თუ სურვილი გაქვთ გაიგოთ მაინც რა მინდოდა მეთქვა ამ თემით, გირჩევთ ბოლომდე ჩაიკითხოთ...
მე კი ვიტყვი ჩემს სათქმელს და განვმარტავ ამ თემას, მაგრამ გთხოვთ ნუ დაგწყდებათ გული, თუ უცბად ვერ გაითავისებთ ყველაფერს. იმდენად ადვილი და იოლად აღსაქმელია ეს საკითხი, რომ იშვიათია ვინმემ გაიგოს. ვერ იგებენ მხოლოდ იმიტომ რომ ღრმად ეძებენ რაღაცას. არადა ჭეშმარიტება ძალზედ აქვეა, სულ აქვე, მაგრამ ვინაიდან რთული გვეგონა ჭეშმარიტების მიგნება და გაგება, ვეღარ ვიჯერებთ რაოდენ იოლი გასაგები ყოფილა იგი. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა თითქოს არ სურთ იოლი აღმოჩნდეს ჭეშმარიტება...
ახლა კი ყურადღებით მომისმინეთ...
უფალი, პირველ რიგში წარმოადგენს სივრცეს, მხოლოდ ისეთ სივრცეს, რომელსაც არ გააჩნია კონკრეტული ზომები. მისი ამოვსება რაიმეთი შეუძლებელია... ან რითი შეიძლება ისეთი რაიმე ამოავსო, რომელსაც არ გააჩნია ზომები. მაგრამ რამდენადაც მასში ვერაფერს ჩაასხამ და ვერაფერს შეინახავ, პარადოქსის კანონით როგორიღაცა რაიმეს შენახვა მაინც უნდა შეიძლებოდეს. და ამგვარი "რაღაც" - ვიბრაცია აღმოჩნდა (მეტაფიზიკური ველი) რომელსაც ბადებს ადამიანის ბაგე, "პირი", და იგი "ველია".
ბევრი ადამიანი გამოსცემს ბგერას. იგივე ხდებოდა ყოველ საუკუნეში ეპოქაში. განა შეიძლება კვალს არ ტოვებდეს ყოველი სიტყვა, რომელიც ადამიანის ბაგედან გამოხმაურდება.
გეთანხმებით, რომ ძველი აღთქმის სწავლებით, ადამიანი, რომელსაც სიტყვის თქმის უნარი გააჩნია, გაჩნდა შედარებით გვიან, ვიდრე სხვა დანარჩენი ყველაფერი. უფალი-ღმერთიაო ამ ყველაფრის შემომქმედი! - გვასწავლის ბიბლიის ავტორი, მაგრამ იმდენი ცოდნა აღარ დაგვიტოვეს გამოგვერკვია - რა იგულისხმებოდა სიტყვაში "შემომქმედი" ან როგორ წარმოგვიდგენია იგი, მითუმეტეს, რომ თურმე არსებობს ორი შემომქმედი. ამიტომ, ბევრმა ჩვენგანმა ასეთად წარმოიდგინა გამჩენი... თითქოს სადღაც ზის, ხელში ჯადოსნური ჯოხით და ბრძანებს: "გაჩნდეს დედამიწა"! - და გაჩნდა დედამიწა, "გაჩნდეს მზე"! - და გაჩნდა მზე. ანდა, თითქოს ყოველი ხისა და ბუჩქის ავტორიც დიდი გამჩენია და იგი წყვეტს საკითხებს, რომელ ხეს რამდენი ფოთოლი გამოებას. არავითარ შემთხვევაში, სიტყვა "შემომქმედი" არის გარკვეული სივრცის მქონე გიგანტური არაფერი, რაშიც იწერება და ინახება ბგერის ვიბრაცია. ეს უცნაური "არაფერი" ისეთია, როგორიც უთქვამს ადამიანს. ან რა შეიძლება ითქვას არაფერზე... ჰოდა თურმე ეს "არაფერია" ყველაფრის საბაბი.
