რამდენიმე საათში იწყებააააა

....................
VS .....................

წინა თამაში (4:4):
http://tvali.ge/index.php?action=watch&v=39827
პრევიუ ქართულად :
ტოტენჰემიდან
http://geospurs.blogspot.com/2009/10/vs_30...159215243161116არსენალიდან
http://geoarsenal.com/news/2009-10-31-2202ჩრდილო-ლონდონური დერბი ეს არის საფეხბურთო ლოკალური დერბი ჩრდილოეთ ლონდონის ორ ძირითად გუნდს – არსენალსა და ტოტენჰემ ჰოთსპურს შორის. პირველი შეხვედრა ორ მხარეს შორის იყო ამხანაგური 1887 წლის 19 ნოემბერს. როდესაც არსენალი მდებარეობდა პლამსტედში და ცნობილი იყო, როგორც როიალ არსენალი. მატჩი გადაიდო დასრულებიდან 15 წუთით ადრე ”სიბნელის მიზეზით” და იმ დროისთვის ტოტენჰემი ლიდერობდა 2-1-ს. პირველი ლიგის მატჩი კლუბებს შორის შედგა პირველ დივიზიონში 1909 წლის 4 დეკემბერს, რომელიც არსენალმა მოიგო 1-0.
თუმცა, ჭეშმარიტი მეტოქეობა ორ კლუბს შორის არ დაწყებულა 1913 წლამდე, როდესაც არსენალი მენორ გრაუნდიდან არ გადავიდა ჰაიბერიზე, რომელიც მხოლოდ 4 მილის დაშორებით მდებარეობდა ტოტენჰემის უაით ჰართ ლეინიდან. ამით ისინი გახდნენ ტოტენჰემის უახლოესი მეზობლები და ამგვარად დაიწყო ლოკალური მეტოქეობა მათ შორის. არსენალი და ტოტენჰემი პირველად შეხვდნენ ერთმანეთს, როგორც ”ჩრდილო ლონდონური” კლუბები War Relief Fund ამხანაგურ მატჩში 1914 წლის 22 აგვისტოს უაით ჰართ ლეინზე. მიუხედავად იმისა, რომ არსენალი მეორე დივიზიონში ასპარეზობდა, ხოლო ტოტენჰემი პირველში, მატჩი არსენალის გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 5-1.
სათასო ნახევარფინალები და ტიტულისთვის გადამწყვეტი მატჩები:
მიუხედავად იმისა, რომ არსენალი და ტოტენჰემი არასოდეს შეხვედრიან ერთმანეთს მნიშვნელოვანი თასის ფინალში, ისტორიას ახსოვს ჩრდილო-ლონდონური დერბი მატჩები, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ერთ-ერთ კლუბს ტროფის მოგებაში:
* ტოტენჰემი 0-1 არსენალი ( 3 მაისი, 1971) 1970/71 სეზონის ბოლო მატჩში არსენალს ჭირდებოდა მოგება ან ნულოვანი ფრე იმისთვის, რომ გამხდარიყო პირველი დივიზიონის ჩემპიონი (გოლებიანი ფრე ნიშნავდა, რომ ლიდს იუნაიტედი აჯობებდა არსენალს ბურთების შეფარდებით). დაძაბული მატჩი იყო არც ისე ბევრი რეალური საგოლე მომენტით ბოლო წუთებამდე. თამაშის დასრულებიდან 3 წუთით ადრე ჯონ რედფორდის დარტყმული პეტ ჯენინგსის კარგად გარდაიქმნა; ჯორჯ არმსთრონგის რიკოშეტის შემდეგ ბურთი აღმოჩნდა კარის გასწვრივ და რეი კენედიმ თავით მოაპოვებინა გამარჯვება თავის გუნდს. არსენალმა მოახერხა ტიტულის მოგება (იმ სეზონზე შესრულებული დუბლის პირველი ნაწილისა).
* ტოტენჰემი 1-2 არსენალი (4 მარტი, 1987) – არსენალმა და სპურსმა ითამაშეს 2-2 ორი მატჩის ჯამში ქარლინგის თასის ნახევარფინალში. სტუმრად გატანილი გოლების წესის არარსებულობის გამო მატჩი გადათამაშდა სპურსის სტადიონზე. ტოტენჰემი დაწინაურდა კლივ ალენის გოლით, მაგრამ შეცვლაზე შემოსულმა იან ალინსონმა გაათანაბრა, ხოლო დევიდ როკასლმა გაიტანა გამრჯვების გოლი და არსენალს მოაპოვებინა ფინალის საგზური, სადაც მათ მოიგეს პირველი ტროფი 1979 წლის შემდეგ.
* ტოტენჰემი 3-1 არსენალი ( 14 აპრილი, 1991, უემბლი) პირველი FA Cup-ის (ასოციაციის თასი) ნახევარფინალი ორ კლუბს შორის. არსენალი ცდილობდა მეორე სათასო დუბლის შესრულებას, მაგრამ ტოტენჰემის პულ გასკოინმა გაიტანა მეხუთე წუთზე 30 იარდიდან საჯარიმო დარტყმით. გერი ლაინკერმა გაზარდა ანგარიში ტოტენჰემის სასარგებლოდ. თუმცა ალან სმიტმა ერთი გოლი გაქვითა პირველი ტაიმის დასრულებამდე, ლაინკერმა მეორე ტაიმშიც გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. არსენალის ვერ შეძლო დუბლის შესრულება, თუმცა მათ მოიგეს ლიგა ამ სეზონზე, სპურსმა კი აწია თასი ერთი თვის შემდეგ.
