ნუ რატომ ვხსნი ამ თემას, მხოლოდ იმიტომ რომ ბევრმა გაიგოს რა რისთვის იქმნება, ცოტა დაეხვეწოს გემოვნება (და ა.შ.), რაც საერთო ჯამში აქ გაჩენილ საბავშვო ბაღს ცოტა დაასერიოზულებს და აქ შემოსვლას უფრო სასიამოვნოს გახდის

ეხლა პრობლემა რა არის - ვისაც აზროვნება, კითხვა და წერა ეზარება ან არ შეუძლია ვთხოვ საერთოდ ნურაფერს ნუ დაწერს

გვერდზე თემაში იყო საუბარი რაღაც ბრაბუს ბეტმენ ქარზე, თვით ეშკა ბიტურბო, ტაქსისტი გივიას სტოდვაცატჩეტვერტის ძმა მანქანა, დედისგლანდები და მთელი ამბები. ხოდა ფასიც დაიწერა - 700,000 ევრო თუ რაღაც ეგეთი და ბევრი კიდევ საყვედურს ამბობდა - ეს მანქანა რომ არ მოგეწონებათ რაღაზე უნდა გელაპარაკოთო?
ხოდა დავიწყოთ იქიდან თუ რა ავტომობილების ფასს ურტყამს ეს ###ობა და რატომ გამოდის და რატომ იყიდება რაც მთავარია. დაახლოებით ეგეთ ფასში არც მეტი და არც ნაკლები მოდის: ყველაზე ძვირი და მაგარი იტალიური ავტო - Enzo, ყველაზე ძვირი და მაგარი გერმანული ავტო - Mirage GT, ორი თუ არა ერთი შვედური სუპერქარი მაინც - Koenigsegg CCXR მაგალითად, 2 Murcielago LP640 და ა.შ.

მაგრამ მაინც ამ ფასში ბრაბუსი აკეთებს ავტომობილს და ეყიდება. რაც მთავარია, ეს ავტომობილი რაც არ უნდა გაბერო ტურბინებით (ჯერ ბიზნესკლასის სედანზე 800 ცხენის დედამოვტყან, ხამობაა...) და სამხრეთაფრიკული მაჩვზღარბას ტყავით გაკეთებული სალონით გააწყო მაინც დარჩება ეშკა, 1 რიგითი ბიზნეს კლასის ავტომობილი, რაც ქალაქში (ნორმალურ ქალაქში) ერთი უბრალო, ჩვეულებრივი მანქანაა. ანუ ამდენ ფულს ყრი ნაგავში, ისევ და ისევ იაფფასიან კონსტრუქციაში...
ხოდა აღფრთოვანებული უნდა დარჩე შავი ფერით, იშვიათ ხეში (გეგონება ავეჯი იყოს) გაწყობილი სალონით და ოპელ ომეგას დამსგავსებული უკანა საბურავების 'კარბონის დამცველით' ???
- ბრაბუსს შიგ ხომ არააქვს?
- არა, იმიტომ რომ ასეთი ავტოები გამოდის სპეციალური ნიშისთვის (ანუ Niche), მოკლედ ### ნიშისთვის რა, ფანატიკოსი და ბრმა ხალხისთვის, რომელიც ვერ აზროვნებს იმას რომ ყიდულობს იმავე კონსტრუქციას რაც ქალაქში მოძრავ ერთერთ უბრალო ავტომობილს აქვს. ნუ რა თქმა უნდა იმას მოფიქრება უნდა რომ ამაზე ნაკლებად აიწყობს მაიბახ 62-ს ანდა RR ფანტომს, რომლებიც სხვა თუ არაფერი მხოლოდ ემბლემით ჯობია ბეტმენს...
ეს მაგალითი იყო ამ E-ზე და ეხლა მივუდგეთ G-Power-ს (იგივე Gandon-Power-ს, ხამების მანქანას ან როგორც გინდათ ისე დაუძახეთ). ანუ კომპრესორის გამო მანქანის ფასი მემგონი გააორმაგეს - არადა რა ჩემი ფეხებია ჯერ თვითონ ეგ ფირმა, Schnitzer-ის ან თუნდაც Alpina-სგან განსხვავებით არც ავტოსპორტში მოპოვებული წარმატება და არც ისტორია არ გააჩნია. მაგრამ სამაგიეროდ ფანატიკოსების თვალში "უძლეველის" ტიტული მიიღო, ბენვეს იდეოლოგიის დამცველი.... ნუ რატომ იხდიან ამდენ ფულს და ამდენი ფულით რისი ყიდვა შეიძლება რა თქმა უნდა მაგაზე არავინ არ ფიქრობს - G უკვე კერპია!
ხოდა მსოფლიოში არსებობს ასეთი ხალხი, ასეთი ნიშა (21-ე საუკუნეში გაჩნდა) და იმიტომაც გამოდის სწორედ ასეთი მანქანები

