დავით ბაქრაძე - მეორე არხზე თანაბარი დრო ექნებათ კვალიფიციურ პოლიტიკურ პარტიებს
ავტორი - Gevision.Tv
FRIDAY, 30 OCTOBER 2009 17:11
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის განცხადებით, მეორე არხის განახლებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი ხედვა ახლოს დგას ისეთი არხების მოდელთან, როგორიც ინგლისური ,,ბი-ბი-სი პარლამენტია’’. პარლამენტში ბაქრაძეს დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ მეორე არხის პოლიტიკურ არხად გარდაქმნასთან დაკავშირებით პროექტი წარუდგინა. ბაქრაძის თქმით, რეფორმირებული მეორე არხის საეთერო დროის გამოყენების თანაბარი დრო და საშუალება კვალიფიციურ პოლიტიკურ პარტიებს ექნებათ. ,,ეს კონფცეფცია ძალიან საინტერესოა, წარმოდგენილი ხედვა ახლოს დგას ისეთი არხების მოდელთან, როგორიც ინგლისური “ბი-ბი-სი პარლამენტია”. წარმოდგენილი კონცეფცია კარგი საწყისი მასალაა მუშაობის გაგრძელებისთვის, მუშაობა კი კვლავ გაგრძელდება”, - განაცხადა ბაქრაძემ.
http://www.gevision.tv/index.php?option=co...temid=3&lang=kaკიდევ ერთი პოლიტიკური არხი...... არ მოვიწყენთ მომავალი წლიდან.
მიმაგრებული სურათი