* არსენალი 1-0 ტოტენჰემი (4 აპრილი, 1993, უემბლი) – მეორე FA Cup-ის ნახევარფინალი მეტოქეებს შორის, რომელშიც არსენალმა მოახერხა რევანშის აღება ტონი ადამსის თავური გოლის წყალობით, რომელიც მოჰყვა პოლ მერსონის სტანდარტს 79-ე წუთზე. არსენალმა მოახერხა თასის მოგება მაისში, რომელიც მათ შემატეს ლიგის თასს.
* ტოტენჰემი 2-2 არსენალი (25 აპრილი, 2004) – არსენალი იყო დაუმარცხებელი პრემიერლიგაში და მხოლოდ 1 ქულა სჭირდებოდა ტიტულის მოსაგებად. 35 წუთისთვის მეთოფეები 2-0-ს იგებდნენ პატრიკ ვიეირასა და რობერტ პირესის გოლების წყალობით. მაგრამ სპურსმა არ დაუშვა არსენალის გამარჯვება, მეორე ტაიმში ჯემი რედკნაპმა შორი მანძილიდან გაიტანა გოლი, შემდეგ კი რობი კინმა შეასრულა პენალტი 90-ე წუთზე. არსენალმა მეორედ მოიგო ტიტული მეტოქის მოედანზე, გაიმეორა რა 1971 წლის ტრიუმფი.
* ტოტენჰემი 5-1 არსენალი ( 22 იანვარი, 2008) – ტოტენჰემის პირველი გამარჯვება არსენალზე 1999 წლის ნოემბრის შემდეგ, ლიგის თასის განმეორებით მატჩში. გუნდებმა ითამაშეს 1-1 ემირეითს სთეიდიუმზე. ჟერმეინ ჟენასისა და ნიკლას ბენტნერის ავტოგოლის წყალობით ტოტენჰემმა პირველი ტაიმი 2-0 ანგარიშით მოიგო. მეორე ნახევარში ტოტენჰემმა კიდევ ორი გოლის გატანა მოახერხა რობი კინისა და აარონ ლენონის შესრულებით მანამდე, სანამ შეცვალზე შემოსული ემანუელ ადებაიორი გაქვითავდა 1 ბურთს, თუმცა ტოტენჰემმა სტიდ მალბრანკის საშუალებით კიდევ ერთი გოლის გატანა მოასწრო დამატებულ დროში, რომელმაც ტოტენჰემის 2008 წლის ლიგის თასის ფინალის საგზური მოაპოვებინა, რომელიც მათ მოგვიანებით მოიგეს.
ქარლინგის თასი
სტატისტიკა და რეკორდები:
2009 წლის პირველი ოქტომბრის მონაცემებით 1909 წლის პირველი შეხვედრის შემდეგ არსენალსა და ტოტენჰემს შორის 163 პირველი კლასის შეხვედრაა ჩატარებული, რომლებიდანაც არსენალმა მოიგო 67, ხოლო ტოტენჰემმა 50. ყველაზე მეტი გოლი ერთ თამაშში გავიდა 2004 წლის 13 ნოემბერს უაით ჰართ ლეინზე პრემიერლიგის მატჩში, რომელიც არსენალის გამარჯვებით დასრულდა 5-4. ყველაზე დიდი უპირატესობით მოგება დაფიქსირდა 6-0, რომელიც სტუმრად მოიგო არსენალმა 1935 წლის 6 მარტს. ტოტენჰემს ორჯერ აქვს მოგებული 5-0 (25 დეკემბერი, 1911 და 4 აპრილი 1983) და არსენალს ერთხელ; სამივე მატჩი უაით ჰართ ლეინზე გაიმართა.
ტოტენჰემის გატანილი გოლების რეკორდი არსენალის წინააღმდეგ ბილი მინტერსა და ბობი სმიტს ეკუთვნის, 9-9 ბურთი. არსენალის რეკორდი ტოტენჰემის წინააღმდეგ კი ემანუელ ადებაიორის, ალან სანდერლენდისა და რობერტ პირესის ანგარიშზეა, 8 ბურთი თითოზე. არსენალის მხრიდან ყველაზე მეტჯერ ჩრდილო-ლონდონურ დერბიში მონაწილეობა მიღებული აქვს დევიდ ო’ლირის -35 მატჩი. ხოლო სპურსის რეკორდი ეკუთვნით გარი მებატსა და სტივ პერიმენს – 31 მატჩი.
ტერი დაისონი ერთადერთი ფეხბურთელია სპურსიდან რომელსაც არსენალის წინააღმდეგ შესრულებული აქვს ჰეთ თრიქი. ეს მოხდა 1961 წლის 26 აგვისტოს, როცა სპურსმა მოიგო 4-3. არსენალის მხრიდან კი იგივე გააკეთეს ტედ დრეიკმა (20 ოქტომბერი, 1934) და ალან სანდერლენდმა (23 დეკემბერი, 1978).
წყარო:
http://grandyoza.wordpress.com/2009/10/31/london-derby/ This post has been edited by N-K on 31 Oct 2009, 13:47