ჩვენ ვართ ბევრნი და ყველას თავისებური შეხედულება გვაქვს უფალი-ღმერთის არსზე. ამიტომ ყველა ჩვენსას ვამტკიცებთ, რომ ღმერთი ისეთია, როგორსაც შინაგანად ვხედავთ: კეთილი, ყოვლისშემძლე, უკვდავი და ა. შ, მაგრამ ის აღარავის გვიფიქრია რომ თურმე ჩვენი ყოველი ბგერა გამოდის ბაგედან და ამ დიდ უსასრულო სივრცეს ერწყმის, რომლის შესახებ დაბადებიდან ჩვენთვის არავის არაფერი უსწავლებია. და ივსება უფლის დიდი არეალი ჩვენივე ვიბრაციებით... აქედან გამომდინარე აზრთა ამ უხილავმა და დაფარულმა ჭურჭელმა, სხვა ბევრ საკითხთან ერთად, შეინახა ადამიანის ნათქვამი ვიბრაციები სამყაროს გაჩენის შესახებ. ასეთ საკითხებზე კი ყველა ჟამს ყველაზე მეტსა და სწორს იოანე მოციქული მეტყველებდა, მხოლოდ იგი სხვადასხვა სხეულითა და სახელით ევლინებოდა კაცობრიობას. ნებისმიერ ეპოქაში, როდესაც ამასოფელს იოანეს ინკარნაცია და მისი "მე" მოევლინებოდა, იგი პირველ რიგში უფალი-ღმერთის ნათებაზე და მისი წარმოქმნის მიზეზებზე წერდა. იგი წერდა და წერდა...
იოანეს ერთ-ერთ ინკარნაციას ბიბლიური "მოსე" წარმოადგენდა (მოგვიანებით ავხსნი საუკუნეების წინათ მოსული მოსე როგორ აღმოჩნდა უკვე შემდგომში დაბადებული იოანე) და წერდა მოსეც, და წერდა, წერაში გაატარა ყოველი ინკარნაცია. მაგრამ წერდა რაზე: ღმერთზე, მასთან შეხვედრაზე, მათ დიალოგებზე, შთაბეჭდილებებზე... დაგვიტოვა მრავალი ეტრატი და შეგვატყობინა ღმერთის არსი, მისი ვალდებულება, შესაძლებლობები, მიზანი, მიზეზი და მისამართი, მხოლოდ მოსეს მშობლიური ენის საიდუმლოებაც საიდუმლოს ქვეშ დატოვეს, რამეთუ ესეც უფალი-ღმერთის დავალება იყო. იოანე მოციქული... (იგივე ენოქი და მრავალი სხვა სხეულებრივი რეინკარნაციებით) მრავალჯერ არის ამასოფელში შემოსული, რათა ეთქვა და დაეწერა სიტყვები, რომელთა ვიბრაცია სამყაროს მიზეზი გახდებოდა. ალბათ ერთბაშად ვერ გაერკვევით: თუ ჯერ სამყარო გაჩნდა და შემდეგ მოსე ან იოანე როგორ უნდა დაბადონ მათ სამყარო.
შეგახსენებთ...
ნათქვამი სიტყვა დროის მორჩილებაშია, მაგრამ რა ითქვა სიტყვაში, იგი არ ემორჩილება ჟამს და იმ ეპოქაში მოქმედებს, რომელ დროზეც ამ სიტყვაშია საუბარი. მაგალითად იოანე სახარების დასაწყისში ამბობს:
"პირველთაგან იყო სიტყუაი და სიტყუაი იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაი იგი"
ამაზე მეტი ჭეშმარიტება რაღა გნებავთ, სამყაროს მიზეზია ამ ერთ ფრაზაში ნაკარნახევი. გეთანხმებით ეს თქვა იოანემ პირველ საუკუნეში და სიტყვას დაბადების თავისი თარიღი გააჩნია. ამ დროისათვის კი სამყარო, დაახლოებით 5.000 (და მეტი) წლისაა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ის, რაც ამ ფრაზაშია ნათქვამი, რომ "პირველთაგან იყო სიტყუაი", არ ემორჩილება თქმის მომენტს (ე. ი, სიტყვების თქმის დროს) და სამყაროს უწინარეს პერიოდსი იწყებს მოქმედებას. მაშასადამე, იოანე ლოგოსით აგზავნის აზრს უდროობაში იმის შესახებ, რომ "სიტყვა" უნდა დაედოს ყველაფერს საფუძვლად, თვით უფალ-ღმერთსაც კი! ასე ბრძანებს იოანე მოციქული! უკეთ დააკვირდით ამ სიტყვებს:
"სიტყუაი იგი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყუაი იგი". გენიალურია!
