#16435488 · 12 Nov 2009, 22:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
როგორი ალელები ექნება ყვითელთესლიან ბარდას, რომელიც თვითდამტვერვით გამრავლებისას თაობათა რიგში მხოლოდ ყვითელ თესლებს ივითარებს? მწვანეთესლიანს?
რა შემთხვევაშია შესაძლებელი გენოტიპის გამოცნობა ფენოტიპის მიხედვით სრული დომინირების დროს?
რა კავშირია გენსა და ალელს შორის?
რატომ იყენებენ რეცესიულ ჰომოზიგოტურ ფორმას გამაანალიზებელი შეჯვარების დროს?
შესაძლებელია თუ არა უცნობი გენოტიპის დადგენა გამაანალიზებელი შეჯვარების გარეშე ჯვარედინამტვერია მცენარის შემთხვევაში?
ბოცვერის ბეწვის შავი შეფერილობა ყავისფერზე დომინირებს. რა სახის შეჯვარებით დაადგენთ შავი ბოცვერის გენოტიპს?
როგორი შთამომავლობა მიიღება ვარდისფერი და წითელი გულისაბას შეჯვარებისას?
რომელი ალელების მატარებილი გამეტები უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს, რომ ფენოტიპი ყვითელი და დანაოჭებული ყოფილიყო? დაწერეთ ყველა ვარიანტი
გამოიჩეკებოდა თუ არა შავი და გრძელფრთიანი დროზოფილა, კროსინგოვერი რომ არ ხდებოდეს?
რა მოვლენამ გამოიწვია ერთ ქრომოსომაში არსებული შეჭიდული გენების სხვადასხვა გამეტაში მოხვედრა?
დროზოფილას რომელი ფენოტიპები შეიძლება ჩაითვალოს რეკომბინანტებად ზემოთ განხილულ მაგალითებში? \
როგორ აღნიშნავენ აგებულებით განსხვავებულ, ორმხარა ქრომოსომას? მის ჰომოლოგიურ ქრომოსომას?
რა ეწოდება ქრომოსომათა იმ წყვილებს, რომლებიც ერთნაირი აქვთ მდედრებს და მამრებს? განსხვავებულ წყვილებს?
რა მსგავსებაა დროზოფილას და ადამიანის კარიოტიპებს შორის? ღოდის განისაზღვრება ორგანიზმის სქესი?
რა განსაზღვრავს ადამიანის სქესს?
როგორ ფიქრობთ, ჰგავს თუ არა დროზოფილას სქესი განსაზღვრის მექანიზმი ადამიანისას?
გთხოვთ ამ კითხვებზე პასუხები გამაცემინეთ
|