Thug N Hurmony
Bone Thugs N Harmony-ელების კიდევ ერთი პროექტი, დუეტი–Bone Brothers წარმოადგენს Layzie–ს და Bizzy–ს ერთობლივ ნამუშევარს, უფრო სწორედ რომ ვთქვათ ეს რაღაც ჯგუფსა და სოლო მომღერლების გაერთიანების შორის მდგარი ერთჯერადი კოლექტივია. რამოდენიმე თვის წინ ინტერნეტში კლივლენდელი რეპერების ოფიციალურ საიტზე განთავსდა ინფორმაცია რომ Bone Thugs-ები და Outlawz-ელები გააკეთებენ საერთო კოლექტივს და მათ Thug Brothers–დაერქმევა, ეს ამბავი როგორც ჩანს მხოლოდ ერთი სტატიით შემოიფარგლა და Outlawz–ები უბრალოდ ამ ალბომზე გამოჩენდნენ, ასევე აღსანიშნავია ბიზი–სთან ნაკომფლიქტარი Krayzie Bone–ს გამოჩენა ამ ალბომზე.
ალბომში 14 ტრეკია, ყოველი მათგანი რაღაც ნაზავია კლასიკური Bone-ური შესრულების და მეინსტრიმული პოპ–რეპის, ალბათ ალბომი ჩაფიქრებულია ფართო მასებისათვის მოსასმენად, მაგრამ მაინც ონდავ შორს დგას დღესდღეისობით პოპულარული შემსრულებლებისაგან, არც Neptunes–ებს არ გაუკეთებიათ ინსტრუმენტალები, არც Lil Jonh–არ ღრიალებს არსად და არც 50–არ ადებს ბეკ ვოკალებს, მოკლედ რომ ვთქვათ ალბომში არც ერთი ისეთი ადამიანი არ მონაწილეობს რომელიც დღეს მილიონობით დისკებს ყიდის. ამის ნაცვლად ალბომში მონაწილეობენ Outlawz, Krayzie Bone, Wish Bone და კიდევ რამოდენიმე ადამიანი. ზოგადად რომ ვთქვათ ალბომი კარგი არის ოღონდ ერთჯერადი მოსმენისათვის, არამგონია რომ ამ ალბომში შესული 14 ტრეკიდან უმეტესობა სიმღერები ვინმეს მოეწონოს, ალბათ მხოლოდ იმ ხალხს ვინც რთული შესრულებისაგან ესთეტიურ სიმოვნებას იღებს, ანუ პოპულარულ ენაზე რომ ვთქვათ ეს ალბომი რომ მოგეწონოთ Bone Thugs N Harmony–ს ყველა ალბომი უნდა მოგწონდეთ. გადავიდეთ სუბიექტურ, მაგრამ სამართლიან შეფასებაზე: გაფორმება:3, შესრულება:5 ინსტრუმეტალები:4 ლირიკა:4, მოკლედ რაღაც 4–ზე მეტი და 5–ზე ნაკლები, არც თუ ისე კარგი სიმღერებია: Everyday, Blow You Away, Dick Rider, არც თუ ისე ცუდი სიმღერებია: Complicated, Real Life და What’s Friends

01. Intro
02. Like me
03. What’s Friends
04. Dick Riders
05. No rules
06. Felicia Skit
07. Give it to me
08. Need Your Body
Bone Thugs N Harmony-ს ექს წევრის, ბაირონ მაქ ქეინის (Byron McCane) ანუ Bizzy Bone–ის რიგით მესამე ალბომი, გამოვიდა 2004 წლის ბოლოს, დღეს ჩვენ ამ ალბომს ვიხილავთ.
წამოვიდა თუ არა ბიზი Bone Thugs–იდან არავინ ზუსტად არ იცის, ერთ ინტერვიუში ის ამბობს რომ ის ცალკეა, მეორეში რომ ის მათთან ერთად არის, ასეთ გაუგებრობაში გამოდის „ალფა და ომეგა“, ბიზის მესამე დამოუკიდებელი სოლო ალბომი, მას ნაკლებად ცნობილი კომპანია Bungalo უშვებს, როგორც თვითონ რეპერი ამბობს:
”Ruthless Records–მა ჩვენ გამოგვიყენა და მაგათთან არანაირ ურთიერთობას აღავ ვიჭერ, Bungalo კი ჩემი მომავალია...“
გარეკანზე გამოსახული კაცი (თავიდან ძნელი მისახვედრია რომ ეს ამ ალბომის ავტორია) დგას მისტიურ პოზაში და გაშლილი ხელებიდან ციფრი 7 ანათებს, ჩვენთვის უცნობია რა დატვირთვას ატარებს ეს ყველაფერი და ალბათ ეს არავის არც ადარდებს რათგან ინტერნეტში ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მოიძიება, მთავარია რა არის შიგნით. CD–ზე 14 ტრეკია, ჩემის აზრით ძალიან დაუმუშავებელი და გაუაზრებელი, ალბომის მოკლე შინაარსი ასეთია: მე ყველა მერჩის, ყველას ჩემი მოკვლა სურს, Bone Thugs არ არიან კარგი ხალხი, არც Ice Cube არის კარგი ადამიანი მაგრამ მე იარაღი მაქ, მე კლივლენდის განგსტერი ვარ, თქვენ უნდა ხედავდით ჩემში ადამიანს რომელსაც სული ტკივა, გახსოვდეთ მე სროლაც ვიცი.
მოკლედ ბიზი ბრაზილიური ტელესერიალის ტიპიურ „ცუდიანად“ გვევლინება რომელიც გულში „კაიანია“ უბრალოდ მას ვერავინ ვერ უგებს და ამიტომაც ის სვავს და ეწევა და დადის იარაღით. ალბომი არა თუ მოლოდინს არ ამართლებს არამედ პირიქით ყველანაირ წარმოდგენას გვიკარგავს შემსრულებელზე, ძალიან ცოტაა უსწრაფესი შესრულება, რომელიც ბიზის და საერთოდ „ბოუნებს“ სჩვევიათ, ძალიან ცოტაა კარგი ინსტრუმენტალები და თითქმის არ არის საინტერესო ტექსტები,მთელ ალბომში ერთი და იგივე „დრამატული“ თემა ტრიეალებს საწყალი მაგრამ მილიონერი განგსტერის მძიმე ცხოვრების შესახებ, მოკლედ არანაირი სიახლე, ეს ალბომი წინა (ძალიან ძლიერ) ალბომებს აშკარად ვერ ავსებს და პირიქით მათ აფუჭებს, მოკლედ ეს ალბომი ნამდვილად ძალიან დიდი შეცდომა იყო.
გაფორმება:3 ლირიკა:3 შესრულება:4 ინსტრუმენტალები:3 (ეს წინა ალბომებთან შედარებით). ყველაზე ცუდი ტრეკებია: თითქმის ყველა, განსაკუთრებით: Not afraid, Capo, My niggaz, Everywhere I go, Better run better hide, შედარებით უკეთესი ტრეკებია: Die 4 u, All in together და Thug world.

01. No intro
02. Not afraid
03. Die 4 u
04. Murdah
05. Capo
06. Tha streets
07. My niggaz
08. Thug world
09. I understand
10. We play
11. All in together
12. Everywhere I go
13. Sit back relaz
14. Better run, better hide