მიმაჩნია რომ იოანე, მანამდე მოსე, იგივე კაცობრიობის ყველაზე დიდი მწერალი, იგივე სამყაროს ავტორი თვისი ლოგოსით, არის ყველაფრის ფუძემდებელი, თვით ამასოფლისა და როგორი ამასოფელიც თქვა, თვითონვე მოხვდა მასში; და სადაც მოხვდა, ისეთი ამასოფელი აღწერა პირად ტექსტებში. რა არის აქ რთული.
ამ შემთხვევაში გაგიჩნდებათ კითხვა: მაშ, რას ნიშნავს ღმერთის მიერ ყოველივეს ექვს დღეში შექმნის ფაქტი, რაზეც ბიბლიის ძველი აღთქმა მოგვითხრობს? განვმარტავ...
გლეხმა ქვევრი ამორეცხა და ყურძენი ჩაწურა. ვიტყვით - ეს ღვინო ამ კაცის დაყენებულია! მაგრამ ეს ასე არ არის, მან მხოლოდ მოიყვანა მოსავალი, მოკრიფა და ჩაწურა. სულ ეს არის! მაგრამ ვინ დაადუღა ღვინო გლეხმა? ანდა ქმარი ცოლს მოეფერა და შეერწყა. ცხრა თვის შემდეგ ბავშვი იბადება. ჩვენ არ ვიცით ვისი გადაწყვეტილებაა ჭურჭელში ყურძენი დადუღდეს და ქალში ემბრიონი განვითარდეს, ადამიანმა მხოლოდ მიაგნო ზოგიერთი მათგანის საიდუმლოს. აქედან გამომდინარე, ანალოგიური განმარტება შეიძლება მივცეთ სივრცეში გავრცელებულ ბგერას, რომ ჩვენ კი ვბადებთ ბგერით ვიბრაციებს, მაგრამ ამაზე აღარ გვიფიქრია - როგორი შედეგები ექნება ამ ბგერას. მაშასადამე ადამიანმა თქვა რაღაც. ამ სიტყვების არსს დიდი გონი ინახავს და აკვირდება: - რა არის ამ სიტყვების შინაარსით სხვადასხვა ეპოქებში გათვალისწინებული, ვინ თქვა იგი, რამდენად სერიოზულია ეს ნათქვამი, ან თუა საერთოდ აუცილებელი მასში შენახული აზრების კრისტალიზაცია სამყაროს შემდგომი განვითარებისათვის. და აღასრულებს დიდი გონი ყოველი სიტყვის არსს, მხოლოდ იმის მიხედვით, თუ რომელი ეპოქისთვისაა ნათქვამი სიტყვის ვიბრაციებში აუცილებელი ინფორმაციები გადანახული.
გავაკეთოთ ერთგვარი დასკვნა და ვაღიაროთ, რომ ყოველივე ხილული და უხილავი ნამდვილად უფალი-ღმერთის შექმნილია, თანაც ექვს დღეში, ოღონდ ოფალმა-ღმერთმა მხოლოდ იმიტომ მოიმოქმედა ეს, რომ მასშივეა კოდირებული პირველი საუკუნიდან ფრიად დიდი პიროვნების ვიბრაციები ასეთი შინაარსით "პირველთაგან იყო სიტყუაი"! მაშასადამე ერთ შემთხვევაში სამყაროს ავტორად გვევლინება ადამიანი, ვინც დიდი დამაჯერებლობით თქვა მატერიის დაბადების ქრონოლოგია, ხოლო ამგვარი ქრონოლოგია საბაბი ხდება მატერიალური სამყაროს გამყარებისა, რომელსაც დიდი და უხილავი გონი აწარმოებს. რა გამოდის,რომ ძველი აღთქმის სწავლებაც სიმართლე ყოფილა სამყაროს გაჩენის თაობაზე და იოანეც, რამეთუ დიდი გონი ჰქმნის ადამიანს, და პირიქით, - ადამიანი ჰქმნის დიდ გონს! მართლაც სამყარო რაღაცნაირია!
