#16155717 · 26 Oct 2009, 13:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
chixuaxua რა თქმა უნდა გაქვს უფლება, საერთოდ მიმაჩნია, რომ თუკი დამსაქმებელმა უნდა იცოდეს კანდიდატის სამუშაო სტაჟის შესახებ, ასევე კანდიდატმა უნდა იცოდეს, რა სამუშაო პირობებს სთავაზობენ, ხელფასი რამდენია, რა ორგანიზაციაა და ასე შემდეგ. ეს არის მომავალი შრომითი ურთიერთობის დასაწყისი და ორივე მხარეს ნათელი წარმოდგენა უნდა ჰქონდეს სამუშაო პირობებზე, რაც სამწუხაროდ არ ხდება ხოლმე პრაქტიკაში ანუ ჯერ გააგზავნინებენ ადამიანს მონაცემებს იმის იმედით, რომ იქნებ დაიბარონ და შემდეგ თუკი "გაუმართლებს", ადგილზე ხდება დეტალების გარკვევა. სამწუხაროდ, ხდება ხოლმე ისეთი პირობების შეთავაზება, რაც კანდიდატისთვის მიუღებელია და ამას მოსდევს იმედგაცრუება და გულის დაწყვეტა, რაში დაკარგა დრო, ა.შ.
This post has been edited by nutsiko on 26 Oct 2009, 13:22
|