველაზე დიდი ანგარიშით სტუმრად მარცხი: 1:8 ("ესპანიოლთან" 1929-30)
ყველაზე მეტი ფრე სეზონზე: 15 თამაშში (1978/79)
სეზონი, როდესაც მადრიდის რეალმა მოიგო ყველა საშინაო მატჩი: 3 სეზონი (1959/60; 1962/63; 1985/86)
ყველაზე დიდი სხვაობა ქულებს შორის პრიმერა დივიზიონში პირველ და მეორე ადგილს შორის: 12 ქულა
საინტერესო ფაქტები 
* მადრიდის რეალი არასოდეს გავარდნილა ესპანეთის პრიმერა დივიზიონიდან.
* ყველაზე ცუდი სეზონი იყო 1947/48 წწ როდესაც რეალმა ჩემპიონატი დაასრულა მეთერთმეტე ადგილზე.
* 1977 წლიდან თეთრებს არასდორს დაუმთავრებიათ ჩემპიონატი მეექვსე ადგილის ქვემოთ
* სანტიაგო ბერნაბეუ, რომლის სახელსაც ატარებს მადრიდელების სტადიონი, იყო მადრიდის რეალის მოთამაშე, მწვრთნელი და პრეზიდენტი.
* მადრიდის რეალს ყავდა 22 სხვადასხვა პრეზიდენტი, რომელთაგან ყველაზე დიდხანს, 1943 წლიდან 1978 წლამდე იყო სანტიაგო ბერნაბეუ.
* მადრიდის რეალში თამაშობდა 765 ფეხბურთელი, რომელთაგან 583 იყო ესპანელი, დანარჩენი კი მსოფლიოს 31 სხვადასხვა ქვეყნიდან. This post has been edited by NK-407 on 8 Oct 2009, 17:26  
მიმაგრებული სურათი