მაგრამ როგორი?
სამყარო ისეთია როგორმა ინტელექტმაც თქვა იგი!
სხვათაშორის ანალოგიური რამ ხდება ამასოფელშიც და ყოველი მოქმედების მიზესს აქაც სიტყვა წარმოადგენს. აი ამისი მაგალითიც: ვინმეს ვეტყვით იქ მივდივარ - და მივდივართ ე. ი, სიტყვით იწყება წასვლაც... ვიტყვით აქ მოდი - და მოდის, რამეთუ ვინმეს მოსვლაც ჯერ სიტყვით იწყება; ვიტყვით - ავტომანქანა უნდა შევიძინო! და ვყიდულობთ, თუმცა, თავდაპირველად სიტყვაში გადაწყდა რაიმეს ყიდვა;
ღირსეული და ძლიერი ადამიანი იყო იოანე, მაგრამ უმაღლეს წარმოადგენდნენ ბიბლიაში სხვა პერსონაჟებიც. მაშ რატომ ერგო სამყაროს ავტორობა, მაინც და მაინც, იოანეს? (სამწუხაროდ ამ თემაში ყველაფრის დეტალურად ახსნა ვეღარ ხერხდება, გირჩევთ იოანეს სახარების პირველი რამდენიმე წინადადება გადაიკითხოთ და ნახოთ, რა დაფარული გასაიდუმლოებული ინფორმაციის მატარებელია ტექსტი სადაც შეფარვით ავტორი სამყაროს ავტორის ვინაობას გვამცნობს. ეს არის ერთერთი ყველაზე სერიოზული მნიშვნელოვანი ნიშანი პირადად ჩემთვის, რის შემდეგაც მეორედ მოსვლის რეალურად მოახლოება მართლაც პირველად აღვიქვი სრული სერიოზულობით, მე შეგნებულად ამ მონაკვეთზე კომენტარს აღარ გავაკეთებ და თავად ნახეთ, მაინც ვის ასახელებს იოანე სამყაროს ავტორად... თუმცა ეს ყველაფერი რა თქმა უნდა დღემდე გასაიდუმლოებული და ტაბუდადებული თემა გახლდათ)
მართლაც რატომ იოანე... თუმცა ახლა უკვე, ამ საკითხს, დიდი სიფრთხილით, მხოლოდ ზედაპირულად შევეხები და მხოლოდ რამდენიმე მიზეზე შევჩერდები. მოგეხსენებათ იოანე უფრო გვიან დაიბადა ვიდრე მოსე... (მათ სხეულებრივ დაბადებას ვგულისხმობ) იოანეს ლოგოსი უფრო მყარი და ძლიერი იქნებოდა, ვიდრე მოსესი, რადგან რაც უფრო აქეთ გადმოვინაცვლებთ დროში სამყაროს დაბადებიდან, მით უფრო ძლიერი და სასარგებლოა ბგერის ვიბრაციები აზრების ჩასადებად მიღმა სამყაროში. ხოლო რაც უფრო ადრეულ ადამიანს წარმოვიდგენთ, მით უფრო მათი სხეული დემატერიალიზირდება და ჰაეროვანი ხდება, რამეთუ ადრე ეპოქებში მეტი ყოფილა უფლის თეთრი ველი, რაც მატერიის დემატერიალიზაციის საფუძველია. წყლის ერთ-ერთი კანონიდან გამომდინარე, იგი არბილებს მატერიას. მაგალითად, შედარებით რბილია ადამიანის ფრჩხილები და თმები აბაზანის შემდეგ; ასეთივე თვისებები ახასიათებს ზეციურ წყალს - წყალობას, რომელიც თვალის მომჭრელად ელვარებს. რაც უფრო მეტი ოდენობით იყო ოდესღაც ზეციური წყალი დედამიწაზე შემოსული, მით უფრო მატერია რბილი და სათნო უნდა ყოფილიყო. მაგრამ სანაცვლოდ ადამიანის ბგერაც სუსტი და სათნო იქნებოდა. ადამიანის მიერ ნათქვამი სიტყვის დიდ გონში ჩასაწერად კი გვიანდელი კაცობრიობის ლოგოსი უფრო გამოდგებოდა, რამეთუ ჩვენი ბგერა უფრო ძლიერმოქმედია, "ჰ" სიხშირე აკლია და კრისტალი აქვს მეტი. ამიტომ იოანეს ბგერა შედარებით ძლიერი იქნებოდა თავისი მოქმედუნარიანობით, ვიდრე მოსეს ბგერა. ამიტომ სამყაროს ავტორიც იოანეს სხეული აღმოჩნდა, და არა მოსეს სხეული. რაც შეეხება მათ საერთო ცნობიერებასა და ცოდნას, ამ მხრივ მოსე უფრო ძლიერი იყო.
