#16225315 · 30 Oct 2009, 16:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საქართველოში ბოლო დროს მენინგიტით დაავადებულთა შესახებ თითქმის ყოველდღიურად ვიგებთ. საზოგადოების ინტერესი, ისე როგორც შიში ამ დაავადების მიმართ, დიდია. რამდენად ემუქრება თვითოეულ ჩვენგანს მენინგიტით დაავადება და არის თუ არა ეპიდემია საქართველოში, ამ კითხვით საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, პაატა იმნაძეს მივმართეთ:
- მართალია მენინგიტის შემთხვევები გვაქვს, მაგრამ ეს არამც და არამც არ არის ეპიდემია... თქვენ რომ გადახედოთ არქივს, ნახავთ, რომ ყოველწლიურად ავადდებიან მენინგიტით ადამიანები. წელს სულ 102 შემთხვევა გვქონდა, შარშან - 170. აქედან მენინგოკოქცემიის შემთხვევა წელს 27 იყო, შარშან - 33. ამდენად ეს რიცხვი საგანგაშო სულაც არ გახლავთ.
- რამდენი ადამიანი გარდაიცვალა მენინგიტით წელს? - ბოლო შემთხვევა მეათე იყო. შარშანდელთან შედარებით ეს რიცხვი ცოტა დიდია.
- რა განსხვავებაა მენინგიტსა და მენინგოკოქცემიას შორის? - მენინგიტი თავის ტვინის გარსის ანთებაა და შეიძლება სხვადასხვა დაავადების გართულებით გაჩნდეს. მენინგოკოქცემიის დროს მიკრობი გადადის სისხლში და თავის ტვინის გარსის ანთებასთან ერთად იწყება სისხლის მოწამვლაც - სეფსისი.
- მას შემდეგ რაც თბილისის სკოლებში რამდენიმე ბავშვი დაავადდა, მშობლები შიშობენ, რომ მენინგიტი მათი შვილებსაც გადაედება. - მენინგიტი გადამდები არ არის. რაც შეეხება მენინგოკოქცემიას, საზოგადოების 1% ყოველთვის ატარებს ამ მიკრობს, მაგრამ არ ავადდება. 1000 მიკრობის მატარებელი ადამიანისაგან 990 საერთოდ ვერ გრძნობს დისკომფორტს, 9 ადამიანს შეიძლება ყელი სტკიოდეს მსუბუქად და მხოლოდ ერთს უვითარდება მენინგოკოქცემია. რაც შეეხება გადადებას, ათი წლის წინ იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა დაავადებულის ძმა აღმოჩნდა მიკრობის მტარებელი, მაგრამ ისიც არ დაავადებულა, მხოლოდ ლაბორატორიულმა გამოკვლევამ აჩვენა დადებითი პასუხი.
- დაბოლოს, ჩვენ ვიცით, რომ სკოლებში, სადაც შემთხვევები დაფიქსირდა, ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაო. რამდენად მდგრადია მენინგოკოქცემიის მიკრობი, დიდხანს ძლებს ის გარემოში? - ეს მიკრობი ძალიან არამდგრადია და დეზინფექციის გარეშეც ძალიან მალე იღუპება. გადადების ვარაუდი ფაქტობრივად არ არსებობს... სპეციალური დამუშავების შემდეგ, მითუმეტეს არაფერია საშიში...
--------------------
“War is peace. Freedom is slavery. Ignorance is strength.”
|