mamuka90
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2928
წევრი No.: 65792
რეგისტრ.: 26-June 08
|
#16340936 · 6 Nov 2009, 20:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მამა-ჯეMალი
რუის-ურბნისის კრებაზე გატარებულ რეფორმებს ზოგადად ქვია ძეგლისწერა. ძეგლისწერა 15 მუხლიანი იყო:
1. განიკვეთნენ უღირსი მღვდელმთავრები. უღირსი არს ის ღვთისმსახური, რომელსაც ხორცი სულისთვის არ დაუთრგუნავს და არ არის შესაბამისი ასაკის მქონე.
2. ღვთისმსახურისთვის საჭირო ასაკი. კერძოდ: წიგნის მკითხველისთვის - 8 წელი, დიაკვნისთვის - 25, მღვდლისთვის - 30 და მღვდელმთავრისთვის - 35. ამ მუხლშივეა მითითებული, რომ ხელდასხმა უნდა ხდებოდეს თანმიმდევრობით, უმცირესიდან უპირატეს ხარისხზე.
3. ხელდასხმა და ეკლესიის კურთხევა უნდა ჩატარდეს გიორგი მთაწმინდლის განწესების მიხედვით.
4. აიკრძალა ხელდასხმა ქრთამით, საფასით, ან ძღვენით, ანუ ე.წ. სიმონია. როგორც ცნობილია, სიმონი იყო ის მოგვი, რომელმაც ქრისტეს წმიდა მოციქულებს სთხოვა მიეყიდათ მისთვის ღვთივმომადლებული კურნების და სასწაულის მოხდენის უნარი.
5. ეკლესიის ქონება და ჭურჭელი, ნაყიდი იქნება ეს თუ შემოწირული, უნდა იქნეს მოხმარებული მხოლოდ საჭიროების მიხედვით და ძეგლისწერით მისი გასხვისება, თვით ტყვეთა გამოსყიდვის მიზნითაც კი სასტიკად აიკრძალა.
6. ქორწინება, მონათვლა და მონაზვნად განწესება უნდა მოხდეს მხოლოდ ეკლესიის მიერ განსაზღვრული წესით. აქვეა აღნიშნული, რომ ქორწინება უნდა შესრულდეს ეკლესიაში და შესაძლებელია მხოლოდ ორჯერ, ე.ი. ადამიანს ორჯერ ჰქონდა ქორწინების უფლება.
7. მექორწილეთა ასაკი, კერძოდ 12 წელი. აიკრძალა მცირეწლოვანთა ჯვრისწერა.
8. მღვდელმთავრებად უნდა შეირჩენ ეკლესიის ის მსახურნი, რომელნიც გათვითცნობიერებულნი არიან საქრისტიანო წესებში, ანუ როგორც „საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის დებულებაშია“ მითითებული, უნდა ჰქონდეს შესაფერისი საღვთისმეტყველო განათლება.
9. მოწესრიგდა მოძღვართა რიცხვი მონასტერში. აღნიშნულია, რომ დიდ მონასტრებს უნდა ჰყავდეთ 2 მოძღვარი, ხოლო პატარებს - მხოლოდ ერთი. აქვე უნდა ითქვას, რომ საქართველოში არსებობდა მოძღვართა უფროსის, ანუ მოძღვართმოძღვრის თანამდებობა, რომელიც, ისიდორე დოლიძის მოსაზრებით, გელათის აკადემიის რექტორი იყო და ფრიად საპატიო სახელოდ ითვლებოდა.
10. აიკრძალა მონასტერში ერისკაცთა მიერ ვაჭრობა, ასევე მონასტრის ტერიტორიაზე არასაეკლესიო მიზნით შეკრება, ვინაიდან მონასტერი არის ღვთის ტაძარი, სამლოცველო სახლი და ბერულ წმიდა ცხოვრებას უწესობა, არ შეშვენის.
11. დადგინდა ვის მიერ, როგორ და სად უნდა სრულდებოდეს პარაკლისი, პანაშვიდი და საღვთო ლიტურგია, ჟამისწირვა.
12. აღიარებულია სომხური ეკლესიის მწვალებლობა. ამიტომ, აღნიშნულ მუხლში მითითებულია, რომ თუ სომეხი მოექცევა ჭეშმარიტ სჯულზე ის მართლმადიდებელმა ეკლესიამ უნდა მიიღოს, როგორც წარმართი.
13. აიკრძალა მართლმადიდებელისა და წარმართის ჯვრისწერა.
14. დაუშვებლად გამოცხადდა წარმომადგენლობითი ქორწინება, ანუ როგორც ძეგლისწერაშია მითითებული „კურთხევა გვირგვინისა კიდის-კიდე“. ასეთი ქორწინების დროს მომავალი მეუღლეები სხვადასხვა ეკლესიებში იწერდნენ ჯვარს ერთსადაიმავე დროს. ხოლო ადგილზე მათ ნაცვლად წარმომადგენლები იყვნენ. მუხლში მითითებულია, რომ ჯვრისწერა არის ერთ-ერთი წმიდა საიდუმლო და არა რაღაც ხელშეკრულება, რომელიც შეიძლება წარმომადგენლების მეშვეობითაც გაფორმდეს.
15. აიკრძალა სხვადასხვა ცოდვები და მოცემულია მათი განმარტება. კერძოდ, მუხლში ნახსენებია კაცისკვლა, მრუშობა, ცრუ ფიცი, შური, მტრობა, კერპთმსახურება. განსაკუთრებული ადგილი აქვს დათმობილი მამათმავლობას, ანუ სოდომურ ცოდვას, როგორც უმძიმეს დანაშაულს, რომელიც „წინაუკუმო ბუნებისა შესცვალებს ბუნებითსა ძალსა თვისსა“. რუის-ურბნისის საეკლესიო კრების მონაწილენი მიუთითებენ აღნიშნული ცოდვის მომაკვდინებელ ხასიათზე, რომელმაც შეიძლება ქვეყანა დაღუპოს.
|