#16437811 · 13 Nov 2009, 00:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ცოტა ხნის წინ გაიმართა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები სადაც მოქმედმა პრეზიდენტმა მოიპოვა გამარჯვება. ძალიან მაინტერესებდა მათი სამოქმედო პროგრამა მაგრამ საინფორმაციო სივრცეში ვერსად ვერ მოვიპოვე.. ქართული კალათბურთის გულშემტაკივრებს ვთავაზობ იყოს ერთი თემა სადაც მხოლოდ კალათბურთის განვითარების პერსპექტივებზე ვისაუბრებთ. აქვე ჩემს აზრსაც მოგახსენებთ
საქართველოს ეროვნული ნაკრების წლევანდელი წარმატება არ ნიშნავს, რომ კალათბურთის განვითარება სწორად მიმდინარეობს, ამის ნათელი მაგალითია სუპერლიგის გათამაშება და მისი დონე. ამ საკითხის დასმის დროს საპასუხო არგუმენტებად სახელდება ფინანსების არ ქონა... ასე მეორდება წლების განმავლობაში და ერთ წრეზე დავდივართ. მათი არგუმენტები არის საფუძვლიანი რადგან დღეს სახელმწიფო სპორტს ვერ ან არ უწყობს ხელს. ამ შემთხვევაში ხელები არ უნდა დავიკრიფოთ და ვიძახოთ დაფინანსება არ გვაქვსო. ახალი იდეები და მიდგომები უნდა იქნეს წარმოადგენილი. ყველას კარგად გვახსოვს ბათუმის ბასკოს შესანიშნავი მწვრთნელი პაველ გოოგე , რომელმაც საქართველოში წელიწადნახევარი იმუშავა ამბობდა: ‘’თუ გინდათ , რომ გაუმჯობესოდ კალათბურთის დონე და სახელმწიფოც ჩაერთოს ამ საქმეში უნდა ჩაატაროთ ღია პირველობა. სადაც უხცოურ კლუბებს მოიწვევთ ’’. როცა მან ეს თქვა ძალიან დიდი იმედი მქონდა რომ ამ აზრს მოყვებოდა გამოხმაურება ჩვენი მხრიდან მაგრამ არ ფედარაციამ არც კალათბურთელებმა მოქმედმა თუ ვეტერანმა სიტყვა არ დასძრეს ამის შესახებ, არადა თუნდაც 2005 წლიდან რომ დაწყებულიყო ეს პროექტი დღეს სულ სხვა სიტუაცია გვექნებოდა. გადავხედოთ ევროპის ქვეყნებს სადაც ეროვნული პირველობების გარდა ტარდება ბალტიის ლიგა, ადრიატიკის ლიგა , ბალკანეთის და ა.შ. ნუთუ ჩვენთან არ შეიძლებოდა ასეთი ტურნირის ორგანიზება.
მე დარწმუნებული ვარ რომ მონდომების შემთხვევაში შეიძლებოდა , საწყის ეტაპზე მოლაპარაკების გამართვა აზერბაიჯანთან (ფული აქვთ მაგრამ არ აქვთ მოთამაშეების რესურსი) და თურქეთთან, მათთან ერთად ჩამოგვეყალიბებინა გათამაშება მაგ : ‘’შავი ზღვის ლიგა’’ ან ‘’კავკასიის თასი’’ სახელს ხომ არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. სახელმწიფოს ჩართვა ამ საკითხში,, სპონსორების მოძიება და აშ. აზერბაიჯანი ორ ნორმალურ კლუბს გამოიყვანდა, თურქების ქვედა ლიგების გუნდებიც დაინტერესდებოდნენ მასში მონაწილებით... მომავალში კი თუ ''პროექტი'' წარმატებული იქნებოდა შავის ზღვის სხვა ქვეყნების უკრაინის, რუმინეთის და ბულგარეთის საშუალო დონის კლუბების დამატება. რაც შეგვეხება ჩვენ. .. ქართულ კლუბებს უახლოეს 10-15 წელიწადში ევროპის ტურნირებზე ღირსეული გამოსვლის შანსი არ აქვთ, ამიტომ შევქმნათ 3-4 ძლიერი კლუბი რომლებიც ასეთ ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას... კალათბურთის პოპულარიზაცია , ნაკრებისთვის ხალხის მომზადება აქ უამრავი დადებითი ელემენტია.. ჩემთვის გასაგებია რომ ეს ‘’პროექტი’’ ძალიან რთული განსახორციელებელი იქნება მაგრამ იდეაშიც რომ არ არის ეს მიკვირს.
წერა დიდა არ მეხერხება და შეიძლება არც ისე გასაგებად დავწერე მაგრამ იმედი მაქვს თქვენი ინტერესის შემთხვევაში უფრო დეტალურად განვიხილავთ ამ იდეის დადებით მხარეებს.
გაგრძელება იქნება....
This post has been edited by Iashka1979 on 13 Nov 2009, 00:21
|