გამარჯობა

მეც მაინტერესებს ამ თემის გარშემო ინფოები.

რაც მოვიძიე ინფო, ქვემოთ დავწერ.
ინგლისურად ქვია Spontaneous human combustion, შემოკლებით SHC. ბოლო 300 წლის მანძილზე თითქმის 200 შემთხვევაა დაფიქსირებული თვითაალებაზე. თუმცა იმის გამო რომ როგორც წესი, დროზე ვერ უსწრებენ და დანახშირებულ ცხედარსღა ნახულობენ, ძნელია იმის გარკვევა, როგორ იწყება ან რა იწვევს თვითაალებას.
ახნა რამდენიმე აქვს.
პარანორმალური-რომ უცხო ცივილიზაციის წარმომადგენელი ან მოჩვენება იწვევს ამ პროცესს.
ბიოლოგიური-რომ ამას იწვევს ორგანიზმში მიმდინარე ცვლილება (მაგალითად, ალკოჰოლის მაღალი დონე, რაც საწვავის როლს ასრულებს ან არანორმალურად მაღალი წნევა).
ბუნებრივი-რომ ამას იწვევს რაიმე გარეშე ფაქტორი, მაგალითად ადამიანმა მოწია სიგარეტი, დააგდო დაბლა ისე რომ არ ჩაუქრია და ალი მოედო ტანსაცმელზე. (

)
ამას გარდა უამრავი ვერსია წამოჭრილა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო უარყვეს. თუმცა ზუსტი მიზეზი ჯერ მაინც ვერ დადგინდა.
# ცნობილია რომ ადამიანს აქვს ე.წ. ელექტრული ველი, შეიძლება ეს იწვევდეს აალებას, ხოლო საწვავად გამოყენებული იქნას ორგანიზმში არსებული გაზები, მაგალითად კუჭ-ნაწლავში არსებული მეთანი (CH4). ელექტრულმა განმუხტვამ ორგანიზმში გამორიცხული არაა აალება გამოიწვიოს.
# ადამიანები, ვინც თვითაალების მსხვერპლნი გამხდარან, ხშირად მარტოსული, დეპრესიაში მყოფი ადამიანები არიან. ამიტომ პოლიციის ოფიცერი ჯონ ჰეიმერი წიგნში "The Entrancing Flame" აყენებს ვერსიას რომ თვითაალების მიზეზი პსიქოსომატურ პრობლემებში უნდა ვეძებოთ. მისი აზრით, ემოციური აღელვების ფონზე ორგანიზმში არსებული აზოტი იწვევს მიტოქონდრიულ აფეთქებებს.
# ერთ-ერთ ვერსიად ელექტრული სფეროცაა დასახელებული.
ჯერჯერობით მხოლოდ ორი ადამიანია ცნობილი, ვინც გადაურჩა თვითაალებას: დები კლარკი (Debbie Clark) და სუზან მოთსჰედი (Susan Motteshead). ისინი ერთმანეთს არასდროს იცნობდნენ თუმცა მსგავსი ისტორიები აღწერეს. ასევე ერთ-ერთი ვერსიით, თვითაალებას გადაურჩა ჯეკ ენჯელი (Jack Angel).
1985 წლის სექტემბერში დები კლარკი სახლში ბრუნდებოდა, როცა უეცრად შენიშნა ლურჯი სინათლის იშვიათი ნათება. "ეს მე ვიყავი. ნათება ჩემი ფეხებიდან მოდიოდა. სიარულისას ყოველ ნაბიჯზე ვანათებდი გარემოს. მე ეს სასაცილოდ მომეჩვენა. შევედი ბაღში და დედას ვუთხარი: 'დედა ნახე, ეს მე ვარ'. დედამ და ჩემმა ძმამ ყვირილი დაიწყეს".
დების დედა, დიანა კლარკი იხსენებს: "მე მას ვუთხარი რომ სასწრაფოდ გაეხადა ფეხსაცმელები, მაგრამ ნათება მაინც არ გაქრა. მაშინ ავიყვანე და სააბაზანოში შევიყვანე. მე შეშინებული ვიყავი, მას კი სასაცილოდ მიაჩნდა და იცინოდა."
1980 წლის ზამთარში ინგლისში ჩეშირის მოქალაქე სუზან მოთსჰედი სამზარეულოში იდგა როცა უეცრად ცეცხლი მოეკიდა ტანსაცმელზე, თუმცა ცეცხლმა მხოლოდ ტანსაცმელი(ხაო) დაწვა და სხეულზე არ შეხებია.