სანამ ძირითად თემაზე გადავიდოდე, მინდა განვაცხადო რომ არსებობს ერთი რუსეთი და ნორმალურად მოაზროვნე ადამიანთა მცირე ჯგუფი, რომელსაც ადრე დისიდენტებს ეძახდნენ. დღევანდელი დისიდენტების 90% "საბჭოეთის" დროიდან მოდიან (ალეკსეევა, პონომორიოვი, ნოვოდვორსკაია, დანიელი და სხვები). მათ რიცხს დაემატნენ "ახალი თაობის" რუსი დისიდენტები - პიონტკოვსკი, პოლიტკოვსკაია, ილარიონოვი და სხვები. ისევე როგორც საბჭოთა პერიოდის კგბ, დღევანდელი რუსული ფსბ მათ სამშობლოს მოღალატეებათ ნათლავს.
ის ფაქტი, რომ "ძველი" დისიდენტები დღემდე აქტიურად განაგრძობენ მუშაობას, იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთი გახლევავთ სსრკ-ს არა მარტო სამართალმემკვიდრე, არამედ იდეოლოგია-ფასეულობების მემკვიდრეც. შეიძლება კიდევ უფრო დამახინჯებული და აგრესიული ფორმითაც. და აი რატომ
ვისაც საბჭოეთის დროს უსწავლია სკოლაში, ახსოვს რომ სკოლის ისტორიის პროგრამა გვერდს უვლიდა ისეთ მოვლენებს როგორებიცაა წითელი ტერორი, საქართველოსა და ამიერკავკასიის რესპუბლიკების ანექსია, კოლექტივიზაცია, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი, ფინეთის ოკუპაცია, ექიმების საქმე და სხვა.
დღევანდელი რუსული იდეოლოგია კი ცდილობს ახალგაზრდა თაობას ჩაუნერგოს აზრი რომ წითელი ტერორი აუცილებლობა იყო, კოლექტივიზაცია და გლეხობის შიმშილით ამოწყვეტა (გოლოდომორი) ინდუსტრიალიზაციის "გვერდითი მოვლენა" გახლდათ, რიბენტროპ-მოლოტოვის შეთქმულება და სევერენული სახლმწიფოების (ბალტიისპირეთის რესპუბლიკების) ტერიტორიაზე შეჭრა - მხოლოდ სამართლიანობის აღდგენას და ისტორიულად რუსული მიწების დაბრუნებას ემსახურებოდა. რაც შეეხება ოცდაათიანი წლების რეპრესიებსა და მილიონობით ხალხის გაწყვეტას - ეს თურმე ისტორიული აუცილებლობა ყოფილა.
ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი არ არის დუგინის ან რომელიმე რუსი შოვინისტის ნააზრები, ეს გახლავთ
რუსული სასკოლო პროგრამის კონცეფცია
მე მივმართავ იმ ხალხს, ვინც რუსეთთან "ურთიერთობის აღდგენისკენ" მოუწოდებს - დავიჯერო ოჯახში, ნათესაობაში, საგვარეულოში არ გყავთ სსრკ- მიერ რეპრესირებული ადამიანები? როგორ თვლით - მათი გადასახლება-დახვრეტა მართლა "აუცილებლობა" იყო? დაფიქრდით ამაზე
This post has been edited by georgeska on 25 Oct 2009, 04:42