მოკლედ...
გირჩევთ ეს ბოლო უკანასკნელი დასკვნაც გადაიკითხოთ და ყველაფერს კონკრეტულად ვიტყვი...
უნდა გავბედოთ და ამ გონს დიდი მოკრძალებით გიგანტი ჩამწერი დავარქვათ. იგი იმახსოვრებს ყველა ჟამის ყველა ინფორმაციას, რამეთუ თავად აზრთა ჭურჭელია და მისი მოვალეობაა - აზრთა რეალიზაცია დროში! მისი არეალი, გარდაცვლილი ხალხის სულების გარდა, ამოვსებულია ადამიანის ბგერით ბადებული სიხშირეებით, რომელსაც არასოდეს ივიწყებს დიდი გონი და სურს ეს თუ არა, უნდა აღასრულოს ჩვენსავე ვიბრაციებში ჩატეული მოსაზრებები და გააკრისტალოს ჩვენში, ე.ი, დროში. დრო კი სამყაროა! დიდი გონი მით უფრო აუცილებლად შეასრულებს იმ პიროვნების მოსაზრებას, რომელიც დიდი რწმენით არის ამასოფლიდან დანახული და ნათქვამი. ეს კი მხოლოდ ისეთ დიდ პიროვნებას შეეძლო, როგორიც ამ შემთხვევაში მოსე გახლდათ. ამიტომ, უფალი-ღმერთი აუცილებლად შეეცდებოდა მისი სიტყვების რეალიზაციას თუნდაც იმიტომ რომ ამასოფლიდან სინამდვილეა ვიბრაციებით გაგზავნილი იმის შესახებ, რომ "სამყარო შექმნილია ექვს დღეში"! ეს თქვა მოსემ ძველ აღთქმაში, მაგრამ თქვა იმიტომ, რომ მართლაც ასე მოხდა ოდესღაც. და რადგან მოხდა, - თქვა და დაწერა! ვინაიდან თქვა და დაწერა, უფალი ღმერთის მეხსიერება თვითნებურად უკეთებს ამ აზრს რეალიზაციას და იმდენივე დღეში ჰქმნის სამყაროს, რამდენიც მოსემ თქვა. მაგრამ ეს ხდება არა იმიტომ, რომ მოსემ თქვა ასე, არამედ მოსემ თქვა იმიტომ, რომ უფალმა ნამდვილად ექვს დღეში შექმნა სამყარო. ეს კი სინამდვილეა! და რადგან სინამდვილეა, უფალმა უნდა შეასრულოს ეს და დაიწყოს სამყაროს შექმნა მის შექმნამდე! და რადგან უფალმა შეასრულა ის, რაც მომავალში შესრულდება, დრო გავა და მოსე, რომ მოვა ამასოფელში, მან უნდა დაწეროს ეს. და რადგან დაწერა, უფალმა უნდა აღასრულოს იგი... და ასე უსასრულოდ!
ანუ ის ამისი მიზეზია, და ეს იმისი!
თემას გადაუხვევ და გეტყვით... ერთი საოცარი რამ გამახსენდა უცბად... დაფიქრდით წყვდიადის დროს როგორ იბადება ნათელი... და თან ეს ხდება ხშირად გამთენიისას... ამ დილის 6-ის ნახევარზე ხომ საინტერესოა რა უნდა "მომსვლოდა" რომ ამხელა ტექსტის აკრეფა დავიწყე...