მოკლედ ჩავხედე ერთხელაც 2009 წლის 23 ოქტომბრის ნომერს და ქართული ფეხბურთის განყოფილებაში ასეთ სტატიას წერს ერთი გენიალური ადამიანი
ნუ რაღაც კარიკატურა იყო დახატული, რომელზეც ვივარაუდე რომ ღიპიანი ფედერაცია-ხელმძღვანელობა-მწვრთნელობაა დახატული, თუ როგორ ქეიფობენ მდინარის ნაპირზე და გვერდზე აქვთ გადადებული თავიანთი საქმე
მაგრამ ნურას უკაცრავად, კი მეგონა რომ ეს იყო კრიტიკა მიმდინარე, ან წინა, ან რომელიც გინდათ იმ ფედერაციის სასტავისა, მაგრამ მწარედ ვცდებოდი რადგან სტატია მთავრდება ასეთი სიტყვებით:
"და კიდე, ახალი მწვრთნელის დასახელებას ჯერ მაინც ნუ ვიჩქარებთ. მე, მაგალითად, ფედერაციას ასე ვურჩევდი: შეაგროვოს სამი-ოთხი კანდიდატი და სადმე მცხეთაში წაიყვანოს - აი, საგურამოსკენ რო მიდიხარ და მარჯვნივ ჩასახვევი რო არის. აიღონ ზაკუსკა, შემწვარი, ღვინო-არაყი, ხაჭაპური ნა ვერტელე (ოღონდ, მანდ თუ აკეთებენ, არ ვიცი) დაილაპარაკონ, მოეფერონ ერთმანეთს და ყველაფერი იქ გაირკვევა. ამასობაში, იქნებ, ვინმემ ესესერიც აღადგინოს!"
ჯერ ღადაობა მეგონა
კიდევ არის მარგალიტები ამ სტატიაში, მაგალითად ამ სტატიის ავტორი პატრიოტი და კაი ჯიგრიანი კაცი პირდაპირ გვაგინებს ქართველებს:
"მერე, ბიჭო, დაიწყებენ რაღაც თანამედროვე სისტემებზე ლაპარაკს:"ესე გადაეწყვე, ისე გადაეწყვე, ძველებური დაცვა ითამაშე, მოედნის მესამე მესამედი აითვისე... იმას კი არ უყურებენ, რომ ჩვენთან ხალხს ეგ მათემატიკა ჯერ კიდევ სკოლაში სძულდა. მიდი რა, კაცურად, დუბლივეს მიაწექი... თუ რა ჰქვია იმას... ნუ, რაც იცის აქ ხალხმა. გააკატავე ბურთი, სტენკა გამითამაშე, აბვოდი გააკეთე. აზრზე ხარ - ისინი თუ სამნი უტევენ და ჩვენ ოთხნი ვართ, ასე უნდა დავლაგდეთ, ისინი თუ ორნი არიან და ჩვენ სამნი - ისე, ისინი თუ ხუთნი არიან და ჩვენ... ე! სიუ! თქვენ ხომ არ გაუბერეთ იმ საზღვარგარეთ?! მაგას ჩვენთან უნივერსტიტეტში... უნივეტირსეტში... უნივერისტეტში... ნუ, სადაც არი, კარგად იქაც ვერ იგებენ და შენ გინდა ფუტბალისტმა გაიგოს?"
კიდევ რამდენიმე მაგარი ადგილი:
"არადა, ჩვენი ფეხბურთი იმათისგან(შენიშვნა: საზღვარგარეთულისგანო ანუ) სწორედ მაგით განსხვავდება: იმათთან ოთხი-ოთხი-ორია, ჩვენთან - ჯიგარი, იმათთან, ოთხნი ხაზზეა, ჩვენთან - ქართველობა. კაცს კაცურად უნდა მიუდგე, თორემ შეტევის დროს შუაში შედი და დაცვის დროს კრაიზე გადადიო, რომ იტყვი, ეგ ვის რად უნდა?!"
მაგრამ განსაკუთრებულად რაც მომეწონა არის ეს, ბოლო ფრაზა უფრო:
"ჩვენ ჩვენი ჯიგარი და სიყვარული გვჭირდება, თვალებში რომ შეგხედავს და რომ გაგიგებს. უცხოელებს ხო არ გადავაყოლებთ ქვეყანას?! ბოლო-ბოლო, მაინც ხო ყველანი ერთად რესტორანში უნდა წავიდეთ."
ლელო როგორც ვიცი ერთ-ერთი გავლენიანი გაზეთია ქართულ სპორტულ პრესაში (

), სამარცხვინო არაა?

აგერ ვისაც მთლიანად უნდა:
http://www.opentext.org.ge/09/lelo/252/252-12.htm This post has been edited by Lateralus on 26 Oct 2009, 10:35