თორემ ფასები საკმაოდ დაბალანსებული და იდეალური იყო 21-ე საუკუნემდე... მაგალითაც გამოდიოდა E30-ის M3 ე.ი. იყო M3 და არანაირი დეგრადირებულ-დაკომპრესირებული სირობა, იყიდებოდა თავის ფასში და თავის კლასშიც მშვენიერი მანქანა იყო

იყიდებოდა ასევე Diablo, 959, F40 და ვერც ვერავინ ბედავდა (მითუმეტეს ბიზნეს კლასის ავტომობილი) მათთან კონკურენციის გაწევას...
კიდევ 1 - მაგალითაც რას იძლევა Hamann-ი? ანუ აჩვენებს ვინ არის ###, ტიპი რო ადგება და Ferrari-ს ზნაკს მოხსნის და ხამანს მიარჭობს... მერე რო გაიჩითება გრუზავიკი ექსშესტი და ეგეთი და ზუსტად იგივე სიმბოლო რომ ექნება რაც შენ

სა-Tuning-ო ატელიე რომელიც შედეგს იძლევა არის HKS, Greddy და მსგავსები, თუნდაც თავიანთი ცალკეული პროდუქტების გამოშვებით - რაც რეალურად ცვლის ავტომობილს და ფასსაც შესაბამისს - რეალურს უმატებს. ასევე დიდ პატივს ვცემ პორშეს ატელეებს: აწერია Ruf, 9ff, Gemballa ე.ი. ნიშნავს რომ არის ისევ პორშე, უბრალოფ მაღალი კლასის. ყველა მათგანი ფასის შესაბამის გაძლიერებას და მღერძავი მონსტრის გაჩენას ნიშნავს და გადახდილი პრემიუმიც ტყუილად არ არის.
ხოდა როგორც ვამბობდი 21-ე საუკუნემ მნიშვნელოვნად შეცვალა ადამიანთა გემოვნება (დაამახინჯა), შესაბამისად შეიქმნა დამახინჯებული ავტოები, შესაბამისად მარკეტოლოგებმა (ავტომწარმოებლის ცუდი არ ეყოლებათ) გამოთვალეს, შემდეგ უბრძანეს კონსტრუქტორებს რომ შეექმნათ ავტომობილი ### ნიშისთვის, შემდეგ გამოვიდა ავტომობილი - (ბრაბუს ეშკა-ბეტმენ & Gandon-Power empiat), რომელისაც სუპერქარების და საუკეთესო ავტომობილების ფასი ედო და ამის შემდეგ გაიყიდა კიდევაც

ნუ გაყიდვის მერე გაჩნდა ვიდეო, და ჩვენ ფორუმზეც გაჩნდა ფანატიკოსების სიყვარული და ჩახუტება, მაგალითაც მოყვანა და პირზე დაკერება G-ს დრაგაობების და ჰონდას პირველობის...
რაც დავწერე თუ ვინმემ გაიაზრა დამეთანხმება რომ სიმართლეა