მახსოვს ადრე ტვ-ში თვალი და ყური მოვკარი, რომ BBC-ზე გადიოდა გადაცემა, სადაც მოყავდათ 10-მდე სხვადასხვა ექსპერტი და უჩვენებდნენ ადმიანის ფოტოს. მათ უნდა გამოეცნოთ, რას წარმოადგენდა ეს პიროვნება, რა ახსიათებდა, და მოკლედ რაც შეიძლება მეტი გამოევლინათ იმ ერთი ფოტოს საფუძველზე. მათ მსჯელობებს აჩვენებდნენ და ყველაზე მეტი ეფექტი ამას ქონდა.
აქ დავდოთ ესეთი ფოტოები, და სანამ არ გამოვიცნობთ ვის წარმოადგენს ის, იქამდე ახალი არ დაიდოს. ყველაზე საინტერესოა თქვენი მსჯელობები, რატომ ფიქრობთ იმას, რასაც ფიქრობთ. სწორი პასუხიოს გაჩენის შემდეგ უნდა დაწეროს კითხვის ავტორმა ამ ადამიანის ბიოგრაფია, ნუ რა თქმა უნდა ძაან ვრცელი არა. უფრო სწორედ, მოკლე.
ამ თემაში სავარაუდოდ გამოიკვეთება გარეგნობასთან დაკავშირებული სტრეოტიპები, ზოგადი მახასიათებლები და მოკლედ საინტერესო იქნება რა. იმედია

სანამ ვინმეს აარჩევთ, ჯერ გაეცანით მის ბიოგრაფიას, ფსიქოტიპი დაადგინეთ (შეძლებისდაგვარად).
აქ ხომ მარტო პროფესიების გამოცნობა არ ხდება. მთლიანად ამ პიროვნებაზე უნდა ვიმსჯელოთ ყველა მიმართულებით.
ესაა ერთი საკმაოდ ცნობილი ადამიანის ფოტო, რომლემაც თავის საქმიანობაში ფაქტიურად რეკორდი დაამყარა. ვისაც რამენაირი შეხება აქვს იმ სფეროსთან, სადაც ამ კაცმა სახელი გაითქვა, ალბათ ეგრევე მიხვდება ვინცაა. მაგრამ ამ ადამიანებმა სასურველია არ დაწერონ.

კარგი იქნება თუ არ გადაიტანს მოდერი ამ თემას სხვაგან.
This post has been edited by Doloress on 25 Mar 2009, 17:37