
ავტო მოყვარულთათვის ესოდენ საინტერესო დღე იყო თბილისობა 2009ის 24 ოქტომბერი. ამ დღეს ვარდების რევოლუციის მოედანზე თბილისის ავტოშოუ მოეწყო, სადაც წარმოდგენილი იყო როგორც ძველი,ასევე უახლესი მოდელები პირდაპირ ავტო ჰაუსებიდან. ანტიკვარული მანქანების საკმაოდ დიდი ნაწილი იყო წარმოდგენილი, რომელთაგან ყველაზე ძველი 1935 წლის Mercedes-Benz ss/38 touriste იყო, 1.6 ძრავით და 140 კმ/სთ მაქსიმალური სისწრაფით, რომელსაც მფლობელი ზუსტად 55 555 ლარად აფასებდა. და ყველაზე ახალი 1993 წლის Jaguar xjs 4.0 240 ცხ/ძ იანი ძრავით და 260 მაქსიმალური სისწრაფით. აქ შეხვდებოდით როგორც რუსულ,ასევე გერმანულ,ინგლისურ და ამერიკულ ავტომობილებსაც. ავტო შოუზე 2 "თბილისური" მოდელიც იწონებდა თავს, "არაგვი" და "ვიკო". თბილისური იმიტომ რომ ორივე მოდელი ხელნაკეთია და თბილისის სახელოსნოშია აწყობილი,არაგვი 70იან და ვიკო 80 იან წლებში. მანქანების გარდა 1968 წლის უკრაინული წარმოების კალიასკიან მოტოციკლსაც მოკრავდით თვალს. ავტო შოუზე განსაკუთრებულ ყურადღებას რამოდენიმე საინტერესო მოდელი იქცევდა, მართლაც ძნელად წარმოსადგენი იყო ამ მოდელების საქართველოში ყოფნა. პირველ რიგში აღსანიშნავია Jaguar xjs 1970 წლის მოდელი, ვეებერთელა 5.4 ლიტრიანი 12 ცილინდრიანი ძრავით,რომელიც 300 ბედაურით იწონებდა თავს რაც 2 ტონიან კაბრიოლეტს საშუალებას აძლევს 0დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარდეს 7 წამში, თან ეს ყველაფერი იმ პირობებში როცა ტრანსმისიად გვევლინება 3 სიჩქარიანი ავტომატი!!!. გამოვარჩევდი ასევე 1969 წლის Pontiac GTO-ს 5.7 ლიტრიანი V8 380ცხ/ძ-იანი ძრავით. აქვე იყვნენ ომგამოვლილი Villis JEEP MB 1942 წლის და 1938 წლის OPEL OLIMPIA,აგრეთვე 1937 წლის Adler Triumph Junior. აგრეთვე 1942 წლის ფორდის ჯიპი. საბჭოთა მანქანებიდან საკმაოდ ფართო არჩევანი იყო,ჩაიკა,ზიმი,პაბედა,ვოლგა,უაზი,მოსკვიჩი
სრული სტატია შეგიძლიათ იხილოთ აქ >>>>